1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური პატიმრობა, უფლება აქვს წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
2. არასრულწლოვანს, აგრეთვე ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვს, წელიწადში სამჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
3. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით წელიწადში ორჯერ მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები და, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია:
ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო;
ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;
გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამ