1. მსჯავრდებულის ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება წარმოადგენს მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მისი გადაადგილების კონტროლის (მონიტორინგის) სპეციალურ საშუალებას. მსჯავრდებულს ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) სპეციალური საშუალება უფიქსირდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობის პერიოდში.

2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ელექტრონული კონტროლის განხორციელების მიზნით, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამის პრობაციის ბიუროში.

3. მსჯავრდებულის ელექტრონულ კონტროლს ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტ