განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210018002200141
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 685
29 ოქტომბერი2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტები: მ--------- ქ----–----, ჯ--- ლ--------, ე-–---- ჩ------------
წარმომადგენლები: კ------- ტ--------, ს---–--- ძ-----
მოწინააღმდეგე მხარე: კ------------- რ-----ე
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ------------- რ-----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. 2017 წლის 04 დეკემბერს, კ------------- რ-----ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეებად მ--------- ქ----–----, ჯ--- ლ-------- და ე-–---- ჩ----------ა მიუთითა და ითხოვა მოპასუხეებისათვის კ------------- რ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად 4709,2 ლარის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით: მ--------- ქ----–----სა და შპს ი------ს შორის 2012 წლის 4 დეკემბერს გაფორმდა ხელსეკრულება პროდუქციის მიწოდების და თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების ფარგლებში, ქ.ზუგდიდში, 2013 წლის 23 იანვრიდან - 2013 წლის 2 მარტის ჩათვლით, მ--------- ქ----–----ს საკუთრების უფლებით გადაეცა 4744,36 ლარის ღირებულების პროდუქცია. აქედან მოპასუხეს ანაზღაუებული აქვს მხოლოდ 35.16 ლარი.
3. ჯ--- ლ--------მ და ე-–---- ჩ----------ამ, სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს შპს „ი------ს“ წინაშე, მ--------- ქ----–----ს შესასრულებელ ვალდებულეებზე. მხრაეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით დავას განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლო, რის გამოც შპს „ი------მ“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნული ურთიერთობის პარალელურად, შპს „ი------ს“ კ------------- რ-----ის მიმართ გააჩნდა სასესხო ვალდებულება, მათ შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც მ--------- ქ----–----ს კრედიტორი გახდა კ------------- რუსაზე. სასამართლოს წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და მითითებულ დავაში შპს „ი------ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა კ------------- რ-----ე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არაგანსჯად სასამართლოში, რის გამოც სარჩელი დარჩა განუხილველი. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დავის განმხილველ, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ზუგდიდის რაიონული სასამართლო.
5. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეები კვლავ არიდებენ თავს ვალდებულების შესრულებას და პროდუქციის ღირებულების 4709.2 ლარის ანაზღაურებას, რის გამოც მითებული თანხის მოპასუხეთათვის დაკისრება ითხოვა.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხე მხარე სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა და განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს არანაირი დავალიანება შპს „ი------ს“ წინაშე არ გააჩნია, ის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „მ--------თან“ და არა შპს „ი------სთან“. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მას დავალიანება არც შპს „მ--------ის“ წინაშე აქვს.
7. მოპასუხე მხარის განმარტებით სარჩელი უსაფუძვლო და ამასთან ხანდაზმულია, რის გამოც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მ--------- ქ----–----ს, ჯ--- ლ--------ს და ე-–---- ჩ----------ას კ------------- რ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 4709,2 ლარის გადახდა. მ--------- ქ----–----ს, ჯ--- ლ--------ს და ე-–---- ჩ----------ას კ------------- რ-----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 142 ლარის გადახდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდგი ფაქტბრივი გარემოებები:
9. შპს ,,მ--------სა" და მ--------- ქ----–----ს შორის, 04.12.2012 წ დაიდო ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების და თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ზუგდიდში, 23.01.2013 წ-დან 02.03.2013 წლის ჩათვლით მ--------- ქ----–----ს სარეალიზაციოდ გადაეცა 4744,36 ლარის ღირებულების პროდუქცია.
10. ხელშეკრულების მიხედვით პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. ანაზღაურება შეიძლებოდა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების წესით.
11. ჯ--- ლ--------მ და ე-–---- ჩ----------ამ სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღეს შპს ,,მ--------ის" წინაშე და იკისრეს სოლიდარული თავდებობა მ--------- ქ----–----ს ვალდებულებებზე შპს ,,მ--------თან".
12 სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს მოპასუხის წინაშე დავალიანების 4709,2 ლარის ანაზღაურება.
13. დადგენილი იქნა, რომ შპს ,,მ--------ის" უფლებამონაცვლეა შპს ,,ი------". მისი სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 21.05.2012 წ, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------.
14. 21.07.2015 წ დათმობის ხელშეკრულებით მ--------- ქ----–----ს მიმართ მოთხოვნის უფლება 4709,2 ლარის ოდენობით გადაეცა კ------------- რ-----ეს.
15. სარჩელი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა 316-317-ე, 361-ე, 477-ე მუხლებზე და განმარტა, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მოპასუხეს საქონელი, მაგრამ მყიდველმა, ამ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება საფასურის გადახდის შესახებ, რის გამოც კ------------- რ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეები მ--------- ქ----–----ს, ჯ--- ლ--------სა და ე-–---- ჩ----------ას მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყევტილების მიღებით კ------------- რ-----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.
17. აპელანტთა განმარტებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რითიც მან დაარღვია კანონმდებლობა და არასწორად მიიჩნია უდავოდ არსებული ფაქტობრივი გარემოება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე (სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა) და 136-ე (ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი) მუხლები, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი შეტანილი იყო ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 15.03.2016 წელს რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დატოვებულია განუხილველად 27.10.2016 წლის განჩინებით, ხოლო ამავე სასამართლოს მიერ 13.01.2017 წლის განჩინებით სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება დარჩა უცვლელი და ის კანონიერ ძალაში შევიდა. აქედან 11 თვის შემდეგ მოპასუხე მხარემ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, სადაც სარჩელი აღიძრა 04.12.2017წელს. აქედან გამომდინარე. მოსამართლემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 -ე და 136-ე მუხლები. და გამოიყენა კანონის ის მუხლები რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
18. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ------------- რ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. დადგენილია, რომ შპს ,,მ--------სა" და მ--------- ქ----–----ს შორის, 04.12.2012 წ დაიდო ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების და თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ზუგდიდში, 23.01.2013 წ-დან 02.03.2013 წლის ჩათვლით მ--------- ქ----–----ს სარეალიზაციოდ გადაეცა 4744,36 ლარის ღირებულების პროდუქცია.
20. ხელშეკრულების მიხედვით პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. ანაზღაურება შეიძლებოდა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების წესით.
21. სადავო თანხის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნით დავა აღძრული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. მითითებულ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის განჩინებით მოსარჩელე შპს ,,ი------ს" უფლებამონაცვლედ ცნობილია კ------------- რ-----ე, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.01.2017 წ განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.10.2016 წ განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დარჩა უცვლელი და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.
23. კ------------- რ-----ემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 4 დეკემბერს.
24. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კ------------- რ-----ეს მ--------- ქ----–----ს მიმართ ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 2 მარტიდან. სარჩელი მის მიერ არაგანსჯად სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა ხანდაზმულობის ვადაში, თუმცა სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი.
25. დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების მიღებიდან 6 თვის ვადაში კ------------- რ-----ეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის თავისი უფლების დასაცავად, არამედ მან სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 4 დეკემბერს, ანუ სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 11 თვის შემდეგ, რის გამოც კ------------- რ-----ის სარჩელი - ხანდაზმულია.
სამართლებრივი დასაბუთება:
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად: სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
28. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
29. კოდექსის 130-131-ე მუხლების თანახმად: ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
30. ამავე კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლების თანახმად: მუხლის თანახმად: ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
31. შესაბამისად დადგენილია, რომ კ------------- რ-----ეს მ--------- ქ----–----ს მიმართ ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 2 მარტიდან. სარჩელი მის მიერ არაგანსჯად სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა ხანდაზმულობის ვადაში, თუმცა სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი. დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების მიღებიდან 6 თვის ვადაში კ------------- რ-----ეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის თავისი უფლების დასაცავად, არამედ მან სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 4 დეკემბერს, ანუ სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 11 თვის შემდეგ, რის გამოც კ------------- რ-----ის სარჩელი - ხანდაზმულია.
საპროცესო ხარჯები:
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
34. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.
35. დაეკისროს კ------------- რ-----ეს მ--------- ქ----–----ს, ჯ--- ლ--------სა და ე-–---- ჩ------------ს სასარგებლოდ 190 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. მ--------- ქ----–----ს, ჯ--- ლ--------სა და ე-–---- ჩ------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. კ------------- რ-----ის სარჩელი მ--------- ქ----–----ს, ჯ--- ლ--------სა და ე-–---- ჩ------------ს წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდეს;
4. დაეკისროს კ------------- რ-----ეს მ--------- ქ----–----ს, ჯ--- ლ--------სა და ე-–---- ჩ------------ს სასარგებლოდ 190 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-5-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე