1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სამინისტროს ანგარიშზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი (დანართი №4), რომლის ერთი ასლი გადეცემა გირაოს შემტანს.
2. დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებასა და მის ფინანსურ მდგომარეობას.
3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გირაო სამინისტროს ანგარიშზე შეიტანება 3 დღის ვადაში.
4. გირაოს შეტანის წინ გირაიოს შემტანს გააცნობენ მსჯავრდებულისა და თავის ვალდებულებებს და წერილობით აფრთხილებენ დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში იმ შესაძლო შედეგებზე, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში.
5. თუ მსჯავრდებულმა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობისას, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესაბამისი ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება გირაოს შემტან