გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N611210018002728229
N2/525-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.03.2019 წ. ქ. მარნეული
შესავ--–- ნაწილი
მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - შპს ,,კ--------–----ი მ----------ა"
მოსარჩელის წარმომადგენელი - ზ------ ხ-------–---–ი
მოპასუხე - ბ------ ბ----------ე
წარმომადგენელი - ზ---- ბ------ე
მოპასუხე - ვ--–- ა--------ი
დავის საგანი - ყადაღისგან ქონების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,კ--------–----მა მ----------ა"-მ სარჩელით მომართა მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხეების ბ------ ბ----------ის და ვ--–- ა--------ის მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს ,,კ--------–----ი მ----------ა"-ს ბალანსზე 2006 წლიდან არის ავტომანქანა ,,Z---------", სახ. ნომერი E------, რომელიც დგას მ----------ის გარაჟში. 2018 წლის 24 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქემო ქართლის სააღსრულებო ბიუროდან მ--------–--------–----–------ის მერიაში გამოგზავნილი იქნა წერილი, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 3 სექტემბერს და რომლითაც გაიგო, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში ყოფილა სააღსრულებო საქმე NA-------- ბ---–---ის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული საღსრულებო ფურცლის N2------- საფუძველზე (კრედიტორი ბ. ბ----------ე, მოპასუხეები ვ--–- ა--------ი და ი-–---- ზ-----–---ი). წერილით ირკვეოდა, რომ შპს ,,კ--------–----ი მ----------ა"-ს ბალანსზე 2006 წლიდან რიცხული ა/მანქანა ,,ზ--–-4-----", სახ. ნომერი E------, დაყადაღებული ყოფილა, როგორც ვ--–- ა--------ის საკუთრება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ის მოსარჩელის საკუთრებაა და მასზე აღსრულება არ უნდა მოხდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში ბ---–---ის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის N2------- საფუძველზე (კრედიტორი ბ------ ბ----------ე, მოპასუხეები - ვ--–- ა--------ი და ი-–---- ზ-----–---ი) წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმე NA---------ის აღსრულებასთან დკავშირებით დაყადაღებული ა/მანქანა ,,ზ--–-4-----", სახ.ნომერი E------, ყადაღისაგან გათავისუფლება.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და დამატებით განმარტა, რომ შპს ,,კ--------–----ი მ----------ა" შეიქმნა 2006 წელს. კომპანია დააარსა მუნიციპალიტეტმა, მაშინდელმა მერიამ, და ეს ქონებაც მერიამ შეიძინა და გადასცა მათ. სულ ოთხი ქონება გადაეცათ, რაც შეიტანეს საწესდებო კაპიტალში. ავტომანქანასთან ერთად მათ გადასცეს ამ ავტომანქანის საბუთებიც და უთხრეს, რომ მათი საკუთრება იყო, რის შემდეგაც ავტომანქანა მათთან არის, მათ ბალანსზეა და მათ გარაჟში ირიცხება, სხვას არ უსარგებლია. სადავო ავტომანქანა არის წყლის ცისტერნა. შპს ,,კ--------–----ი მ----------ა" ახორციელებს მუნიციპალიტეტის დასუფთავებას და გამწვანების მოვლას, რისთვისაც იყენებენ ამ ავტომანქანას, გადააქვთ წყალი, რწყავენ ხეებსა და გაზონებს. აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშირებით მათ გამოითხოვეს დოკუმენტაცია, რაც სიძველის გამო მოძიებულ ვერ იქნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ--–- ა--------მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ავტომანქანა ,,ზ--–-4-----", სახ. ნომერი E------, 2006 წელს გაასხვისა მოსარჩელესთან და ის დაახლოებით თორმეტი წელია იმყოფება შპს ,,კ--------–----ი მ----------ა"-ს საკუთრებაში.
სასამართლო სხდომაზე მან დამატებით განმარტა, რომ ქოლაგირში, ფერმაში იყიდა სადავო ავტომანქანა. ის მარნეულში მუშაობდა ამ მანქანით, წყალს გადაზიდავდა, ვისაც სჭირდებოდა, მისთვის მიჰქონდა. ვინაიდან მერიას მანქანა არ ჰყავდა, ხშირად მათ საქმეებს აკეთებდა, რწყვის პერიოდში ხეებთან უშვებდა წყალს, ეხმარებოდა გზის რეცხვაში, რისთვისაც ხელფასს უხდიდნენ. იმ წლებში ქალაქის მერი იყო რ----- გ------ი, რომელმაც დაიბარა და უთხრა, რომ მანქანა სჭირდებოდათ. მანაც უთხრა, რომ ჰყიდიდა მანქანას. მას გადაუხადეს ავტომანქანის საფასური, მან კი თავის მხრივ გადასცა ავტომანქანა და გაუფორმა მინდობილობა, რომ მისულიყვნენ და გადაეფორმებინათ, არც კი იცოდა, თუ ავტომანქანა დღემდე მის სახელზე იყო. მანქანის გაყიდვის შემდეგ მან დაახლოებით ერთი თვე გააგრძელა ამ ავტომანქანით მუშაობა, შემდეგ კი კომპანიამ მძღოლი იშოვა, ტ--–--- გ---–---ი, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. მას შემდეგ მას არავითარი შეხება ავტომანქანასთან არ ჰქონია.
2.2. მოპასუხე ბ------ ბ----------ემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ავტომანქანის მესაკუთრე შსს მომსახურების სააგენტოს ცნობით არის ვ--–- ა--------ი. აღნიშნული დადასტურებულია ასევე ბ---–---ის რაიონული სასმართლოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით, რომელიც არის კანონიერ ძალაში შესული. ბალანსზე ა/მანქანის აყვანა არ ნიშნავს მასზე საკუთრებას. იგი მოსარჩელის საკუთრება არასოდეს ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან არ იყო მათ მიერ შეძენილი დ არავითარი თანხა მის ყიდვაში არ გადახდილა. სადავო ავტომობილს მოსარჩელე ასაღებს თავის საკუთრებად, ვითომ შეტანილი აქვს საწესდებო კაპიტალში, რაც არის სიცრუე, ვინაიდან აუდიტორულ დასკვნაში მითითებული ავტომობილის არავითარი საიდენტიფიკაციო ნომრები არ არის მითითებული და რომელი მანქანა ჰყავს ბალანსზე, ვერ დგინდება. მოსარჩელე ვ--–- ა--------თან შეთანხმებით მიზანმიმართულად ახორციელებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ბ------ ბ----------ემ და მისმა წარმომადგენელმა ზ---- ბ------ემ მხარი დაუჭირეს შესაგებელს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილებით ბ------ ბ----------ის სარჩელი ვ--–- ა--------ისა და ი-–---- ზ-----–---ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ბ. ბ----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7000 ლარის გადახდა, ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალში და მისი იძულებითი აღსრულების მიზნით 2017 წლის 17 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 57-68);
- სააღსრულებო ფურცელი (ს. ფ. 55-56).
3.1.2. ვინაიდან ვ. ა--------მა ნებაყოფლობით არ შეასრულა გადაწყვეტილება, დაიწყო იძულებითი აღსულების პროცესი, რა დროსაც ყადაღა დაედო ავტომანქანა ,,ზ--–-4-----"-ს, სახ. ნომერი E------. მისი რეალიზაციისათვის აუქციონი ჯერ დანიშნული არ არის.
მტკიცებულება:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 6 აგვისტოს წერილი (ს. ფ. 87);
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 2 ნოემბრის წერილი (ს. ფ. 19).
3.1.3. ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,ზ--–-4-----"-ს, სახ. ნომერი E------, რეგისტრირებულია ვ--–- ა--------ის საკუთრებად.
მტკიცებულებები:
- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ს. ფ. 88);
- შსს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 12 აგვისტოს ცნობა (ს. ფ. 69).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,ზ--–-4-----"-ს, სახ. ნომერი E------, წარმოადგენს შპს ,,კ--------–----ი მ----------ას" საკუთრებას.
ის გარემოება, რომ აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენდა ვ--–- ა--------ის საკუთრებას, მხარეთა შორის სადავო არის. სადავო საკითხს წარმოადგენს მისი გასხვისება შპს ,,კ--------–---- მ----------აზე", რასაც არ ეთანხმება მოპასუხე ბ------ ბ----------ე.
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოპასუხე ვ. ა--------ი მიუთითებს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობასა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაზე, როგორც სადავო ნივთის მოვალე ვ. ა--------ისადმი კუთვნილების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებას, რომლითაც დამტკიცდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია. ამ ინსტრუქციამ განსაზღვრა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი (ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი), ანუ პროცედურა, რომელიც არეგულირებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პირობებს. მიხედავად ამისა, ამ ნორმატიული აქტით ვერ შეიცვლება იმ სახის ურთიერთობათა შინაარსი, რომელიც სამოქალაქო კოდექსითაა მოწესრიგებული. ეს ინსტრუქცია მიზნად არ ისახავს სანივთო-სამართლებრივ უფლებათა დადგენას, მისი ამოცანაა სამოქალაქო კანონმდებლობიდან მომდინარე ურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილი უფლების აღნუსხვა-რეგისტრაცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეგისტრაციის ფაქტი არ განაპირობებს საკუთრების უფლების შეძენას, მაგალითად, ისე, როგორც ეს გათვ--–-სწინებულია უძრავ ნივთებთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს კონკრეტულ გარიგებას და არა გარიგების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტს. ამდენად, შესაძლებელია პირი რეგისტრირებული იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ, თუმცა ის არ იყოს მესაკუთრე, რადგან არარეგისტრირებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ავტომანქანაზე საკუთრების უფლება დაეთმო სხვას (იხ. სუსგ 27.10.2011წ., საქმე #ას-914-954-2011; სუსგ 31.01.2012წ., საქმე #ას-1363-1381-2011; სუსგ 26.07.2012წ., საქმე #ას-971-912-2012, სუსგ 05.12.2014, საქმე №ას-658-625-2014).
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ას-899-2018), რომელშიც სასამართლო განმარტა: ,,საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა მოწესრიგებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთებზე, მათ შორის, ავტომობილზე, საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას."
ამდენად, მხოლოდ რეგისტრაციის საფუძველზე სასამართლო სადავო ავტომანქანის ამჟამად მოპასუხისადმი კუთვნილების ფაქტს დადასტურებლად ვერ მიიჩნევს, თუ სხვა მტკიცებულებები სარწმუნოდ მიუთითებენ მის გასხვისებაზე. ამასთან, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ბ. ბ----------ეს იმის თაობაზე, რომ ბალანსზე ქონა არ ნიშნავს ამ ნივთზე საკუთრების უფლებას, თუმცა ასევე დასაბუთებულად მიაჩნია მოსარჩელის განმარტება 2006 წელს მასზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. რაც შეეხება ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობას (მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე), საქართველოს სკ-ის 183-ე მუხლის ადგენს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოძრავ ნივთზე (როგორადაც გვევლინება ავტოსატრანსპორტო საშუალება) საკუთრების უფლების შეძენას კი აწესრიგებს საქართველოს სკ-ის 186-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად კი, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა 2006 წლის 26 აპრილის აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, ინდივიდუალურმა ზოგადმა აუდიტორმა ი. ახობაძემ ხელშეკრულების თანახმად, მოახდინა კ--------–----ი მ----------ა ,,ა"-ს ძირითადი ქონების შეფასება საწესდებო კაპიტალში შეტანის მიზნით. დასკვნის თანახმად, შპს ,,კ--------–----ი მ----------ა ,,ა"-ს ძირითადი საშუალებების ღირებულება 2006 წლის პირველი მაისის მდგომარეობით შეადგენს 15480 ლარს. მათ შორის: სპეც.ავტომანქანა 4----- - ცალი 3700 ლარი.
მოსარჩელე შპს ,,კ--------–----ი მ----------ის" წარმომადგენელმა და მოპასუხე ვ--–- ა--------მა დაადასტურეს, რომ სადავო ავტომანქანა 2006 წლიდან არის შპს ,,კ--------–----ი მ----------ის" პირდაპირ მფლობელობაში. მოპასუხემ ასევე დეტალურად და დამაჯერებლად განუმარტა სასამართლოს თავისი ურთიერთობა შპს ,,კ--------–---- მ----------ასთან" და სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული მოვლენები. კერძოდ, მან მიუთითა, რომ ქოლაგირში, ფერმაში იყიდა სადავო ავტომანქანა. ის მარნეულში მუშაობდა ამ მანქანით, წყალს გადაზიდავდა, ვისაც სჭირდებოდა, მიჰქონდა. ვინაიდან მერიას მანქანა არ ჰყავდა, ხშირად მათ საქმეებს აკეთებდა, რწყვის პერიოდში ხეებთან უშვებდა წყალს, ეხმარებოდა გზის რეცხვაში, რისთვისაც ხელფასს უხდიდნენ. იმ წლებში ქალაქის მერი იყო რ----- გ------ი, რომელმაც დაიბარა და უთხრა, რომ მანქანა სჭირდებოდათ. მანაც უთხრა, რომ ჰყიდიდა მანქანას. მას გადაუხადეს ავტომანქანის საფასური, მან კი თავის მხრივ გადასცა ავტომანქანა და გაუფორმა მინდობილობა, რომ მისულიყვნენ და გადაეფორმებინათ, არც კი იცოდა, თუ ავტომანქანა დღემდე მის სახელზე იყო. მანქანის გაყიდვის შემდეგ მან დაახლოებით ერთი თვე გააგრძელა ავტომანქანით მუშობა, შემდეგ კი კომპანიამ მძღოლი იშოვა, ტ--–--- გ---–---ი, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. მას შემდეგ მას არავითარი შეხება ავტომანქანასთან არ ჰქონია.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების თანახმად კი, შპს ,,კ--------–----ი მ----------ა" 2006 წელს დააფუძნა მ--------–--------–----–------მა, მაშინდელმა მერიამ, და ეს ქონებაც მერიამ შეიძინა და გადასცა მათ. სულ ოთხი ქონება გადაეცათ, რაც შეიტანეს საწესდებო კაპიტალში. ავტომანქანასთან ერთად მათ გადასცეს მისი საბუთებიც და უთხრეს, რომ მათი საკუთრება იყო, რის შემდეგაც ავტომანქანა მათთან არის, მათ ბალანსზეა და მათ გარაჟში ირიცხება, სხვას არ უსარგებლია.
ამდენად, მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები ურთიერთშესაბამისია და ლოგიკურად გადმოსცემს სადავო ნივთზე საკუთრების უფლების დასადგენად მნიშვნელოვან გარემოებებს. რაც შეეხება ნასყიდობის ფასს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის გათვ--–-სწინებით, რომ საკუთრების უფლების გადაცემიდან გავიდა 12-13 წელი, შესაძლოა გამყიდველს მართლაც არ ახსოვდეს ის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა-განმარტება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვ--–-სწინებულ მტკიცებულებას. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მხარეთა ახსნა-განმარტების, როგორც მტკიცებულებების, შეფასების კონტექსტში მნიშვნელოვნად მიაჩნია ასევე აღნიშნოს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მ--------–--------–----–------ის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შემქნილ საწარმოს. აღნიშნული გარემოება, თავისთავად, მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას მეტ დამაჯერებლობას ვერ მიანიჭებს, თუმცა მინიმუმამდე ამცირებს იმის ალბათობას, რომ სარჩელი რეალურად აღძრულია მოვ--–-ს მიერ ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით. რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი მოსარჩელესა და მოვალე მოპასუხეს შორის, რისი გათვ--–-სწინებითაც სასამართლო ეჭვქვეშ დააყენებდა მათი, განსაკუთრებით კი მოსარჩელის ახსნა-განმარტებების სანდოობას, არ დასტურდება საქმის მასალებით და ამაზე არც მხარეებს მიუთითებიათ.
რაც შეეხება მოპასუხე ბ. ბ----------ის მითითებას ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილებაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესახებ არ არის. სასამართლომ განიხილა სხვა ავტომანქანაზე, სახ. #W------, საკუთრების უფლების საკითხი. სადავო ავტომანქანა კი მოხსენიებულია მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კონტექსტში. ის გარემოება, რომ სადავო ავტომანქანას ყადაღა დაედო, როგორც ვ. ა--------ის საკუთრებას, არ წარმოადგენს მოსარჩელის პოზიციის გამაბათილებელ არგუმენტს, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის სახით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადების მიზნებისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით, რაც მოცემულ საქმეშიც არის წარმოდგენილი.
მტკიცებულებები:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5, 31, 47, 2019 წლის 5 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:37-41-12:40:21, 12:41:07-12:56:14);
- ბ---–---ის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 57-68);
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 16-17);
- აუდიტორული დასკვნა (ს. ფ. 20);
- შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს. ფ. 69);
- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ს. ფ. 88).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 186-ე, 477-ე მუხლებით, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე, 28-ე, 32-ე და მე-40 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
სარჩელის ცნობა მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, რაც მის მიერ მოსარჩელის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოვლენილ ნებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეს ერთგვარი გარიგებაა, ვინაიდან მიმართულია სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ (საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართულია ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის, განსახილველ შემთხვევაში, ვ. ა--------ის მიერ სარჩელის ცნობას, იმის გათვ--–-სწინებით, რომ მეორე მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს.
6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინებისას ან ქონების გადაცემისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვ--–-ს ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვ--–-ს – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა აღმასრულებლის მიერ მოვ--–-ს საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება. თუმცა კანონმდებლობით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც არის გათვ--–-სწინებული, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სადავო ნივთები ყადაღისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ მოსარჩელე, ანუ მესამე პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს დაყადაღებულ ნივთებზე, დაამტკიცებს, რომ ის ამ ნივთების მესაკუთრეა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებაში, საქმეზე №ას-899-2018, ყურადღება გაამახვილა ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავებში სასამართლოს მიდგომა შემდეგია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვ--–-ს კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვ--–-ს ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვ--–-სა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვ--–-სწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ავტომანქანის მფლობელსა და მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,კ--------–----ი მ----------ა". გადაწყვეტილების აღსრულება კი მხოლოდ მოვ--–-ს ქონების რეალიზაციით არის დასაშვები, რაც წარმოადგენს ამ ქონების დაყადაღების მიზანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა .
საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, მოპასუხე ვ. ა--------მა სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,კ--------–----ი მ----------ა"-ს სარჩელი ბ------ ბ----------ისა და ვ--–- ა--------ის მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში ბ---–---ის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის N2------- საფუძველზე წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმე NA---------ის აღსრულებასთან დაკავშირებით დაყადაღებული ავტომანქანა ,,Z---------", სახ. ნომრით E------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
3. მოპასუხეებს ბ------ ბ----------ეს და ვ--–- ა--------ს შპს ,,კ--------–----ი მ----------ა"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 55,50 (ორმოცდათხუთმეტი, ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი