გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2020
საქმის ნომერი
330210119003004847
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11095-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი თამარ აკობია

 

მოსარჩელე - ნა-----------–---–ი

 

მოპასუხე - ნა-----------ა

წარმომადგენელი - და-------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნა-----------ას სახელზე საკადასტრო კოდით 74.05.11.132 რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ყა-----ის რაიონი, სოფელი ალ------ი, მოსარჩელის ნა-----------–---–ის საკუთრებაში აღრიცხვა.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ ერთი მხრივ, ნა-----------ს და აწ გარდაცვლილ გი----------სა და მეორე მხრივ, ადვოკატ ნა-----------–---–ს შორის არსებული შეთანხმების თანახმად ნა-----------–---–ს უნდა აღერიცხა გი----------ის საკუთრებაში საკომლო ქონება, 6 მიწის ნაკვეთი, თავისივე ხარჯით, რის სანაცვლოდ მოსარჩელეს უნდა მიეღო მიწის ნაკვეთი 74.05.02.023 საკადასტრო კოდით (ფართი 1090,00 კვ.მ), რომელსაც რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა საკადასტრო კოდი: 74.05.11.132.

 

2016 წლის 26 ნოემბერს ნა-----------მა და გი----------მა გასცეს მინდობილობა (№131238427) და რწმუნებულება (№131238409), ასევე მხარეებს შორის გაფორმდა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ნა-----------ა, როგორც კლიენტი და როგორც კლიენტის გი-----------ის კანონიერი წარმომადგენელი (2013 წლის 03 სექტემბრის მინდობილობის თანახმად).

 

ნა-----------–---–მა ვალდებულება სრულად შეასრულა 2014 წლის ოქტომბერში, რის შემდგომაც მოსარჩელემ მოითხოვა ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. 2014 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა 2013 წლის ხელშეკრულების დანართი, სადაც მხარემ დააფიქსირა ნა-----------–---–ისათვის ნაკვეთის გადაცემის ვალდებულების არსებობა, ასევე მხარეებმა დააზუსტეს გადასაცემი ნაკვეთის საკადასტრო კოდი (74.05.11.132), რეგისტრაციის შედეგად კოდის შეცვლის გამო.

 

გი----------ი გარდაიცვალა 2015 წლის 13 ივლისს. ნა-----------ას სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით შეექმნა გარკვეული დაბრკოლება, რაც გამოიხატა დაბადების ჩანაწერის გამო.

 

ნა-----------ას საკუთრებაში აღირიცხა სადავო მიწის ნაკვეთი, 2019 წლის 30 აპრილის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო აქტივებითა და პასივებით, რაც გულისხმობს, რომ მას ევალება მამკვიდრებლის შესასრულებელი ვალდებულების შესრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ მომსახურების საფასურის სახით მიიღო თანხა 8000,00 აშშ დოლარი.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სხვისი ვალდებულების შესრულებას მოსარჩელე ვერ მოსთხოვს მოპასუხეს. ხელშეკრულება კი უკანონოა.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გი----------ის გარდაცვალება მოსარჩელეს ხელს ვერ შეუშლიდა ედავა სასარჩელო წესით, მსგავსად განსახილველი სარჩელისა, თუ მას გაწეული ხარჯები ანაზღაურებული არ ექნებოდა; სასარჩელო მოთხოვნა კი ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2013 წლის 27 ნოემბერს ერთი მხრივ, „ადვოკატ“ ნა-----------–---–სა და მეორე მხრივ, „კლიენტებს“ - ნა-----------ასა და გი----------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.

 

ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით ადვოკატი კლიენტს გი----------ს წარმოადგენდა სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში და აწარმოებდა შესაბამისი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, ნა-----------ასა და გი----------ის კანონიერი ინტერესების დასაცავად 26.11.2013 წლის №131238427 მინდობილობისა და 26.11.2013 წლის №131238409 რწმუნებულებისა და 03.09.2013 წლის №130904083 მინდობილობის საფუძველზე. საქმეზე არსებულ ყველა ხარჯს გადაიხდიდა ადვოკატი თავისი ხარჯით. ადვოკატს გაღებული ხარჯისა და ჰონორარის სანაცვლოდ გადაეცემოდა ერთი მიწის ნაკვეთი (3.3 ქვეპუნქტი).

 

ადვოკატი უფლებამოსილი იყო კლიენტების სახელით შეესრულებინა ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ეწარმოებინა უძრავი ქონების რეგისტრაცია გი----------ის საკომლო ქონებაზე (3.4 ქვეპუნქტი).

 

კლიენტებმა ნა-----------ამ და გი----------მა იკისრეს ვალდებულება ადვოკატისათვის ჰონორარისა და საქმეზე მის მირ გაღებული ხარჯის სანაცვლოდ გადაეცათ გი----------ის კუთვნილი ექვსი ნაკვეთიდან ერთ-ერთი, კერძოდ, 74.05.02.023 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, მდებარე, ყა-----ის რაიონის სოფელ ალ------ში, მას შემდეგ რას აღნიშნული უძრავი ქონებები, საადვოკატო მომსახურების შემდგომ, აღირიცხებოდა გი----------ის სახელზე (3.14 ქვეპუნქტი).

 

ხელშეკრულებას ხელს აწერს „ადვოკატი“ ნა-----------–---–ი და ნა-----------ა, როგორც თავად „კლიენტი“ და „კლიეტის“ გი----------ის წარმომადგენელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22).

 

3.1.2. 2013 წლის 26 ნოემბრის მინდობილობის (№131238427) თანახმად, გი----------მა, როგორც „მიმნდობმა პირმა“ ნა-----------–---–ს, როგორც „მინდობილ პირს“, მიანიჭა უფლებამოსილება: ნა-----------ა წარმოადგენდა გი----------ის წარმომადგენელი საჯარო დაწესებულებებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსთა პალატაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, არქივში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ქალაქის მერიაში; ნა-----------–---–ი უფლებამოსილი იყო ეწარმოებინა გი----------ის სამემკვიდრეო საქმეები, მემკვიდრეობის მიღების შესახებ შეიტანოს განცხადება სანოტარო ბიუროში, შესაბამისად წარედგინა და მიეღო დოკუმენტები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან. ნოტარიუსთა პალატიდან, შეეტანა სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში დოკუმენტები; დაერეგისტრირებინა და აეღო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჭიროების შემთხვევაში დაეკვეთა ააზომვითი ნახაზი, რისთვის იგი უფლებამოსილი იყო შეეგროვებინა ცნობები, წარედგინა და გამოეთხოვა დოკუმენტები, მოეწერა ხელი გი----------ის მაგივრად დოკუმენტებზე და შეესრულებინა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ დავალების შესრულებასთან.

 

მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით.

 

2013 წლის 26 ნოემბრის მინდობილობის (№131238409) თანახმად, გი----------მა, როგორც „მარწმუნებელმა“ ნა-----------–---–ს, როგორც მინდობილ პირს, მიანიჭა უფლებამოსილება: ნა-----------ა წარმოადგენდა გი----------ის წარმომადგენელი საჯარო დაწესებულებებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსთა პალატაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, არქივში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ქალაქის მერიაში; ნა-----------–---–ი უფლებამოსილი იყო ეწარმოებინა გი----------ის სამემკვიდრეო საქმეები, მემკვიდრეობის მიღების შესახებ შეიტანოს განცხადება სანოტარო ბიუროში, შესაბამისად წარედგინა და მიეღო დოკუმენტები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან. ნოტარიუსთა პალატიდან, შეეტანა სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში დოკუმენტები; დაერეგისტრირებინა და აეღო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჭიროების შემთხვევაში დაეკვეთა ააზომვითი ნახაზი, რისთვის იგი უფლებამოსილი იყო შეეგროვებინა ცნობები, წარედგინა და გამოეთხოვა დოკუმენტები, მოეწერა ხელი გი----------ის მაგივრად დოკუმენტებზე და შეესრულებინა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ დავალების შესრულებასთან.

 

მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით.

 

2013 წლის 03 სექტემბრის მინდობილობის (№130904083) თანახმად, გი----------მა, როგორც „მიმნდობმა პირმა“ ნა-----------–---–ს, როგორც „მინდობილ პირს“, მიანიჭა უფლებამოსილება: ნა-----------ა წარმოადგენდა გი----------ის წარმომადგენელი საჯარო დაწესებულებებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის , სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსთა პალატაშ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, არქივში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ქალაქის მერიაში; ნა-----------–---–ი უფლებამოსილი იყო ეწარმოებინა გი----------ის სამემკვიდრეო საქმეები, მემკვიდრეობის მიღების შესახებ შეიტანოს განცხადება სანოტარო ბიუროში, შესაბამისად წარედგინა და მიეღო დოკუმენტები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან. ნოტარიუსთა პალატიდან, შეეტანა სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში დოკუმენტები; დაერეგისტრირებინა და აეღო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჭიროების შემთხვევაში დაეკვეთა აზომვითი ნახაზი, რისთვის იგი უფლებამოსილი იყო შეეგროვებინა ცნობები, წარედგინა და გამოეთხოვა დოკუმენტები, მოეწერა ხელი გი----------ის მაგივრად დოკუმენტებზე და შეესრულებინა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იქნებოდა ამ დავალების შესრულებასთან.

 

მინდობილობა გაიცა 3 წლის ვადით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2013 წლის 26 ნოემბრის მინდობილობა №131238427 (ს.ფ. 23).

2013 წლის 26 ნოემბრის მინდობილობა №131238427 (ს.ფ. 24).

2013 წლის 03 სექტემბრის მინდობილობა (ს.ფ. 25).

 

3.1.3. 2014 წლის 23 სექტემბერს ერთი მხრივ, „ადვოკატ“ ნა-----------–---–სა და მეორე მხრივ, „კლიენტებს“ - ნა-----------ასა და გი----------ს შორის გაფორმდა შეთანხმება (2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების დანართი), რომლის თანახმად 2013 წლის 27 ნოემბერს მხარებს შორის გაფორმებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, „კლიენტებმა“ ნა-----------ამ და გი----------მა საადვოკატო მომსახურებისა და ჰონორარის სანაცვლოდ ხელშეკრულების 3.14 პუნქტის შესაბამისად იკისრეს ვალდებულება „ადვოკატისათვის“ საკუთრებაში გადაეცათ გირე ძახოვის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, კერძოდ, ყა-----ის რაიონის სოფელ ალ------ში მდებარე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 74.05.02.023 (ფართი 1090,00 კვ.მ), რომელსაც რეგისტრაციის შემდეგ მიენიჭა საკადასტრო კოდი: 74.05.11.132,სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2014 წლის 23 სექტემბერის შეთანხმება (ს.ფ. 26).

 

3.1.4. 2015 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა გი----------ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 28).

 

3.1.5. უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში, საკადასტრო კოდი 74.05.11.130; უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.163, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.145 2013 უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.143, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.144, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.132 აღირიცხა გი----------ის საკუთრებაში.

 

2014 წლის 22 სექტემბერს გი----------ის საკუთრებაში განხორციელდა ბოლო რეგისტრაცია (74.05.11.130; 74.05.11.132 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებებისა).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და თანდართული მასალები (ს.ფ. 123-169).

 

3.1.6. 2019 წლის 30 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (№190461687) თანახმად, გი----------ის გარდაცვალების შემდეგ ნა-----------ამ, როგორც გი----------ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვირემ საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონება: უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში, საკადასტრო კოდი 74.05.11.130; უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.163, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.145, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.143, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.144, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.132.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 33-36).

 

3.1.7. ნა-----------ა 2019 წლის 06 მაისიდან აღირიცხა 74.05.11.132 საკადასტრ კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (ნაკვეთის წინა ნომერი: 74.05.02.023) მესაკუთრედ, სამკვიდრო მოწმობის (№190461687, დამოწმების თარიღი 30/04/2019) საფუძველზე.

 

უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში, საკადასტრო კოდი 74.05.11.130; უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.163, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.145 2013 უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.143, უძრავი ქონება, მდებარე ყა-----ში, ს. ალ------ში საკადასტრო კოდი 74.05.11.144, აღირიცხა ნა-----------ას საკუთრებაში 2019 წლის 06 მაისიდან აღირიცხა სამკვიდრო მოწმობის (№190461687, დამოწმების თარიღი 30/04/2019) საფუძველზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2019 წლის 06 მაისის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38; 170-180).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნა-----------–---–ის მოთხოვნა 2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ არის ხანდაზმული.

მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებითა და 2014 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით, არ განსაზღვრულა ვადა ნა-----------–---–ისათვის საფასურის სახით უძრავი ქონების გადაცემისა.

 

ნა-----------–---–მა 2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გი----------ის მიერ გაცემული მინდობილობიდან და რწმუნებულებიდან გამომდინარე, შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ეს გარემოება მხარეებს შორის სადავო არც ყოფილა. მას შემდეგ, რაც ექვსივე უძრავი ნივთი აღირიცხა გი----------ის საკუთრებაში, სსკ-ის 365-ე მუხლის შესაბამისად ნა-----------–---–ს წარმოეშვა ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნის უფლებამოსილება.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, 2014 წლის 22 სექტემბერს გი----------ის საკუთრებაში უძრავი ნივთების ბოლო რეგისტრაცია განხორციელდა (74.05.11.130; 74.05.11.132 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებებისა).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ნა-----------–---–ი და გი----------ი იმყოფებოდნენ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, კერძოდ, 2014 წლის 23 სექტემბრიდან. სხვა მომსახურება ნა-----------–---–ს 2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გი----------ის მიმართ აღარ განუხორციელებია.

 

დადგენილია, რომ გი----------ი გარდაიცვალა 2015 წლის 13 ივლისს. 2019 წლის 30 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (№190461687) თანახმად, გი----------ის გარდაცვალების შემდეგ ნა-----------ამ, როგორც გი----------ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონება (იხ. 3.1.6 ფაქტობრივი გარემოება), მათ შორის, შეთანხმებებით განსაზღვრული 74.05.11.132 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი. 2019 წლის 06 მაისიდან ნა-----------ა აღირიცხა სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, მათ შორის, 74.05.11.132 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, არ არის სადავო გარემოება, იმის შესახებ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღება განხორციელდა 2019 წლის 30 აპრილს, მას შემდეგ რაც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმეზე 2/141-19) ნა-----------ას მამად აღიარებული იქნა გი----------ი (ს.ფ. 264-265).

 

სსკ-ის 132-ე მუხლის „ბ)“ ქვეპუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა.

 

მოთხოვნის წარდგენის შეუძლებლობის გამო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ფაქტის მითითებისას კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარუდგენლობის მის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებით გამოწვევა და ასევე ის, რომ მოთხოვნის წარუდგენლობა კრედიტორის დაუდევრობას არ უკავშირდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებულ და უფლების შემაფერხებელ გარემოებად შეიძლება შეფასდეს მოვალის გარდაცვალება. განსახილველ შემთხვევაში კი სამკვიდროს მიღების შემაფერხებელი გარემოებების არსებობა (რის გამოც განხორციელდა მამობის დადგენა) შეიძლება მიჩნეული იქნას იმგვარ გარემოებებად, რაც ადასტურებს, რომ მოთხოვნის წარუდგენლობა ნანა პაპუაშვილის კონტროლს მიღმა არსებობდა და არ უკავშირდებოდა მის დაუდევრობას.

 

სსკ-ის 136-ე მუხლის განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტს. სსკ-ის 136.1 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში; ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, – ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში; 136.2 მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა გაგრძელდება ექვს თვემდე; ხოლო თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, – ხანდაზმულობის ვადამდე.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია, დამაბრკოლებელ გარემოებათა შეწყვეტიდან ექვსი თვის ვადით ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება, რაც ამ ვადაში კრედიტორს უფლების დასაცავად მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას უქმნის. სსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია გამოიყენება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას.

 

ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ უფლების დაცვის დამაბრკოლებელი გარემოებები წარმოიშვა და არსებობს ხანდაზმულობის უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს უფლების დაცვის დამაბრკოლებელ გარემოებათა ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არსებობა. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ასეთ გარემოებათა წარმოშობის დროს, არამედ ამ გარემოებათა ვადის ბოლო ექვსი თვის მონაკვეთში არსებობას. ამგვარად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის შეჩერებისათვის განმსაზღვრელია უფლების დაცვის დამაბრკოლებელი გარემოების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არსებობა, მიუხედავად იმისა, სამწლიანი ვადის რა მონაკვეთში (თუნდაც ვადის დასაწყისში) წარმოიშვა ასეთი გარემოება. ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება ბოლო ექვსი თვის დაწყებისთანავე.

 

ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ხანგრძლივობა დამოკიდებულია უფლების დაცვის დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობის ხანგრძლივობაზე. ამ გარემოებათა შეწყვეტის დღიდან ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდება.

 

სსკ-ის 135-ე მუხლის შესაბამისად, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.

 

აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების სამართლებრივ შედეგს, დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობს ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. ხანდაზმულობის ვადის შეჩერება გამოიხატება იმაში, რომ დრო, რომელიც გავიდა იმ გარემოებათა დადგომამდე, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევს, ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც გრძელდება ხანდაზმულობის ვადის დენის შემაჩერებელი გარემოება, მხედველობაში არ მიიღება.

 

განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა, სსკ-ის 136-ე მუხლის შესაბამისად, გაგრძელდება 6 თვით.

 

მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, კერძოდ, 2014 წლის 23 სექტემბრიდან; ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა ჩაითვალოს შეჩერებულად დამაბრკოლებელი გარემოების წარმოშობიდან, ანუ დროიდან როცა კრედიტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოთხოვნა მემკვიდრისათვის წარედგინა, ამ შემთხვევაში მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 2015 წლის 13 ივლისიდან, დამაბრკოლებელი გარემოების შეწყვეტამდე, ამ შემთხვევაში სამკვიდროს მიღებამდე - 2019 წლის 30 აპრილამდე. ხოლო ხანდაზმულობის ვადა კი გაგრძელებულად ჩაითვლება 2019 წლის 30 აპრილის მომდევნო დღიდან 6 თვის განმავლობაში.

 

სარჩელი ნა-----------–---–მა წარადგინა 2019 წლის 21 მაისს, გაგრძელებული ხანდაზმულობის ვადის 6 თვის განმავლობაში. ამდენად, სასამართლო ნა-----------–---–ის მოთხოვნას 2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვერ მიიჩნევს ხანდაზმულად.

 

3.2.2. არ დგინდება ნა-----------ასა და ნა-----------–---–ს შორის ნატურით ანაზღაურების წესისაგან განსხვავებული, ფულადი ანაზღაურების წესზე შეთანხმება; არ დგინდება ნა-----------ას მიერ ნა-----------–---–ისათვის 8000,00 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ ნა-----------–---–ი დასთანხმდა მის შეთავაზებას ფულად ანაზღაურებაზე, რის შემდეგაც ნა-----------ამ გადაუხადა ნა-----------–---–ს 8 000,00 აშშ დოლარი, უძრავი ქონების გადაცემის ნაცვლად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია.

 

ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427 - ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სახეზეა წერილობითი ხელშეკრულებები, რაც ითვალისწინებს ნატურით ანაზღაურების წესს. გარდა იმისა, რომ მოპასუხეს არ დაუდასტურებია თანხის გადახდის ფაქტი, მას ასევე არ დაუდასტურებია მხარეთა მიერ ანაზღაურების შეთანხმებული წესისაგან (უძრავი ქონების გადაცემა) განსხვავებულ წესზე შეთანხმება, კერძოდ, ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულადი ანაზღაურების წესზე შეთანხმება.

 

მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, ზოგადი მითითებებით. ამდენად, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად მის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნა-----------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე სსკ-ის 710.1 მუხლის მიხედვით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით „სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი...“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-612-571-2017, 28 ივლისი, 2017 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში ნა-----------–---–ის მოთხოვნა წარმოშობილია 2013 წლის 27 ნოემბრის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად ნა-----------–---–მა იკისრა დავალების შესრულების ვალდებულება გი----------ისა და ნა-----------ას წინაშე. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ნა-----------–---–ის მიერ დავალების შესასრულებლად გაღებული ხარჯის ანაზღაურებისა და სამუშაოს შესრულებისათვის ჰონორარის გადახდის ვალდებულებები ნატურით ანაზღაურებით (რაც გულისხმობდა 74.05.11.132 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვას). ნა-----------–---–მა გი----------ის მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ აღჭურვილი უფლებამოსილების ფარგლებში, შეასრულა ვალდებულება, რის შედეგადაც გი----------ის მიმართ წარმოშობილი შედეგების შესაბამისად, მისსავე საკუთრებაში აღირიცხა ექვსი უძრავი ქონება. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დავალების ჯეროვნად შესრულების გარემოება.

 

მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მხარეთა მიერ ნა-----------–---–ისათვის ნატურით ანაზღაურების წესისაგან განსხვავებულ წესზე (ფულადი ანაზღაურება) შეთანხმების დადასტურება, ასევე მოპასუხემ ვერ დაამტკიცა შეთანხმებული ფულადი ანაზღაურების მიზნით ნა-----------–---–ისათვის 8000,00 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

დადგენილია, რომ ნა-----------–---–ს ვალდებულების შესრულების შემდგომ (2014 წლის 23 სექტემბრიდან) წარმოეშვა მოთხოვნის უფლება გი----------ის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 13 ივლისს.

 

სსკ-ის 1421.1 მუხლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

 

2019 წლის 30 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გი----------ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრე ნა-----------ამ, საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონება, მათ შორის, შეთანხმებებით განსაზღვრული 74.05.11.132 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი. 2019 წლის 06 მაისიდან ნა-----------ა აღირიცხა სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, მათ შორის, 74.05.11.132 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთისა.

 

სსკ-ის 1328.1 მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის; სსკ-ის 1484.1 მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

სსკ-ის 1488.1 მუხლი ადგენს, კრედიტორთა მოთხოვნათა წარდგენის ვადას მემკვიდრეების წინაშე, რომელთაც მიღებული აქვთ სამკვიდრო, ვადა კი აითვლება იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ. სსკ-ის 1488.1 მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღება განხორციელდა 2019 წლის 30 აპრილს, მას შემდეგ რაც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმეზე 2/141-19) ნა-----------ას მამად აღიარებული იქნა გი----------ი.

 

ამდენად, მამაკვიდრებლის გარდაცვალებიდან სამკვიდროს მიღებამდე კრედიტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოთხოვნა წარედგინა მემკვიდრისათვის, რომელსაც მიღებული ჰქონდა სამკვიდრო.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის 6 თვიანი ვადა უნდა აითვალოს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებიდან, 2019 წლის 30 აპრილიდან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველის სარჩელი წარდგენილია 2019 წლის 21 მაისს, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნა სსკ-ის 1488-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილია ვადაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნა-----------–---–ის მოთხოვნა 2013 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ არის ხანდაზმული. შესაბამისად, ნა-----------ა მოკლებულია შესაძლებლობას, სსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად, უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე.

 

ნა-----------ა სსკ-ის 1328-ე და 1484-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულია დააკმაყოფილოს კრედიტორის ნა-----------–---–ის მოთხოვნა მამკვიდრებლის გი----------ის მიმართ არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე.

 

ამდენად, ნა-----------ა ვალდებულია დააკმაყოფილოს ნა-----------–---–ის მოთხოვნა და საკადასტრო კოდით 74.05.11.132 რეგისტრირებულ უძრავი ქონება, სსკ-ის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში უნდა აღირიცხოს ნა-----------–---–ის საკუთრებად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1 075,50 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნა-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ნა-----------ას სახელზე საკადასტრო კოდით 74.05.11.132 რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ყა-----ის რაიონი, სოფელი ალ------ი, აღირიცხოს მოსარჩელის ნა-----------–---–ის საკუთრებაში.

 

2. მოპასუხე ნა-----------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1 075,50 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე