განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.04.2019
საქმის ნომერი
330210117001777977
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001777977

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/3356-18 22 თებერვალი, 2019 წელი

 

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ----------------ი

წარმომადგენელი - დ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – შპს „ს--------------------------------–--“(წარმომადგენელი დირექტორი თ-------–---–----ე), ლ---------------ე (წარმომადგეენლი თ-------------ე, თ--------------–-–---–ი)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, გირავნობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ნ----------------ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,ს--------------------------------–--”-სა და ლ---------------ის მიმართ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი 2002, ფერი შავი, ტიპი - ჯპი, ძრავი მოცულობა 0 2874, საიდენტ. ნორმ. –------------------, სანომრე A------ - რეალიზაცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 31 ოქტომბერს შპს ,,ს---------------------------------–--“-სა და ნ----------------ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ს--------------------------------–--“-მ ნ----------------ს სესხის სახით გადასცა 3364 აშშ დოლარი, თვეში 6%-ის, ყოველთვიურად 201,84 სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2 თვე.

 

ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, დამგირავებლის მიერ კომპანიაში სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება გადადის შპს ,,ს--------------------------------–--ს“ მფლობელობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. ავტომობილის გადაფორმების და დაზღვევის თანხას იხდის დამგირავებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2. 2014 წლის 31 ოქტომბერს შსს-ს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების - სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი 2002, ფერი შავი, ტიპი: ჯიპი, ძრავი მოცულობა: 2874, საიდ. ნომ: K----------------, სანომრე A------, შპს ,,ს--------------------------------–--“-ს სახელზე რეგისტრაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 25 იანვარს გაცემული ცნობით სატრანპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ირკვევა, რომ მითითებული სატრანსპორტო საშუალება, დღეის მდგომარეობითაც რეგისტრირებულია შპს ,,ს--------------------------------–--“-ს სახელზე. ავტომანქანაზე რეგისტრირებულია არაერთი ყადაღა და უფლებრივი შეზღუდვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 50);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.3. ნ----------------ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რაც გახდა შპს ,,ს--------------------------------–--“-ს მხრიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.4. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია 52 მიმდინარე სააღსრულებო წარმოება სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს შპს ,,ს--------------------------------–--“.

 

აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებულია შპს ,,ს--------------------------------–--“-ს სახელზე რიცხული, სადავო სატრანსპორტო საშუალება -სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი 2002, ფერი შავი, ტიპი: ჯიპი, ძრავი მოცულობა: 2874, საიდ. ნომ: K----------------, სანომრე A------.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ა-–-------------- მიერ 2017 წლის 12 იანვარს შედგენილ იქნა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ #------- აქტი, რომლის თანახმადაც დაილუქა მითითებული ავტომობილი. კრედიტორს წარმოადგენს ლ---------------ე, რომლის მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 48-49);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობა (ს.ფ. 61);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:. სასამართლოს მითითებით, მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზრვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამოწვევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავს რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს მოტყუების ფაქტი. მოტყუებას საფუძვლად უდევს პირის შეგნებული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ნების გამომვლენის შეყვანას შეცდომაში, ანუ პირი ზემოქმედებს ამ უკანასკნელის ნებაზე და აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მიიღწევა მომტყუებლის მიერ ის შედეგი, რომელიც სურს მას და რომელზეც შეძლო მეორე მხარის დაყოლიება. შესაბამისად, მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვანას გულისხმობს და ამ დროს სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი, რომელიც თვით ნების გამომვლენის პიროვნებაშია, რომლის მიერაც არასწორად მოხდა გარემოებათა შეფასება. სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია იმ სახის და იმ ხარისხის მოტყუება, რაც გარიგების დადების საფუძველს წარმოადგენს, ანუ როგორც თავად დეფინიციის თანახმადაა დადგენილი - როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე უთითებდა მოტყუების ფაქტის თაობაზე, მისი მხრიდან იქვე გაკეთდა დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოტყუებად იგი მოიაზრებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ნება გამოხატა რეგისტრირებული გირავნობაზე და არა ნასყიდობაზე ან ჩუქებაზე, რაც მოტყუებით განახორციელდა მოპასუხე კომპანიამ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება გარიგების დადებას უნდა ედოს საფუძვლად, ამასთან, მოტყუება უნდა გამოიხატებოდეს კონტრაჰენტისათვის სასურველი გარიგების შესახებ არსებითი გარემოებების არასწორად მიწოდებაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ----------------მა მოპასუხესთან დადო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, სწორედ ამ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი მიზნით. აღნიშნული მიზნით გამოხატა ნება ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, ხოლო შემდგომ ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაფორმებითა და თანხების მოპასუხისათვის გადარიცხვით.

 

ხელშეკრულების მე-2 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამგირავებლის ნ----------------ის მიერ კომპანიაში სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება, გადადის შპს ,,ს---------------------------------–--ს“ მფლობელობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. ავტომობილის გადაფორმებისა და დაზღვევის თანხას იხდის დამგირავებელი.

 

იმ შემთხვევაშიც თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულების მითითებული პირობა ბუნდოვანია, ავტოსატრანსპორტო საშაულების შპს ,,ს--------------------------------–--“- ს სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა ნ----------------ის თანხმობითა და მონაწილეობით, შესაბამისად მას შეეძლო უარი ეთქვა მოქმედების განხორციელებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებასა და თანხის გადარიცხვებს შორის გასული იყო გარკვეული დრო და ამ შუალედში მოსარჩელეს შეეძლო გადაემოწმებინა ტექსტი, თუკი იგი მისთვის არასასურველ შინაარსს შეიცავდა, რაც არ გააკეთა.

 

ამდენად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაფორმება განხორცილდა ნამდვილი ნების საფუძველზე და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება განხილული გარიგების ბათილობის საფუძვლად.

 

ნ----------------ი პასუხისმგებლობის რისკს იღებდა იმ წარმოდგენების შესახებ, რომლითაც ხელმძღვანელობდა. სადავო ფაქტის შეფასებისას - ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხის მხრიდან მოტყუებას, სასამართლო ხელმძღვანელობს პრეზუმფციით, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერით მხარე იცნობს მის შინაარს და აანალიზებს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს რაც მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს მას.

 

შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. ნ------------------მა დაადასტურა რა თავისი ხელმოწერით მის მიერ გამოხატული ნება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ის გაეცნო დოკუმენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ისეთი ობიექტური ან სუბიექტური საფუძვლის არსებობა, რაც მას ხელს შეუშლიდა წერილობითი დოკუმენტის გაცნობასა და აღქმაში. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია გარიგების ბათილად ცნობა მოტყუების და არა ნდობით განპირობებული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არადამაჯერებელია მოსარჩელის მტკიცება მის მოტყუებასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარემ ვერ დაადასტურა ნების გამოვლენის ნაკლის არსებობა, კერძოდ კი მოტყუების ფაქტი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაფორმების დროს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.7. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის- მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვს მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე გააკეთებს მითითებას ამის თაობაზე. შეცილების ხანდაზმულობის ვადა აითვლება არა სარჩელის შეტანის დღიდან, არამედ იმ დროიდან, როცა მხარემ შეცილება განახორციელა - შეატყობინა გარიგების მხარეს შეცილების საფუძვლის არსებობის თაობაზე.

 

ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმა ადგენს შეცილების და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას. განსხვავება კი, ამ ორ სახის ვადებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ შეცილების ვადა წარმოადგენს პერიოდს, რომლის გასვლამდეც პრეტენზიის მქონე პირმა უშუალოდ პრეტენზიის ადრესატს უნდა წაუყენოს პრეტენზია (მოთხოვნა), ხოლო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მოიცავს სარჩელის აღძვრამდე პერიოდს. რაც შეეხება მათ შორის მსგავსებას, როგორც შეცილების, ისე ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება უფლების დარღვევის შეტყობიდან. როგორც სასარჩელო ხანდაზმულობის, ისე შეცილების ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, მოსარჩელეს აწევს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ავტომობილი შპს ,,ს--------------------------------–--ზე“ გადაფორმდა 2014 წლის 31 ოქტომბერს, ზუსტად იმ დღეს როცა დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა გადაეცა მოსარჩელეს, ვინაიდან ავტომობილი დარჩა მის მფლობელობაში.

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მან გარიგების დადების მომენტისათვის იცოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ატყუებდა და მისი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა, რაც არა მხოლოდ გამორიცხავს გარიგების დადებას

 

მოტყუების საფუძველზე, არამედ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულად აქცევს. შესაბამისად, ვინაიდან, შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ ნ----------------ისათვის ცნობილი იყო გარიგების დადების მომენტში, ანუ 2014 წლის 31 ოქტომბრისათვის, ხოლო სარჩელი წარმოდგენილია 2017 წლის 25 იანვარს, ერთი წლის გასვლის შემდეგ, წარმოდგენილი მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

2.8. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის განმსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერძო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. გარიგება შეიძლება ბათილი იყოს იმის გამო, რომ მისი შინაარსი ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სადავო გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნას სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც დაასაბუთებდა რომ ხელშეკრულების სადავო პუნქტი ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამდენად, უდავოა, რომ ამ ნაწილშიც მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ჯეროვნად რეალიზება და სასამართლოსათვის იმ ფაქტობრივი გარემოებების და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლით, სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობა გახდებოდა.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლისაგან.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს შპს ,,ს--------------------------------–--“-სა და ნ----------------ს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ს--------------------------------–--“-მ ნ---------------ს სესხის სახით გადასცა 3364 აშშ დოლარი, თვეში 6%-ის, ყოველთვიურად 201,84 სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2 თვე. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, დამგირავებლის მიერ კომპანიაში სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება გადადის შპს ,,ს--------------------------------–--ს“ მფლობელობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. ავტომობილის გადაფორმების და დაზღვევის თანხას იხდის დამგირავებელი.

 

2014 წლის 31 ოქტომბერს შსს-ს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების - სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი 2002, ფერი შავი, ტიპი: ჯიპი, ძრავი მოცულობა: 2874, საიდ. ნომ: K----------------, სანომრე A------, შპს ,,ს--------------------------------–--“-ს სახელზე რეგისტრაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 379-ე და 428-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მოვალე უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად განახორციელოს სხვა შესრულება, ხოლო კრედიტორი უფლებამოსილია მიიღოს აღნიშნული შესრულება. მოსარჩელე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დაიდო და თავისი არსით, წარმოადგენს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაფარული გარიგება ნასყიდობაა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ----------------სა და შპს ,,ს--------------------------------–--“-ს შორის ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაფორმების ნაწილში დაიდო, იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც ნ----------------ი ჯეროვნად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას სესხის სახით თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღდგება ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ----------------ს სესხი შპს ,,ს--------------------------------–--“-სათვის არ დაუბრუნებია. შესაბამისად, არ არსებობს ნ----------------ისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების წინაპირობები.

 

2.10. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ- სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის განხილვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ განსახილველი დავის ორ მხარეზე. პირველი, იურიდიული ინტერესი, ანუ სარჩელის მატერიალურ- სამართლებრივ შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას, რაც განსხვავდება იმ მატერიალურ- სამართლებრივი შედეგისაგან, რომელიც მიიღწევა მიკუთვნებითი სარჩელით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში იურიდიული ინტერესისათვის აუცილებელია მიკუთნებითი მოთხოვნის აღძვრა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გარიგების ბათილობას სადავო ქონების დაბრუნების გარეშე. აღიარებითი სარჩელი კი წარმოადგენს იმ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას, რომელიც სადავო მხარეთა შორის, რომელიც არ ითვალისწინებს მიკუთვნებითი მოთხოვნის აღძვრას.

 

განსახილველი დავის მეორე მხარე უკავშირდება მოთხოვნათა რეალიზაციის მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტებს.

 

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა ან მისი მიღწევა სხვა უცნობ მოვლენაზე ან მესამე პირის ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის მაშინაც, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, ცვლილებას განიცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

2.11. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

მუხლის ნორმების მიზანი - დარეგულირების საგანია გირავნობის ლეგალური დეფინიციისა და მისი შინაარსის დადგენა. კანონისმიერი განმარტების თანახმად, გირავნობა წარმოადგენს ისეთ საუზრუნველყოფო უფლებას, ვალდებულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, რომლის ძალითაც კრედიტორს (მოგირავნეს) აქვს უპირატესი უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით დაიკმაყოფილოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნა დაგირავებული ქონების-მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთის ან/დაგადაცემადი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით–მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით. აღნიშნული დანაწესით განსაზღვრულია მფლობელობითი გირავნობის კლასიკური შემთხვევა, როდესაც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება კრედიტორის სასარგებლოდ იტვირთება გირავნობით და აღნიშნული სანივთო გარიგების ნამდვილობა დასტურდება ნივთზე მფლობელობის უფლების კანონით გათვალისწინებული სუბიექტისათვის გადაცემით. ამდენად, გირავნობის კლასიკური შემთხვევა შემოიფარგლება გირავნობის საგანზე მხოლოდ მფლობელობის უფლების გადაცემით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება.

 

სადავო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ნათლად არის განსაზღვრული გარიგების მიზანი _ სესხად გაცემული თანხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ ავტომანქანის გადაცემა გადაფორმებით (ხელშეკრულების მე-2 პუნქტი). აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს ხელშეკრულების პირობა _ ,,6. კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (მუხლის 1) დარღვევის შემდეგ ავტომანქანა გაასხვისოს, დააგირავოს და ა.შ., რის შესახებაც წინასწარ წერილობით აცნობებს დამგირავებელს; ამდენად, გამსესხებლისათვის ავტომანქანის გადაცემით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოსარჩელის განმარტებით ირიცხება მოპასუხე შპს ,,ს----------------------------------–--ს“ სახელზე, წარმოიშვა რეგისტრირებული გირავნობა; რაც ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯით დასტურდება (სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი).

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან მიმართებით. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე საკასაციო სასამართლოს განმარტება, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება. რაც შეეხება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამ კანონის პირველი მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. (იხ. სუსგ Nას-914-954-2011 და №ას-658-625-2014);

 

ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემდეგ ავტომანქანა გაასხვისოს, დააგირავოს და ა.შ. (ხელშეკრულების მე-6 პუნქტი);

 

მხარეები სადავო არ ხდიან, რომ ნ----------------ის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რაც გახდა შპს ,,ს--------------------------------–--“-ს მხრიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს--------------------------------–--“-ს სარჩელი მოპასუხე ნ----------------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა შპს ,,ს---------------------------------–--“-ს მხრიდან გამოხატული იქნა ქმედება მასსა და ნ----------------ს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმართ, რაც დაკავშირებულია გირავნობის საგნის განკარგვასთან დაკავშირებით, რის უფლებასაც ანიჭებდა 2014 წლის 31 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.

 

აღნიშნულ დავაში შპს ,,ს--------------------------------–--“ თავის სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

- შპს ,,ს--------------------------------–--“-ს და ნ----------------ს შორის 2014 წლის 31 ოქტომბერს დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება N---, რომლის მიხედვითაც ნ----------------მა მიიღო სესხი 3364 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა - 6%. ამასთან, სესხი უზრუნველყოფილი იყო ავტომანქანით : სანგ იონგ რექსტონი (გამოშვების წელი -

2002, ფერი - შავი, ტიპი - ჯიპი, ძრავის მოცულობა - 2874 , საიდ. ნომ: K---------------- სანომრე A-------), რომლის სარეგისტრაციო მონაცემებში შპს

,,ს--------------------------------–--“ აღინიშნა როგორც მესაკუთრე.

 

- ხელშეკრულების მიხედვით ნ----------------ს გადაეცა ზემოაღნიშნული ავტომობილი მართვის უფლებით, ხოლო ავტომანქანა გადაეცემოდა შპს ,,ს--------------------------------–--“-ს იმ შემთხვევაში თუ დამგირავებელი არ გადაიხდიდა ყოველთვიურ გადასახდელ პროცენტს ან/და ჯარიმას. ასევე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ პროცენტის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში დამგირავებელი დაჯარიმდებოდა გადასახდელი პროცენტის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და წარმოადგენდა დაგირავებულ ნივთს მოგირავნესთან.

 

- მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მან არც ჯარიმა გადაიხადა და არც ავტომანქანა გადასცა მოგირავნეს.

 

- მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე ნ----------------ი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა სესხის თანხა, რაც კრედიტორს შპს ,,ს--------------------------------–--“-ს გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების უფლებას ანიჭებდა. კრედიტორის შპს ,,ს--------------------------------–--“-მ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით გამოხატა ნება, მასსა და ნ----------------ს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, სესხის უზრუნველსაყოფად არსებული გირავნობის საგნის მიმართ, რაც დაკავშირებული იყო მის სახელზე რეგისტრირებული გირავნობის საგნის განკარგვასთან.

 

მოსარჩელე უთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლს და აღნიშნავს, რომ მის მიერ სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ზეგავლენას ვერ მოახდენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მისი იურიდიული ინტერესი პირდაპირ გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. თავისი იურიდიული ინტერესის ასეთი ფორმულირებით მოსარჩელემ გამოკვეთა საბოლოო მიზანი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაც არ წარმოადგენს გარანტიას მოსარჩელისათვის, რომ მისთვის სასურველი შედეგი მიიღწევა და შესაძლებელია დავა მხარეთა შორის გაგრძელდეს. ამ შემთხვევაშიც, მომავალში დადგება მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის აუცილებლობა. აღნიშნული მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელი არ არის ერთადერთი მოსარჩელის დარღვეული უფლებების დაცვისთვის.

 

როგორც უკვე აღინიშნა, გირავნობა წარმოადგენს ისეთ საუზრუნველყოფო უფლებას, ვალდებულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, რომლის ძალითაც კრედიტორს (მოგირავნეს) აქვს უპირატესი უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით დაიკმაყოფილოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნა დაგირავებული ქონების-მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთის ან/დაგადაცემადი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით–მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

იმ შემთხვევაში თუკი სახეზე იქნებოდა ნ----------------ის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული გააქარწყლებდა შპს ,,ს--------------------------------–--“-ს უფლებას ავტოსატრანპორტო საშუალებაზე, რასაც ანიჭებდა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობა (მუხლი 6) და სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლი. აღნიშნული თავის მხრივ გამორიცხავდა შპს ,,ს--------------------------------–--“-ს კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სადავო ავტოსატრანსპორტო საშაულების რეალიზაციას.

 

შპს ,,ს--------------------------------–--“-ს რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაშიც კი მოსარჩელის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძველი არ არსებობს, რადგან შპს ,,ს--------------------------------–--“-ს მოთხოვნა საკუთრებაში მიიღოს გირავნობის საგანი, გაქარწყლებული არ არის, რასაც მოსარჩელე შეძლებდა ვალდებულების სრულად შესრულების გზით, ხოლო აღნიშნული ფაქტი მოცემული დავის ფარგლებში არ დადასტურდა. პირიქით, საქმის მასალები ცხადყოფს მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევას, რაც შპს ,,ს--------------------------------–--“-ს მხრიდან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა. შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს ხელშეკრულების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობისა და შპს ,,ს--------------------------------–--ს“ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრაციის გაუქმების იურიდიული ინტერესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებით მოხდა საკუთრების უფლების გადასვლა მოპასუხე კომპანიაზე. საკუთრების უფლება მოსარჩელეს საფინანსო კომპანიაზე არ გადაუცია. რეგისტრაცია მოძრავ ნივთებზე არ ნიშნავს საკუთრების უფლების წარმოშობას მასზე. საკუთრების გადაცემა რომ მოხდარიყო, მაშინ გირავნობა დაკარგავდა არსს.

 

3.2. აპელანტის მითითებით, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას თუ რა სახისა და შინაარსის ხელშეკრულება დაიდო მხარეებს შორის და რას ისახავდნენ ისინი მიზნად ნების გამოვლენისას. სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და განმარტებული ყველა საჭირო გარემოება.

 

გირავნობის დადებისას პირი მიზნად არ ისახავს საკუთრების გადაცემას, არამედ საკუთრება რჩება კვლავ დამგირავებელს და ნივთი გამოიყენება სხვა ხელშეკრულების, მოცეულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების, უზრუნველსაყოფად. მხოლოდ სესხის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა ნივთის სარეალიზაციოდ ან საკუთრებაში გადაცემის უფლება. მოცემულ შემთხვევაში კი სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 31 ოქტომბერს და ნივთის გადაფორმებაც (და არა საკუთრებაში გადაცემა) მოხდა იმავე დღეს. აქედან გამომდინარე, არასწორი დასკვნაა გამოტანილი გადაწყვეტილების მე-12 გვერდის მესამე აბზაცში სადაც ვკითხულობთ: "გამსესხებლისთვის ავტომანქანის გადაცემით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოსარჩელის განმარტებით ირიცხება მოპასუხე შპს "ს--------------------------------–--ს" სახელზე, წარმოიშვა რეგისტრირებული გირავნობა." აღნიშნული დასკვნა პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში რეგისტრირებული გირავნობის წარმოშბის წინაპირობებთან და არასწორია. ნივთის საკუთრებაში გადაცემით გირავნობის უფლება არათუ წარმოიშობა, არამედ საერთოდ წყდება.

 

ხელშეკრულება უნდა განმარტებულიყო მხარეთა მიზნისა და ხელშეკურლების არსებითი პირობების განსჯის საფუძველზე. რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. სასამართლომ ან საერთოდ არ განმარტა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაბი ან განმარტა და არასწორი დასკვნა გამოიტანა.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება და მასში მოცემული მსჯელობა წინააღმდეგობრივია დასკვნები კი გაუგებარი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია. გადაწყვეტილების მე-10 გვერდის მეხუთე აბზაცში მითითებულია, რომ გირავნობის ხელშეკრულებით დაიფარა ნასყიდობის ხელშეკრულება, ამის საპირისპიროდ სასამართლო ასევე უთითებს, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, მანქანა კი გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის საშუალებად. გაუგებარია ასევე ისიც, თუ რატომ მიიჩნევს ბუნებრივად სასამართლო მანქანის კრედიტორზე გადაფორმებას ხელშეკრულების დადებისთანავე და ეს მაშინ, როდესაც არც ერთი უზრუნველყოფის მიზნით დადებული ხელშეკრულება და მათ შორის არც გირავნობა ასეთ პირობას არ ითვალისწინებს და უკვე კრედიტორის სახელზე რეგისტრირებული ქონება ვერ იქნება უზრუნველყოფის საშუალება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ მოცემული სარჩელი თავისი არსით არის მესამე პირის სარჩელი ქონების ყადაღისგან განთავისუფლების თაობაზე; კერძოდ, მოსარჩელე, როგორც გირავნობის საგნის , ავტომანქანის მესაკუთრე და დამგირავებელი სადაოდ ხდის აღნიშნულ გირავნობის საგანზე მოგირავნის და მოვალის საკუთრების უფლებას და ითხოვს მოვალის კრედიტორის სასარგებლოდ ყადაღისაგან გირავნობის საგნის განთავისუფლებას; ამასთან, მოსარჩელე ნების ნაკლის გამო ითხოვს გირავნობის გარიგების იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომელიც მისი პოზიციით გახდა გირავნობის საგნის მოგირავნის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი;

 

სააპელაციო პაალტას მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა უარყოფილი უნდა იქნას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ----------------სა და შპს „ს--------------------------------–--ს“ შორის 2014 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ----------------ს სესხის სახით გადაეცა 3364 აშშ დოლარი, 2 თვის ვადით; ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული იქნა მოძრავი ქონება: ავტომანქანა სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი: 2002, ფერი: შავი, ძრავი მოცულობა: 2874, საიდ. ნომ: K----------------, სანომრე: A------; დადგენილია ასევე , რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს შსს-ს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების - სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი 2002, ფერი შავი, ტიპი: ჯიპი, ძრავი მოცულობა: 2874, საიდ. ნომ: K----------------, სანომრე A------, შპს ,,ს--------------------------------–--ს“ სახელზე რეგისტრაცია; ასევე, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება სანგ იონგ რექსტონი, სახელმწიფო ნომრით A------, დღეის მდგომარეობითაც რეგისტრირებულია შპს ,,ს--------------------------------–--ს“ სახელზე, რომელზერდაც თავის მხრივ აღსრულების ბიუროს მიერ რეგისტრირებულია არაერთი ყადაღა და უფლებრივი შეზღუდვა , მათ შორის მოპასუხე ლ---------------ის სასარგებლოდაც;(იხ. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობა ტ.2, ს.ფ. 50, 61);

 

სააპელაციო პალატას საქმის მასალების და სადაო გარიგების შინაარსის ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ გარიგების მე-2 პუნქტი არც თავისი შინაარსით და არც განხორციელებული რეგისტრაციის მიხედვით არ წარმოადგენს შპს ,,ს--------------------------------–--ს“ სახელზე სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების - სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი 2002, ფერი შავი, ტიპი: ჯიპი, ძრავი მოცულობა: 2874, საიდ. ნომ: K----------------, სანომრე A------ რეგისტრაციის საფუძველს; შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების გადაცემის შესახებ ნების ნაკლის გამო გარიგების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა;

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელი არ ეფუძნება 2014 წლის 31 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთმოთხოვნებს, შესაბამისად მოცემული სარჩელის საგანში არ შედის ნ----------------ის , როგორც მსესხებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის დადგენა; არამედ ნ----------------ის მოთხოვნა 2014 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ დასახელებული პუნქტის საფუძველზე განხორციელდა გირავნობის საგნის მოგირავნის სახელზე რეგისტრაცია, რაც არ შეესაბამება მის მიერ გამოვლენილ ნებას, რადგან მისი ნება მიმართული იყო საფინანსო კომპანისთან მხოლოდ გირავნობითი ურთიერთობის წარმოშობისაკენ; სააპელაციო პალატა მიუთითებს სადაო ხელშეკრულების მეორე პუნქტზე, რომლის მიხედვით „დამგირავებლის მიერ კომპანიაში სეხისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება, გადადის შპს „ს--------------------------------–--ს“ მფლობელობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით. ავტომობილის გადაფორმების და დაზღვევის თანხას იხდის დამგირავებელი“; ამასთან, დადგენილია, რომ გირავნობის საგანი ავტომანქანა არ გადასულა შპს „ს--------------------------------–--ს“ მფლობელობაში ის დღემდე იმყოფება ნ----------------ის მფლობელობაში; დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადაო გარიგება არ შეიცავს მხარეთა შეთანხებას ავტომანქანაზე საკუთრების უფლების გადასვლის შესახებ, შესაბამისად, ის არ შეიძლება გამხდარიყო და არც გამხდარა მოგირავნის სახელზე ავტომანქანის რეგისტრაციის საფუძველი; სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადაო გარიგების შინაარსი არის ბუნდოვანი და ურთიერთწინააღმდეგობრივი, რადგან თუ ის იმგვარად განიმატრება, რომ მხარეთა ნება მიმართული იყო რეგისტრირებული გირავნობისკენ, მასთან წინააღმდეგობაში მოდის გარიგების ის დათქმა, რომ ავტომანქანა გადადის მოგირავნის მფობელობაში, რაც მფლობელობითი გირავნობის მახასიათებელია და არა რეგისტრირებულის;

 

სააპელაციო პალატა იმ დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ გირავნობის საგანი დარჩა დამგირავებლის მფლობელობაში, ხოლო გირავნობის საგანი დარეგისტრირდა მოგირავნის სახელზე , რის სამართლებრივ შედეგადაც მხარეები გარიგების მე-2 პუნქტის მიხედვით ითვალისწინებდნენ გირავნობის რეგისტრაციას, მიჩნეული უნდა იქნას, რომ ნ----------------ი და შპს „ს--------------------------------–--“ 2014 წლის 31 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეალურად იმყოფებიან სესხის და რეგისტრირებული გირავნობითი ურთიერთობის ფარგლებში; ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ურთიერთობის არსებობა სადაოდ არ ხდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის; აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების (2014 წლის 31 ოქტომბერი) შემდეგ სადავო ავტომანქანა იმყოფებოდა მოსარჩელის ნ----------------ის მფლობელობაში და აღნიშნული გარემოება მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხადარა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მხარეებს რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება სურდათ. თუმცა, საქმის მასალებით დადასტურებულია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 31 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოხდა არა გირავნობის რეგისტრაცია, რომელზეც მოსარჩელის მითითებით, შეთანხმებული იყვნენ მხარეები, არამედ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა შპს „ს-------------------------------–--ს“ სახელზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 50), რაც გახდა საფუძველი აღნიშნული კომპანიის კრედიტორთა სასარგებლოდ მისი დაყადაღებისა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი სწორედ საკუთრების უფლების გადასვლის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს 2014 წლის 31 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ დათქმაში გამოხატული ნება, ვერ მიიჩნევა ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლისათვის საკმარისად. კერძოდ, მართალია მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამგირავებლის მიერ კომპანიაში სეხისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით, გადავიდოდა შპს-ს მფლობელობაში, რაც პალატის შეფასებით, არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელემ ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე, საკუთრების უფლება ნივთზე გადასცა მოპასუხეს - შპს „ს--------------------------------–--ს“.

 

სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლს რომლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარეობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენა. ამასთან, ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ფაქტის ადეკვატური. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის, 2014 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მიზანი ერთის მხრივ სესხის სახით თანხის მიღება, ხოლო მეორეს მხრივ ამ თანხის დაბრუნების უზრუნველყოფა იყო, გირავნობის საგანს კი წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სანგ იონგ რექსტონი, სანომრე ნიშანი: A------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით. ამ კოდექსის 255-ე მუხლის მიხედვით კი, გირავნობის სახეებია: ა) მფლობელობითი გირავნობა; ბ) რეგისტრირებული გირავნობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 2601-ე მუხლის მიხედვით, დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში; სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელსეკრულება სესხის და გირავნობის შესახებ არ შეიცავს პირდაპირ მითითებას მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლის შესახებ და ამგვარად ვერ განიმარტება ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შინაარსი მისი ბუნდოვანების, ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებების და რეალური ვითარების გათვალისწინებით; ამასთან, აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ სახელშეკრულებო დათქმისა და იმ პირობებში, როდესაც დამგირავებელი არღვევს ხელშეკრულებას და მოგირავნე მას წაუყენებს შესაბამის მოთხოვნას; მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არ არის სადაო, რომ მოგირავნეს არ წაუყენებია შესბამისი მოთხოვნა დამგირავებლის წინაშე და ქონება არ არის დაყადაღებული აღნისნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად;

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით მოწესრიგებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამ ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს, თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია: შემძენისათვის ნივთის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (იხ. სუსგ 27.10.2011წ. საქმე №ას-914-954-2011, 5.12.2014წ. საქმე №ას-658-625-2014, 23.03.2016წ. საქმე №ას-1189-1119-2015).

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, მოძრავი ნივთის მფლობელი ივარაუდება მის მესაკუთრედ. ერთ ერთ-საქმეზე საკასასაციო პალატამ განმარტა, რომ: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთერთ აუციელებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. საკასაციო პალატის განმარტებით კანონი არ ადგენს სპეციალურ ფორმას ავტომანქანის შეძენასთან ან სხვა გვარი მასზე მფლობელობის გადაცემისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და ამდენად მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები“ (იხ. სუსგ ას-241-572-07, 17.10.2007 წ.).

 

სააპელაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთის - ავტომაქნანა სანგ იონგ რექსტონის, სახ. ნომრით A------ მესაკუთრეს არ წარმოადგენს შპს ,,ს--------------------------------–--“ და მის სახელზე სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების მხოლოდ რეგისტრაცია არ არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ მიჩნეული იქნას, რომ ნ----------------მა 2014 წლის 31 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებაში გამოავლნა ნება საკუთრების უფლების გადაცემისა სადავო ნივთზე; ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა სამოქალაქო კოდექსის 186-197-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას არ ადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინიადან პალატას დადასტურებულად მიაჩნია ნ----------------ს საკუთრების უფლება სადავო მოძრავ ნივთზე - ავტოსატრანსპორტო საშუალება სანგ იონგ რექსტონი, სახელმწიფო ნომერი A------, არ გადაუცია შპს „ს--------------------------------–--სათვის“ შესაბამისად სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი აღიარებული იქნას, რომ ნივთის მესაკუთრე არ არის შპს „ს--------------------------------–--“ , რაც მოსარჩელეს ჩამოყალიბებული აქვს შპს „ს--------------------------------–--ს “ საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნის სახით;

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საგანზე მესამე პირის უფლების დაცვის გარანტია. კერძოდ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ. შედ. სუსგ-ებები: №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ნ----------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს შპს „ს--------------------------------–--ს“ საკუთრების უფლება სადავო ავტომანქანაზე და გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის შესაგებელს სარჩელის ხცანდაზმულობის თაოაბზე , ვინაიდან მოსარჩელის უფლების დარღვევის ვადის დენის დასაწყისად არ მიაჩნია 2014 წლის 31 ოქტომბერს შსს-ს მომსახურების სააგენტოში გირავნობის საგნის შპს ,,ს--------------------------------–--ს“ სახელზე რეგისტრაცია, რადგან აღნიშნულს მოსარჩელე გარიგების შესაბამისად უკავშირებდა მხოლოდ გირავნობის რეგისტრაციას , რაც არც ამ ეტაპზეა მის მიერ სადაოდ გამხდარი;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ნ----------------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ნ----------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ბიუჯეტში გადახდილია 450 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ. ტ.1, ს.ფ. 57;59), ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 400 ლარი. ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, ნ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (დაკმაყოფილდა მოთხოვნის 2/3), დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება:

 

3. ნ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

4. გაუქმდეს შპს „ს--------------------------------–--ს“ საკუთრების უფლება ავტომანქანაზე: სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი 2002, ფერი შავი, ტიპი: ჯიპი, ძრავი მოცულობა: 2874, საიდ. ნომ: K----------------, სანომრე A------ და აღნიშნული ავტომანქანა გათავისუფლდეს ყადაღისაგან;

 

5. არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა ნ----------------სა და 2014 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ;

 

6. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით (საქმე #2/2393-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - სანგ იონგ რექსტონი, გამოშვების წელი 2002, ფერი შავი, ტიპი - ჯიპი, ძრავის მოცულობა 2874, საიდენტ. ნორმ. K----------------, სანომრე A------ - რეალიზაცია.

 

7. დაეკისროთ შპს „ს--------------------------------–--ს“ და ლ---------------ეს სოლიდარულად 566 ლარის გადახდა ნ----------------ის სასარგებლოდ;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან დუგლაძე