1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;

ბ) პირადი თავდებობა;

გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.

2. შესაძლებელია ხანმოკლე გასვლის უფლების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლივი გამოყენება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების/ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ დეპარტამენტის დირექტორი შესაბამისი სამსახურის მეშვეობით შუამდგომლობის ავტორს აცნობებს დაწესებულებიდან გამოთხოვილი მასალის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში, ხოლო შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში წერილობით დაადასტუროს უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის მზადყოფნა. ასეთ შემთხვევაში, საკითხის განხილვის ვადა გაგრძელდება დადასტურების მიღების დღიდა