მუხლი 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობისას
თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება შეზღუდულქმედუუნარო პიანის და მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობისას თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რთუომელისაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირებისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, ვიდრსანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება, ან მას კარ დაენიშონიებარი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(77)
საქმე №ას-1074-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…პალატას მხარეთა შორის ნარდობის ურთიერთობის არსებობა არ დაუდგენია მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე, არამედ სადავო ფაქტობრივი გარემოება დადგინდა საქმის მასალებში წარმოდგენილი მთელი რიგი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებებს. სახელდობრ, დადასტურებულია, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს მოპასუხე მერიის უფლებამოსილმა…
საქმე №ას-1266-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით…
საქმე №ას-405-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.12.2024
…სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით…
საქმე №ას-113-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
…რომ მხარის მიერ უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული მოცულობით და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, მით უფრო, მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე, სრულად გამომდინარეობდა სსკ-ის 134-ე, მე-4, 102-ე, 103-ე მუხლების დანაწესიდან. 30.4. აპელანტებმა მოითხოვეს მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის…
საქმე №ას-112-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2021
…გაუგებარია, როგორ არის სარჩელი ხანდაზმული. 6.2. კასატორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. იმ შემთხვევაშიც, თუ სახელშეკრულებო მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, მოსარჩელესთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია სსკ-ის 134-ე მუხლის თანახმად. სსკ-ის 135-ე მუხლით, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. 7. საქართველოს…
საქმე №ას-32-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
საქმე №ას-589-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019