ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში (მორატორიუმი);

ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაზე;

გ1)  დაიწყო  „მედიაციის  შესახებ“  საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული კერძო მედიაცია;

დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3607
– ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4956 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5667 – ვებგვერდი, 31.12.2019