1. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს (გარდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.

2. არასრულწლოვან მსჯავრდებულს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, მსჯავრდებულს შესაძლებელია მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.

4. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად, მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს ხანმოკლე გასვლის მოტივი და დანიშნულების ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, დანიშნულების ადგილამდე მისვლის მარშრუტი და ტრანსპორტირების საშუალებ