1. ეს წესი მიღებულია პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და აწესრიგებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) დროებით დატოვებასთან, მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლასთან, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას, ასევე გარე სამყაროსთან ბრალდებულთა მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნება