მუხლი 136. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი
1. ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში; ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია,– ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.
2. იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა გაგრძელდება ექვს თვემდე; ხოლო თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია,– ხანდაზმულობის ვადამდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 136. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი 1. ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში; ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, _– ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. 2. იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა გაგრძელდება ექვს თვემდე; ხოლო თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, _– ხანდაზმულობის ვადამდე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(27)
საქმე №ბს-581(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
…ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ…
საქმე №ბს-470(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2023
…ამონაწერები და სხვა). მათ შორის განხორციელდა გადამხდელის სავაჭრო და საფასო პოლიტიკის შესწავლა და ა. შ. შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მეწარმე არ აწარმოებს აღრიცხვას საგადასახადო კანონმდებლობის (მ.შ. სსკ-ის 136-ე მუხლის 1- ლი და მე-3 ნაწილების) მოთხოვნების შესაბამისად. 2. შემოსავლების ნახევარზე მეტი აღირიცხება და ფიქსირდება მხოლოდ საკონტროლო სალარო აპარატით. 3.…
საქმე №ბს-1020(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
…წლის 19 ნოემბრამდე (გ.ბ-ის გარდაცვალების თარიღი -...წ.). ამ დროისათვის გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვამდე - 2015 წლის 01 ივნისამდე, დარჩენილი იყო ექვს თვეზე მეტი. სკ-ის 136.1 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების განმაპირობებელი გარემოებები წარმოიშვა ან…
…კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს; კერძოდ, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 103-ე, 136-ე და 215-ე მუხლებზე დაყრდნობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე ნოტარიუსთა პალატიდან…
…ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა (შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებს განმარტავდა 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 199-ე მუხლი). სსკ-ის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული…