1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებით გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა, ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნის დრო, დანიშნულების ადგილზე მისვლისა და უკან დაბრუნების მარშრუტი, ტრანსპორტირების საშუალება, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დასაწყისი და დასასრული, უზრუნველყოფის ღონისძიება/ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება შესაბამის დაწესებულებაში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.

3. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დეპარტამენტის დირექტორი შესაბამისი დაწესებულებიდან გამოითხოვს მსჯავრდებულის დეტალურ დახასიათებას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, გამოთხოვილ იქნეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.

4. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას ახორციელებენ დეპარტამენტისა და დაწესებულების შესაბამისი სამსახურები.

5. გადაწყვეტილების მიღებისას დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს:

ა) მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში;

ბ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინურ და წახალისების ღონისძიებების, ასევე დისციპლინური პატიმრობის ფაქტებს;

გ) მსჯავრდებულის პიროვნებას;

დ) მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას;

ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს;

ვ) დანიშნულების ადგილს, სადაც მსჯავრდებული გაატარებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს;

ზ) დანიშნულების ადგილამდე და უკან მგზავრობის მარშრუტს და ტრანსპორტირების საშუალებას;

თ) სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს ან/და დაკავშირებულია დაწესებულების გარეთ მის ხანმოკლე გასვლასთან.

6. დახასიათების ან/და პირადი საქმის გამოთხოვა ხდება შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს დახასიათება ან/და პირადი საქმე მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღეში. დეპარტამენტის დირექტორი მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამოთხოვილი მასალის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების აღსრულება იწყება მისი გამოტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

7. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების დედანი ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. მსჯავრდებულს გადაწყვეტილების ასლს გააცნობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაბამისი სამსახური, რასაც მსჯავრდებული გადაწყვეტილების მეორე მხარეს დაადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში იმავე გვერდზე კეთდება შენიშვნა.

8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი