განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.11.2018
საქმის ნომერი
330310016001471320
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001471320 (3ბ/747-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ზ----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

წარმომადგენელი - გ-------------, ბ-------------–---–ი

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელე ზ----------–---–ის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ----------–---–ი წარმოადგენდა მოსარჩელე მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განსახილველ N3-------- საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის (საქმე N3--------) თანახმად, საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დაინიშნა 2016 წლის 23 მაისს 13:50 საათზე.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, N-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2016 წლის 8 ივნისის მიმართვით (N--------- 0-------), გაეგზავნა ამავე დაწესებულების მსჯავრდებულის ზ----------–---–ის განცხადება. განმცხადებელი ითხოვდა 2016 წლის 23 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაგზავნას, ასევე დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნას გაჭიანურების გარეშე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, N-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2016 წლის 24 ივნისის მიმართვით (N M------- 0-------, გაეგზავნა ამავე დაწესებულების მსჯავრდებულის ზ----------–---–ის განცხადება). განმცხადებელი ითხოვდა 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების დასაბუთებულ ეგზემპლარს. ზ----------–---–ის განცხადება ანალოგიური მოთხოვნით, N-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, გაეგზავნა სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისს N M------- 0------- და 2016 წლის 26 ივლისს N M------- 0-------.

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის (საქმე N3--------) გზავნილით, სასჯელაღსრულების N-- დაწესებულებაში გაგზავნილ იქნა მსჯავრდებულ ზ----------–---–ისთვის გადასაცემად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება ზ----------–---–ის საქმეზე. გზავნილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N-- პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას ჩაჰბარდა 2016 წლის 27 ივლისს N6----- რეგისტრაციის ნომრით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

2.5. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.’’ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ.) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.’’

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. მითითებული მუხლების თანახმად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.’’

 

2.7. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. საქალაქო სასამართლოს მითითებით, კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმის მოქმედება უნდა გაგვევრცელებინა ნებისმიერი ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარსებაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია.

 

2.8. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მათი სარჩელის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, დასაბუთებული სახით ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, ვადების დაუცველად, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთათვის მორალური ზიანის მიყენება. მოსარჩელე ზ----------–---–ი განმარტავს, რომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის გამო შეეზღუდა სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა, რაც იწვევს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურებას. სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში, უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კანონით დადგენილ პირობათა ერთობლიობა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოცემულ შემთხვევაში ვერ ადასტურებს, თუ რაში გამოიხატა მორალური ზიანის მიყენება, დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობით თუ რა არსებითი სახის ზიანი მიადგა, რაც შესაძლებელია შეფასებულ იქნეს მორალურ ზიანად, რომლის ანაზღაურებაც გათალისწინებული იქნება კანონმდებლობით. აქვე საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ იყო მოკლებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას კანონით დადგენილი წესით. დასაბუთებული გადაწყვეტილების 2-3 თვის დაგვიანებით ჩაბარებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მართალია მხარეს გადაწყვეტილებები ჩაჰბარდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რა არსებითი სახის ზიანი მიადგა მას ამ ვადის გასვლით. შესაბამისად, სახეზე არ არის დასაბუთებული, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული დამდგარი ზიანი, რომელიც დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას მოპასუხეთა მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2016წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ზ----------–---–ის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდება და მოპასუხეებს ზ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრებათ 1000 ლარის გადახდა. აპელანტი ასევე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.09.2016წ. განჩინების გაუქმებას და სარჩელზე თანდართული, სსკ-ის 47-ე მუხლით დადგენილი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული 06.09.2016წ. განჩინების გამოტანისას, საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა სარჩელზე თანდართული და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისიწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებისათვის აუცილებელ მტკიცებულებებზე, სასამართლომ სუბიექტურად მიიჩნია, რომ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 47-ე მუხლით დადგენილ გარემოებებს და აკმაყოფილებდა იმავე კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილ გარემოებებს, შესაბამისად, განჩინება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, დარღვეულია სსკ-ის 102-ე, 134-ე, 244-ე და 285-ე მუხლების მოთხოვნები.

 

3.2. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დადგენილად იქნა მიჩნეული სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 257.2 მუხლით დაცული მოსარჩელის საპროცესო უფლების უხეშად დარღვევა, რამაც მთელი 65 დღის დაგვიანებით სააპელაციო საჩივრის შეტანა გამოიწვია და თავისთავად გააჭიანურა სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა. აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით (საქმე: „ხარიტონაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“), მიჩნეულია ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად და ექვემდებარება კომპენსაციას. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია წინააღმდეგობაშია აღნიშნულ განმარტებასთან. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ ზემოაღნიშნული 257.2 მუხლის დარღვევა დადგენილად მიიჩნია, პირიქით, სახელმწიფო ბაჟის სახით აპელანტს დააკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი და მოსარჩელის, როგორც სამართლიანობის იმედის მქონე სამართალსუბიექტის და მხარის პატივის და ღირსების შელახვა, რაც თავისი მხრივ, სრულად ხვდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის დეფინიციაში.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომით საქამიანობის შესრულებისას. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ამ ნორმის ყველა კომპონენტი, კერძოდ, მოსამართლე მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ დაპირებულ უფლებებში და რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადების დარღვევა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაა, სახელმწიფო ვალდებულია, აანაზღაუროს სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანი. აპელანტის მოსაზრებით, ეს არის დემოკრატიული საზოგადოების სამართალურთიერთობის ელემენტარული საწყისები, რის გარეშეც საზოგადოება დგება ქაოსისა და ავანტიურისტული მმართველობის წინაშე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგნორირებულია სამართლებრივი აქტების მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ საზოგადოებას და მის არჩეულ ხელისუფლებას სურთ იყონ დემოკრატიული და ევროპულ კანონმდებლობასთან ინტეგრირებულნი, პირველ რიგში უზრუნველყოფილ უნდა იქნას კანონის წინაშე ყველა პირის თანასწორობის დემოკრატიული პრინციპი, ხოლო კანონის მოთხოვნების დარღვევა, მიჩნეულ უნდა იქნეს იმ პირთა უფლებების დარღვევად, რომელთა უფლებების დაცვასაც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში ადგენს საკანონმდებლო ნორმა. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის 84.1 მუხლიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო უნდა დამორჩილებოდა სსკ-ის 257.2 მუხლით დადგენილ ვადას და არ დაერღვია მოსარჩელის უფლება - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ორი კვირის (14 დღის) ვადაში, მასთან გაგზავნილიყო გადაწყვეტილების დასაბუთებული ეგზემპლარი, რაც მას მისცემდა შესაძლებლობას, საპროცესო ნორმებით დადგენილ გონივრულ ვადებში შეეტანა სააპელაციო საჩივარი, ამდენად, 23.05.2016წ. გადაწყვეტილების დადგენილი ვადის დაცვით ჩაბარების შემთხვევაში, 14 დღის ვადაში წარადგენდა სააპელაციო საჩივარს. აპელანტი აღნიშნავს, რომ სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხივლისას, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებითი, ამდენად, ამ თავით დადგენილი არ არის სააპელაციო საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების ან განჩინების გამოტანით საქმის დასრულების საპროცესო ვადა და გონივრულ ვადად უნდა ჩაითვალოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი 2 თვიანი, ან მაქსიმუმ 5 თვიანი საპროცესო ვადის დაცვით გადაწყვეტილების ან განჩინების გამოტანით საქმის დასრულების ვალდებულება, შესაბამისად სსკ-ის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადის დაცვის შემთხვევაში და ამ საპროცესო ვადის ორი თვით გაჭიანურებით, ორი თვით გაჭიანურდა სააპელაციო საჩივრის შეტანა, რამაც ორი თვით გააჭიანურა მის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების ან განჩინების გამოტანა.

 

3.4. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახეზეა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რაც გასაჩივრებული გადაწყევტილებით სასამართლომ დაადგინა, თუმცა არასწორად შეაფასა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების 44-ე პუნქტში (საქმეზე - ხარიტონაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) განმარტა შემდეგი: „კონვენციის წევრი სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს ორგანიზებაზე, ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყოველი მოქალაქის უფლება მათი სამოქალაქო უფლებების და ვალდებულებების დადგენასთან დაკავშირებით გონივრულ ვადაში“. ამავე გადაწყვეტილების 46-ე პუნქტში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „წარმოდგენილი საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ რვა წელიწადი და თერთმეტი თვე გავიდა და პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეძლო საქმის არსებითი განხილვა, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის საქმე არ იქნა მოსმენილი „გონივრულ ვადაში“. ამრიგად, აპელანტის მითითებით, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულით დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, კონკრეტული შემთხვევა არ ხვდება სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის დანაწესში, თუმცა როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული უფლების დარღვევა, თავისთავად ხვდება ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების სფეროში და ექვემდებარება სამართლიან კომპენსაციას, რასაც ადასტურებს ევროპული სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების (ხარიტონაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტი, რომლითაც განმცხადებელ ხარიტონაშვილის სასარგებლოდ საქართველოს მხარეს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3200 ევროს ოდენობით.

 

3.5. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე და მისი სუბიექტური განმარტებები, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო მოსამსახურის ქმედების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების ინტერესი და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებას, ქვეყნის შიდასამართლებრივ სივრცეში და სამართალწარმოებაში დაცული იყოს კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყევტილებებში ჩამოყალიბებული განმარტებების სტანდარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა მოსამართლემ არ გაითვალისიწინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია განეკუთვნება საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-7 მუხლის შესაბამისად, უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდასაკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ----------–---–ი წარმოადგენდა მოსარჩელე მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განსახილველ N3-------- საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მაისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის (საქმე N3--------) თანახმად, საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დაინიშნა 2016 წლის 23 მაისს 13:50 საათზე.

 

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, N-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2016 წლის 8 ივნისის მიმართვით (N--------- 0-------), გაეგზავნა ამავე დაწესებულების მსჯავრდებულის ზ----------–---–ის განცხადება. განმცხადებელი ითხოვდა 2016 წლის 23 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაგზავნას, ასევე დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნას გაჭიანურების გარეშე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, N-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2016 წლის 24 ივნისის მიმართვით (N M------- 0-------, გაეგზავნა ამავე დაწესებულების მსჯავრდებულის ზ----------–---–ის განცხადება). განმცხადებელი ითხოვდა 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების დასაბუთებულ ეგზემპლარს. ზ----------–---–ის განცხადება ანალოგიური მოთხოვნით, N-- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, გაეგზავნა სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისს N M------- 0------- და 2016 წლის 26 ივლისს N M------- 0-------.

 

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის (საქმე N3--------) გზავნილით, სასჯელაღსრულების N-- დაწესებულებაში გაგზავნილ იქნა მსჯავრდებულ ზ----------–---–ისთვის გადასაცემად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება ზ----------–---–ის საქმეზე. გზავნილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N-- პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას ჩაჰბარდა 2016 წლის 27 ივლისს N6----- რეგისტრაციის ნომრით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.6. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

4.7. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.’’ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ.) განმარტების მიხედვით, ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.’’

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.’’

 

4.9. საქალაქო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმის მოქმედება უნდა გაგვევრცელებინა ნებისმიერი ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარსებაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია.

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი სარჩელის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, დასაბუთებული სახით ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, ვადების დაუცველად, რამაც გამოიწვია მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენება. მოსარჩელე ზ----------–---–ი განმარტავს, რომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის გამო შეეზღუდა სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა, რაც იწვევს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურებას. სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში, უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კანონით დადგენილ პირობათა ერთობლიობა. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მოცემულ შემთხვევაში ვერ ადასტურებს, თუ რაში გამოიხატა მორალური ზიანის მიყენება, დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობით თუ რა არსებითი სახის ზიანი მიადგა, რაც შესაძლებელია შეფასებულ იქნეს მორალურ ზიანად, რომლის ანაზღაურებაც გათალისწინებული იქნება კანონმდებლობით. აქვე, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ იყო მოკლებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას კანონით დადგენილი წესით. დასაბუთებული გადაწყვეტილების 2-3 თვის დაგვიანებით ჩაბარებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მართალია მხარეს გადაწყვეტილებები ჩაჰბარდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რა არსებითი სახის ზიანი მიადგა მას ამ ვადის გასვლით. შესაბამისად, სახეზე არ არის დასაბუთებული, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული დამდგარი ზიანი, რომელიც დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას მოპასუხეთა მხრიდან. ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგვიანებით ჩაბარების შემთხვევაში არც სამოქალაქო საპროცესო, არც ადმინისტრაციული საპროცესო და არც სხვა რომელიმე კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 (ასორმოცდაათი) ლარისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.03.2018წ. განჩინებით, სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტს მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადდა სასამართლო ხარჯების გადახდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამდენად, ვინაიდან ზ----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად, აპელანტს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტს დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე