1. ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც დაარღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ წესით დადგენილი ნორმების დარღვევა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულების დროებით დატოვების, ხოლო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წინ უნდა გაფრთხილდეს ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე და ხელი მოაწეროს გაფრთხილების ბარათს (დანართი №1).

თავი II

დაწესებულების დროებით დატოვე