1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება უფლება მიეცეს განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, ან მსჯავრდებულის სოციალური აქტივობის განსახორციელებლად, აგრეთვე, თუ აუცილებელია ბრალდებულის მონაწილეობა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში.

2. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.

3. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და დანიშნულების ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო. განცხადებას თან უნდა დაერთოს განსაკუთრებული პირადი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

4. ბრალდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვას გასცემს გამომძიებელი ან პროკურორი. ნებართვა წერილობით ეგზავნება პატიმრობის დაწესებულებასა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი