1. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევათ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, შესაბამისი დაწესებულების დირექტორის წარდგინებით მათი პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით.

2. ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობასა და ვინაობას. გაცილება ხორციელდება დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, არ დაემალოს გამცილებელ თანამშრომლებს და დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს.

4. დაწესებულების დროებით დატოვების დროს გამცილებელ თანამშრომლებს გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი (დანართი №2