1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა მითითებული უნდა იყოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაში და არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადები მიეთითება შესაბამის მოწმობაში. თუ მსჯავრდებული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბრუნებას განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) უფლებამოსილია მსჯავრდებულს არაუმეტეს 2 დღით გაუგრძელოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა.
4. ვადის გაგრძელების შემთხვევაში, პრობაციის ბიურო მიღებულ გადწყვეტილებას დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
5. თუ მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მძიმედ დაავადდა და აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტილაზაცია, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, პრობაციის ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის ამოწურვისთანავე შესაბამის საერთო პროფილის საავადმყოფოში დროებითი საგუშაგოს მოწყობის თაობაზე.
6. თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, პრობაციის ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსათვის შეტყობინების შესაძლებლობას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა, იგი ვალდებულია, აღნიშნულ უწყებებს პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახე