1. მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებიდან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად გაყვანასთან.
2. მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, დეპარტამენტის დირექტორი მიმართავს სამინისტროს ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს და, მათი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს ინფორმაციას ტრანსპორტირებისა და სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის იმ წევრს, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული თანხის სამინისტროს ანგარიშზე (დანართი №3) შეტანას.
3. მსჯავრდებულმა შესაძლოა შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების გარეშე დატოვოს დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:
ა) თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი (შვილი, ნაშვილები, გერი, შვილიშვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), ბებია, პაპა, და და ძმა) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს სარწმუნო ცნობას იმის შესახებ, რომ:
ა.ა) მსჯავრდებული ან/და მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;
ა.ბ) მიუხედავად მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის არქონისა, მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა;
ბ) მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი განცხადებაში მიუთითებს დასაბუთებულ შუამდგომლობას დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
4. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს მისი კუთვნილი სამოქალაქო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდისათვი