1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის წინ მსჯავრდებული უნდა გაეცნოს ამ წესს და გაფრთხილდეს მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ ჩანაწერები კეთდება მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოწმობაში.

3. მსჯავრდებულის მოწმობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხანმოკლე გასვლის თაობაზე (დანართი №6) ავსებს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე.

4. მსჯავრდებული ვალდებულია, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის ფაქტის დასადასტურებლად, პირველივე დღეს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და წარადგინოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოწმობა. პრობაციის ბიუროს უფროსი მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, აღრიცხვაზე აიყვანს მსჯავრდებულს და გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბრუნებისას, დანიშნულების ადგილის დატოვების დღეს, მსჯავრდებული გამოცხადდება შესაბამის პრობაციის ბიუროში, წარადგენს მოწმობას და დაადასტურებს მის მიერ დანიშნულების ადგილის დატოვებას. პრობაციის ბიუროს უფროსი მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს და მოწმობას უბრუნებს მსჯავრდებულს. თუ დანიშნულების ადგილის დატოვების დღე არასამუშაო დღეა ან გამგზავრება ხორციელდება სამუშაო საათების დაწყებამდე, მსჯავრდებული დანიშნულების ადგილის დატოვების დასადასტურებლად პრობაციის ბიუროში გამოცხადდება დანიშნულების ადგილის დატოვების წინა სამუშაო დღეს.

6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბრუნებისას მსჯავრდებული წარადგენს მოწმობას და ჩააბარებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილ პირს, რის შესახებაც მოწმობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწმობა დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმე