1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდში დაავადდა და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია, აღნიშნულის თაობაზე გამცილებელი მოსამსახურეები დაუყოვნებლივ აცნობებენ დაწესებულების დირექტორს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში ან უახლოეს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული მოთავსებულია სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, მკურნალობის განმავლობაში ამოიწურა დაწესებულების დროებით დატოვების ვადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია ტრანსპორტირება, ბრალდებული/მსჯავრდებული გადაჰყავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების თაობაზე იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.

თავი III

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვ