გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
010210118002577561
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210118002577561

N2-3289/18

გადაწყვეტილება

28 ივნისი 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - ლი-–---------ნი

წარმომადგენელი- ალ---------------–აძე

მოპასუხეები - ალ---------------–აძე, მა--------------–---–ი, გე-–----------–--ლი, ზა------------–--ლი

წარმომადგენელი - ვა–--–--–---ანი

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული სარჩელი 11.02.19წ.)

1.1. მოსარჩელე ლი-–---------ნი აღიარებული იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, 2-------------- (ს/კ 0-.2-.4-.0--) სარდაფის ფართის 80.1კვმ, მესაკუთრედ;

1.2. აღირიცხოს ლი-–---------ნი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, 2-------------- (ს/კ 0-.2-.4-.0--), თანამესაკუთრედ;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი, 20-- წლის 1- ი------ს, მა--------------–---–სა და გე-–----------–--ლს შორის, გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი, 20-- წლის 3--------ს, ალ---------------–აძესა და მა--------------–---–ს შორის, გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი, 20-- წლის 2------------, ზა------------–--ლსა და მა--------------–---–ს შორის, გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი, 20-- წლის 1--------, ზა------------–--ლსა და მა--------------–---–ს შორის, გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი, 20---–-–------------- მა--------------–---–ს და ზა------------–--ლს შორის, გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი, 20---–-–----- ი------ს ალ---------------–აძეს და მა--------------–---–ს შორის, გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება;

 

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელე, 1-61 წლიდან 1-7- წლამდე, იმყოფებოდა კანონიერ ქორწილებაში მოპასუხე ალ---------------–აძესთან. ერთობლივი თანაცხოვრების დროს შეეძინათ ორი შვილი. მეუღლეები ცხოვრობდნენ მოპასუხე ალ---------------–აძის მშობლების აბ----–--- ა---–----- და ნა---–--------–---ს კუთვნილ სახლში, მდებარე: ქ-------------------------------. პირველი ქორწინების პერიოდში, 19-- წლამდე, ლი-–---------ნმა დედამთილის სახელზე რიცხული უძრავი ქონება გააუმჯობესა, მიაშენა ავტოფარეხი, სააბაზანო და სამზარეულო, გამოცვალა საკანალიზაციო და წყლის მილები.

 

მოპასუხე ალ---------------–აძემ, 19---–-–--------–--ს, დედისგან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში მიიღო სადავო უძრავი ქონება, რომელიც შედგებოდა ქვის ერთსართულიანი შენობისაგან, 17-.53 კვმ საცხოვრებელი და 53.56 კვმ დამხმარე ფართისაგან.

 

19---–-–-------------ს წერილობითი დოკუმენტით ლი-–---------ნი და ალ---------------–აძე შეთანხმდნენ, რომ ლი-–---------ნი სახლს ჩაუტარებდა კაპიტალურ რემონტს, მოამატებდა სარდაფს. სანაცვლოდ სახლის ნახევარი მას გადაეცემოდა საკუთრებაში. 20---–-–-------------- საჯარო რეესტრის ამონაწერში სარდაფის ასახვა მოხდა 19-- წლის შეთანხმების შესაბამისად.

 

მოსარჩელე და მოპასუხე ალ---------------–აძე ხელმეორედ დაქორწინდნენ 19-- წლის 9 ი------ს. ამავე პერიოდიდან მოსარჩელემ საგრძნობლად გააუმჯობესა სადავო ქონება. სახლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, გაიზარდა მოცულობა, კერძოდ, დაემატა სარდაფი 80 კვმ. აგრეთვე, მოხდა სახლის ხელახალი გადახურვა და მზიდი კედლების გამაგრება. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2-.1-.2--- წლის ამონაწერში სადავო უძრავი ქონების ფართია 76.85 კვმ, ხოლო 0-.0-.201- წლის უნებართვოდ აშენებული შენობის ლეგალიზების შედეგად, 1-.0-.201- წლის ამონაწერში, საჯარო რეესტრის ამონაწერში აისახა პირველი სართულის ფართი 99 კვმ და სარდაფი 80.1 კვმ.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ჩატარებული სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა, რის გამოც სადავო უძრავი ქონება უნდა ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეებმა მა--------------–---–მა (მოსარჩელის შვილი), გე-–----------–--ლმა (მოსარჩელის სიძე) და ზა------------–--ლმა (მოსარჩელის შვილიშვილი) მოატყუეს ალ---------------–აძე. 20---–-–----- ი------ს ალ---------------–აძესა და მა--------------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, 20---–-–------------- მა--------------–---–მა და ზა------------–--ლს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, 20-- წლის 1--------, ზა------------–--ლსა და მა--------------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, 20-- წლის 2------------, ზა------------–--ლსა და მა--------------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, 20-- წლის 3--------ს, ალ---------------–აძესა და მა--------------–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 20-- წლის 1- ი------ს, მა--------------–---–სა და გე-–----------–--ლს შორის, გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება ბათილია. აღნიშნული ხელშეკრულებების ბათილობის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს (მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება). 20-- წლის 3--------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ალ---------------–აძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით. ისე, რომ მოპასუხე ვერ აღიქვამდა რეალობას. სარჩელის თანახმად, ალ---------------–აძე არ იყო უფლებამოსილი განეკარგა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც, სარჩელში სადავო გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველადაა მითითებული.

 

მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეებმა მა--------------–---–მა და გე-–----------–--ლმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. შესაგებლის თანახმად, ისინი გამორიცხავენ ალ---------------–აძისა და ლილი ახალაძის ერთობლივი თანაცხოვრების დროს სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული რაიმე სახის გაუმჯობესების, გადაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის ფაქტს. მოპასუხეები სადავოდ ხდიან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, მოსარჩელე ლი-–---------ნსა და მოპასუხე ალ---------------–აძეს შორის, 19-- წლის 20 ი------ს გაფორმებულ შეთანხმებას და მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი არ არის შედგენილი მითითებულ თარიღში და იგი მხოლოდ სასამართლოსთვის სარჩელის შეტანის დროსაა დაწერილი და ხელმოწერილი. ამასთან, დოკუმენტი ასლია, ხოლო მოთხოვნის მიუხედავად მხარემ ვერ წარმოადგინა დედანი, რაც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტისათვის მტკიცებულების ძალის მინიჭებას. შესაბამისად, მათი აზრით, არავითარ შეთანხმებას ცოლ-ქმარს შორის, უძრავი ქონების თანასაკუთრებად აღრიცხვის შესახებ ადგილი არ ჰქონია.

 

შესაგებლის თანახმად, მოსარჩელესა და ალ---------------–აძეს შორის არსებული მეორე ქორწინება ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, ვინაიდან, მას ჰქონდა ფიქტიური ხასიათი. რეალურად ალ---------------–აძე ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა სხვა პიროვნებასთან, რომელიც ამავე პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო სახლში.

 

მოპასუხეები არ ეთანხმებიან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მითითებას, ვინაიდან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვა ერთ-ერთი მეუღლის მიერ ვერ იქნება ცნობილი ბათილ გარიგებად მეორე მეუღლის მოთხოვნის გამო. ამდენად, მოპასუხეთა მოსაზრებით, მითითებული საფუძველი ვერ გახდება სადავო გარიგებების ბათილობის საფუძველი.

 

მოპასუხე ზაზა ოთარაშილმა წარმოადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რომლითაც არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. დაზუსტებულ სარჩელზე მოპასუხე ზა------------–--ლს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

მოპასუხე ალ---------------–აძემ თავდაპირველ სარჩელზე წარმოადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რომლითაც ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. დაზუსტებულ სარჩელზე მოპასუხე ალ---------------–აძეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1-61 წლის 21 ი------ს, მოსარჩელე ლი-–---------ნი და მოპასუხე ალ---------------–აძე დაქორწილდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 24)

 

3.1.2. 1-7- წლის 2- მარტს, ლი-–---------ნი და ალ---------------–აძე განქორწილდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განქორწინების მოწმობა (ს.ფ. )

 

3.1.3. 19---–-–--------–--ს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ალ---------------–აძემ დედისგან-ნა---–--------–---სგან საჩუქრად მიიღო ქ---------–-------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის (17-.53 კვმ საცხოვრებელი და 53.56 კვმ დამხმარე ფართი), 3/7 ნაწილი. ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად და რეგისტირებულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 29-30)

 

3.1.4. ჩუქების ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2--- წლის 2- ოქტომბერს, ს/კ 0-.2-.4-.0--, მიწის ნაკვეთი ფართი 135 კვმ, შენობა-ნაგებობის ფართი 76.85კვმ. უფლების დამდგენი დოკუმენტი: რეალური გაყოფის ხელშეკრულება, გაფორმების თარიღი 1-/1-/2--- და ჩუქების ხელშეკრულება N1-----, დამოწმების თარიღი 0-/0-/1---წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 32)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სარჩელი ეფუძნება მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევის ფაქტობრივ საფუძვლებს. სადავო გარემოებას წარმოადგენს ერთობლივი თანაცხოვრების დროს, რეგისტრირებული ქორწინების პირობებში, ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევა, ქორწინების განმავლობაში განხორციელებული გაუმჯობესების გზით, მისი ღირებულების გაზრდის შედეგად.

 

ასევე, დავის საგანს წარმოადგენს მხარეებს შორის დადებული შეთანხმება უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. მოსარჩელის პოზიციით, ამ შეთანხმების პირობებში, ალ---------------–აძე არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა სადავო ქონება. გარიგება მოპასუხე ალ---------------–აძესა და მოპასუხე მა--------------–---–ს შორის არ დადებულა ალ---------------–აძის ნამდვილი ნების საფუძველზე და ბათილია. მოპასუხეები უარყოფენ აღნიშნულს და გამორიცხავენ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში სადავო ქონების რაიმე გაუმჯობესებისა და მისი ღირებულების გაზრდის ფაქტს. შესაბამისად, უარყოფენ აღნიშნულ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელებას, ხოლო მოპასუხეებს შორის დადებულ ხელშეკრულებებს, მიიჩნევენ ნამდვილ გარიგებად.

 

დავის არსისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.2. 19-- წლის 9 ი------ს ლი-–---------ნი და ალ---------------–აძე ხელმეორედ დაქორწილდნენ. ქორწინება სარჩელის შემოტანის მომენტისათვის ძალაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 24)

 

3.2.3. 20---–-–-------------- საჯარო რეესტრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის N88201-00-1-7) ალ---------------–აძის საკითრებაში ირიცხება მიწის ნაკვეთი ფართით 135კვმ შენობა-ნაგებობების ფართით 99კვმ, სარდაფი 80.1კვმ. უფლების დამდგენი დოკუმენტია რეალური გაყოფის ხელშეკრულება, გაფორმების თარიღი 1-/1-/2--- და ჩუქების ხელშეკრულება N1-----, დამოწმების თარიღი 0-/0-/1---წ. და ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ბრძანება N0--0----, უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების შესახებ.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ამონაწერით დგინდება, რომ ხელმეორედ დაქორწინების შემდეგ, სადავო უძრავ ქონებას შეემატა 80.1 კვმ ფართის სარდაფი, 20 კვმი-ით გაიზარდა ძირითადი ფართის მოცულობაც.

 

პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, წინა ამონაწერთან შედარებით, ფართის მოცულობის გაზრდის მიზეზად მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ბრძანება უნებართვოდ აშენებული ობიექტის ლეგალიზების შესახებ. რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდა უკვე არსებული ფართის ლეგალიზება ანუ დაკანონება. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება: როდის მოხდა სარდაფის ფართის მიმატება და ემთხვევა თუ არა ლი-–---------ნსა და ალ---------------–აძეს შორის ხელმეორედ დაქორწინების შემდეგ პერიოდს; მოხდა თუ არა სარდაფის ფართის მიმატება მეუღლეთა ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯების შედეგად; რა გავლენა მოახდინა სარდაფის ფართის ლეგალიზებამ უძრავი ქონების ღირებულებაზე და მოხდა თუ არა სადავო უძრავი ქონების თვითღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდა. მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ფოტომასალა, მიმართვა მერის სახელზე) დგინდება, რომ სახლი იყო ავარიულ მდგომარეობაში.

 

მოწმე ვა----------–--ემ განმარტა, რომ ოც წელზე მეტია, რაც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა სადავო სარდაფში. აღებული აქვს იჯარით. მისთვის ცნობილია, რომ მანამდე, დაახლოებით 1- წლით ადრე, ვიდრე თვითონ დაიწყებდა საქმიანობას, ამავე სარდაფში იჯარის უფლებით საქმიანობდნენ სხვა პირები. პირველად სარდაფში გახსნილი იყო საზკვების ობიექტი, ხოლო როდესაც ეს პირები გავიდნენ ობიექტიდან, სარდაფი იქირავა სამხედრო პირმა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მოწმის ჩვენება.

 

მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სარდაფი უძრავ ქონებას, სწორედ, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეემატა. მოწმის ჩვენება ადასტურებს, რომ სარდაფი სამეწარმეო საქმიანობისათვის ვარგისი იყო 201- წლამდეც, ანუ საჯარო რეესტრის ამონაწერში სარდაფის ფართის დაფიქსირებამდე, ხოლო თავად სარდაფი, როგორც დამხმარე სათავსო, სახლს გააჩნდა, თუმცა, როგორც დამოუკიდებელი სანივთო უფლების მატარებელი ობიექტი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 201- წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32-33)

-ამონაწერი საჯარო რეესრიდან (ს.ფ. 34-35)

-მოწმის ჩვენება (სხდომის ოქმი 03/04/2019)

-ფოტომასალა (ს.ფ. 139-146)

-მიმართვა მერიის სამსახურს (ტ.II ს.ფ. 25)

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 19-- წლის 20 ი------ს შედგენილი შეთანხმების საფუძველზე ლი-–---------ნმა და ალ---------------–აძემ გააფორმეს გარიგება სახლის ნახევრის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემაზე.

 

მოპასუხეებმა მა--------------–---–მა, გე-–----------–--ლმა და ზა------------–--ლმა სადავო გახადეს აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა და მიუთითეს, რომ დოკუმენტი შედგენილია სასამართლოში დავის დაწყების მომენტში.

 

სარჩელზე თანდართულია წერილობითი საბუთის ასლი, რომლის წაკითხვა ასლის უხარისხობის გამო გაძნელებულია. სასამართლო პროცესზე მოპასუხეების წარმომადგენელმა იშუამდგომლა დოკუმენტის დედნის წარმოდგენის შესახებ. სასამართლომ დაავალა მოსარჩელეს წერილობითი მტკიცებულების დედნის წარმოდგენა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო და ვერც საფუძვლიანი მიზეზი წარმოუდგინა სასამართლოს, დედნის წარმოდგენის შეუძლებლობის დასამტკიცებლად. შესაბამისად, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლზე მითითებით (წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე) წარმოდგენილი საბუთის ასლს მტკიცებულებით მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს.

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელე ლი-–---------ნსა და მოპასუხე ალ---------------–აძეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე გარიგების დადების ფაქტი, გარდა თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ასლისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭების შემთხვევაშიც, მხარეებს შორის დადებული გარიგება არ შეესაბამება იმ პერიოდში მოქმედ სამოქალაქო სამართლის კოდექსს (წერილობითი ფორმა, გარიგების რეგისტრაცია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში). აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად, ლი-–---------ნი უძრავი ნივთის თანამესაკუთრე ხდებოდა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელის მიერ რეალიზებული ვერ იქნა. საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ 19-- წლის 9--------- შემდეგ, ანუ მეორე ქორწინების პერიოდში, სადავო ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, სწორედ, უძრავი ქონების გადაგეგმარების, მშენებლობის დასრულების ან გადაკეთების მიზეზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19---–-–-------------ს შეთანხმება (ს.ფ. 31)

 

3.2.4. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 20---–-–----- ი------ს ალ---------------–აძეს და მა--------------–---–ს შორის, გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან იგი არ დადებულა ალ---------------–აძის ნამდვილი ნების საფუძველზე. ასევე, ბათილ გარიგებად მიიჩნევს მოსარჩელე 20-- წლის 1- ი------ს, მა--------------–---–სა და გე-–----------–--ლს შორის, 20-- წლის 3--------ს, ალ---------------–აძესა და მა--------------–---–ს შორის, 20-- წლის 2------------, ზა------------–--ლსა და მა--------------–---–ს შორის, 20-- წლის 1--------, ზა------------–--ლსა და მა--------------–---–ს შორის, 20---–-–------------- მა--------------–---–ს და ზა------------–--ლს შორის, გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს აღნიშნულ გარიგებათა ბათილ ბუნებაზე, აუცილებელია მოსარჩელე ლი-–---------ნს ჰქონდეს იურიდიული ინტერესი მოცემული გარიგებების ბათილად აღიარების მიმართ. იურიდიული ინტერესის არსებობას განაპირობებს ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც აღნიშნული გარიგების ბათილობად აღიარება მოუტანდა ლი-–---------ნს. დადგენილია, რომ ლი-–---------ნი არ წარმოადგენს ქ---------–--------------------–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეს, შესაბამისად, მოცემული დავის მიმართ მისი იურიდიული ინტერესის შესახებ, სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-37)

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 38-39)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 40-41)

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 42-43)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.44-45)

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 46-47)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 48-49)

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 50-51)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 52-53)

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 54-55)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.56-57)

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 58-59)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო სამართლის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე.

 

მოცემულ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ტრანსფორმირება მეუღლეთა თანასაკუთრებად. სარჩელი ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლს, რომლის თანახმად თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

 

ნორმის დისპოზიციის მიხედვით, თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლოა ტრანსფორმირდეს მეუღლეთა საერთო საკუთრებად, თუ დაცული იქნება შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობები: 1. ხარჯები გაწეული იქნა ქორწინების განმავლობაში, 2. ქონება გადაგეგმარდა, მშენებლობა დასრულდა, გადაკეთდა, გაკეთდა კაპიტალური რემონტი, 3. აღნიშნული სახეცვლილების (გადაგეგმარების, გადაკეთების...) ან გაუმჯობესების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს აწევთ დასადგენი ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი, ხოლო აღნიშნული ტვირთის რეალიზება ხდება სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

ამავე დროს, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მეორე ქორწინების განმავლობაში, ერთობლივად გაწეული ხარჯების შედეგად, ალ---------------–აძის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაგეგმარდა (დაემატა სარდაფი) და გაიზარდა (დაემატა 20 კვმ). აღნიშნული გარემოებები, მისივე განმარტებით, ქმნის იმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რომ ქონება ჩაითვალოს ლი-–---------ნისა და ალ---------------–აძის თანასაკუთრებად. ამდენად, მოსარჩელე არის მის მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების მტკიცების ტვირთის მატარებელი.

 

სასამართლო, განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი ადგენს მტკიცების სტანდარტს, რომლის თანახმად, არაა საკმარისი დამტკიცდეს მხოლოდ ქონების მიმატების ან გადაგეგმარების ფაქტი, არამედ, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს, რომ აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონება ღირებულება. აღნიშნულის მტკიცების ტვირთიც მოსარჩელის მხარესაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ვერც ერთი გარემოების დამტკიცება.

 

6.2. საქმეში დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სარდაფის მიმატება და ფართის გაზრდა მოხდა მეუღლეთა ქორწინების პერიოდში. საქმის მასალებით ვერ დგინდება ზუსტად როდის გაკეთდა სარდაფი, თუმცა, წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოხდა უკვე არსებული სარდაფის ფართის დაკანონება-ლეგალიზება. მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ, სარდაფის სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისათვის გამოყენების ფაქტი (იჯარით გაცემა) დასტურდება მეორე ქორწინების პერიოდამდეც. საქმეზე დაკითხულმა მოწმემ განმარტა, რომ სარდაფის ფართს იჯარის უფლებით სარგებლობს ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ფართი იჯარით გაცემული იყო მანამდეც. აღნიშნული ჩევენების საწინააღმდეგოდ მოსარჩელე მხარეს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ მინიმალური სტანდარტითაც კი ვერ ახსნა სარწმუნოდ, რა სახის სამუშაოები იქნა წარმოებული ქორწინების განმავლობში, უკვე არსებული სარდაფი გარემონტდა, თუ ამოიჭრა მიწის ფენა სახლის ქვემოთ, სარდაფის მოწყობის მიზნით. მოსარჩელეს არ მიუთითებია სამუშაოების მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის შესახებაც.

 

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმის დაშვების პირობებშიც კი, რომ სარდაფი, როგორც დამოუკიდებელი უფლების ობიექტი, სახლს შეემატა მეუღლეთა მეორე ქორწინების განმავლობაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მნიშვნელოვანი სახეცვლილებისა და გადაგეგმარების პირობებში არის შესაძლებელი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება გადაკეთდეს მეუღლეთა საერთო საკუთრებად. რასაც მითითებულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, 20-- წლის მდგომარეობით სახლი იყო ავარული და საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს.

 

შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ პოზიციასაც, რომ მეუღლეთა მეორე ქორწინების პერიოდში, უძრავი ქონების გადაგეგმარების ან გაზრდის შედეგად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქონების ღირებულების გაზრდის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც ქონების მანამდელი (ხელმეორედ დაქორწინებამდე) საბაზრო ღირებულება და არც მიმდინარე.

 

6.2. სადავო გარიგებების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად სარჩელში აღნიშნულია 19-- წლის 20 ი------ს შედგენილი შეთანხმება, რომლითაც, მოსარჩელის პოზიციით, უძრავი ქონების ნახევარი, იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაეცა ლი-–---------ნს საკუთრებაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტი დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია, ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის დედანი და ვერც დედნის წარმოუდგენლობის ობიექტური მიზეზი.

 

თუმცა, აღნიშნული დოკუმენტის მტკიცებულებად ჩათვლის შემთხვევაშიც, მისი შინაარსის გათვალისწინებით, გარიგების პირობა უკავშირდებოდა სახლზე კაპიტალური რემონტის ჩატარებას, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამავე დროს, აღნიშნული გარიგება არ შეესაბამება იმ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლს, რომლის თანახმად, გარიგება საცხოვრებელ სახლზე მოითხოვდა სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას და სათანადო წესით რეგისტრაციას, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. ამ წესის დაცვის გარეშე დადებული გარიგება, ამავე კოდექსის შესაბამისად, იყო ბათილი.

 

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სამოქალაქო საპქოცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამდენად, დავის ობიექტის მიმართ მოსარჩელეს კონკრეტული უფლება ან ინტერესი უნდა აკავშირებდეს. მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ ის ნამდვილად წარმოადგენს იურიდიული ინტერესის მატარებელ სუბიექტს. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ლი-–---------ნის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა გარიგების ბათილად ცნობით უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების აღდგენა. აქედან გამომდინარე, სარჩელი აკმაყოფილებდა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ფორმალურ კრიტერიუმებს. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენს ლი-–---------ნის თანასაკუთრებას. ლი-–---------ნის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა, სადავო ქონების თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ამდენად, სადავო გარიგებების იურიდიული ბუნების გამოკვლევის საფუძველი არ არსებობს, რადგან მოსარჩელე მითითებული უძრავი ქონების მიმართ იურიდიული ინტერესის მატარებელი სუბიექტი არ არის. გარიგებების ბათილად ცნობით მის მიმართ სამართლებრივი შედეგი არ დადგება. ამდენად, ამ ნაწილშიც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 1 -ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 7 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ლი-–---------ნის განცხადება დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო მოპასუხეების მარინა ოთარაშვილის და გე-–----------–--ლის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ---------------------------- (ს/კ 0-.2-.4-.0--).

 

მითითებული საპროცესო ნორმის საფუძველზე აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ საქმეზე, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელის ფასი შეადგენს 195000 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს: 3000 ლარი, სარჩელზე (სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) და მესამე ნაწილის ა.ა) ქვეპუნქტები) და 50 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფაზე (სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) ქვეპუნქტი).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომიხელმძღვანელარასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლი-–---------ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროს ლი-–---------ნს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3000 ლარი სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი;

 

3. გაუქმდეს საქმეზე 2018 წლის 7 აგვისტოს მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხეების მა--------------–---–ის და გე-–----------–--ლის საკურებაში რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ--------------------------- (ს/კ 0-.2-.4-.0--)

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე