გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2019
საქმის ნომერი
521210019002822882
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N521210019002822882 (N2/4-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 ივლისი, 2--- წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - მა-------------–---ი

წარმომადგენელი - ბე---–-----–-ა

მოპასუხე - ი.მ ნე-------------ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი.მ. ნე-------------ძეს მა-------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს N1--- სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1680 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2----–-–-----------ს მა-------------–---სა და ინდ. მეწარმე ნე-------------ძეს შორის გაფორმდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ,,მოგირავნემ“ - ნე-------------ძემ ,,დამგირავებელს“ მა-------------–---ს სესხის სახით გადასცა 800 ლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის მიერ დაგირავებულ იქნა ნივთები: 1. ბაჯაღლოს ბეჭედი, სინჯი - 958, წონა - 8.50 გრამი, სრული წონა -8.50 გრამი და 2. ოქროს ბეჭედი სინჯი - 585, წონა - 9.50 გრამი, სრული წონა - 9.50 გრამი;

 

მხარეთა შორის დაიდო მხოლოდ ერთი N1--- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2----–-–-----------ს მოსარჩელის მიერ ლომბარდიდან დამატებით გატანილ იქნა თანხა 120 ლარის ოდენობოთ, გადახდის ქვითარზე მოსარჩელისათვის გაურკვეველი მიზეზით იქნა მითითებული - N1--- ხელშეკრულება, რომელიც რეალურად მხარეთა შორის არ დადებულა.

 

მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მისი მხრიდან შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დროულად იხდიდა პროცენტს, ასევე, ძირი თანხაც სრულად არის დაფარული 2017 წლის 22 მარტს 966.09 ლარის ოდენობით, თუმცა გადახდის ქვითარზე ხელშეკრულების ნომერი შეცდომით არის მითითებული ნაცვლად 1----სა მითითებულია - 1---, აღნიშნული ქვითრის თანახმად, ლომბარდს ნივთები უნდა დაებრუნებია 23.03.2017 წლის 16.00 საათის შემდეგ, ან მომდევნო დღის 9.00 საათიდან 18.00 საათამდე, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხის მიერ ნივთები არ იქნა დაბრუნებული.

 

სარჩელით თავდაპირველ მოთხოვნას წარმოდგენდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების, კერძოდ, ბაჯაღლოს ბეჭდის, სინჯი - 958, წონა - 8.50 გრამი, სრული წონა -8.50 გრამი და ოქროს ბეჭდის სინჯი - 585, წონა - 9.50 გრამი, სრული წონა - 9.50 გრამი გამოთხოვა, მას შემდეგ რაც მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ სადავო ნივთების რეალიზაციის ფაქტი, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოითხოვა მოპასუხეზე ნივთების საბაზრო ღირებულების სახით - 1680 ლარის მოპასუხისადმი დაკისრება, საიდანაც ბაჯაღლოს ბეჭდის, სინჯით - 958, წონა - 8.50 გრამი, სრული წონა -8.50 გრამის ღირებულებაა 1000 ლარი, ხოლო ოქროს ბეჭდის სინჯით - 585, წონა - 9.50 გრამი, სრული წონა - 9.50 გრამის ღირებულება 680 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, თუმცა მხარეთა შორის არსებობდა ორი ხელშეკრულება, გადახდის ქვითარი, რომლითაც განულდა მოსარჩელის დავალიანება ადასტურებს არა N1---, არამედ N1----ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტს, ამასთან მოპასუხის მოსაზრებით მოთხოვნილი თანხა უნდა დაეკისროს მის ყოფილ მოლარე ოპერატორს - ქე------------–---–ს, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა მა-------------–---ი და ლომბარდში შესატანი თანხა უკანონოდ მიითვისა, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის 2017 წლის 22 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ქე------------–---–მა მოსარჩელის მიმართ იკისრა ვალდებულება, რომ 2017 წლის 30 მაისამდე გადაუხდიდა მისი კუთვნილი ოქროს ნივთების საფასურს, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 387 აშშ დოლარს, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს მა-------------–---სა და ი.მ ნე-------------ძეს შორის გაფორმდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამგირავებელს სესხად გადაეცა 800 ლარი, თვეში 2.5% სარგებლის დარიცხვით, ამავე ხელშეკრულებით სესხი უზრუნველყოფილ იქნა მფლობელობითი გირავნობით, კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს გადაეცა ნივთები: ბაჯაღლოს ბეჭედი, სინჯი - 958, წონა - 8.50 გრამი, სრული წონა -8.50 გრამი და ოქროს ბეჭედი სინჯი - 585, წონა - 9.50 გრამი, სრული წონა - 9.50 გრამი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაზუსტებული სარჩელი;

- N1--- სალომბარდო ხელშეკრულება ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (-----–-–------------ს სხდომის ოქმი);

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს მოსარჩელის მიერ ლომბარდიდან დამატებით გატანილ იქნა თანხა 120 ლარის ოდენობოთ, გადახდის ქვითარზე მოსარჩელისათვის გაურკვეველი მიზეზით იქნა მითითებული - N1--- ხელშეკრულება, რომელიც რეალურად მხარეთა შორის არ დადებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- N1--- თანხის დამატება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (-----–-–------------ს სხდომის ოქმი);

 

3.2.3. 2----–-–------------–---–---------------------------–---------–-------------- დასკვნის თანამხად, შეფასებულ იქნა ორი ოქროს ბეჭედი, 1. ბაჯაღლოს ბეჭდის, სინჯით - 958, წონა - 8.50 გრამი, სრული წონა -8.50 გრამის საბაზრო ღირებულებად საორიენტაციოდ მიჩნეულ იქნა - 1000 ლარი, ხოლო ოქროს ბეჭდის სინჯით - 585, წონა - 9.50 გრამი, სრული წონა - 9.50 გრამის ღირებულებად მიჩნეულ იქნა - 680 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2----–-–------------–---–---------------------------–---------–-------------- დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (-----–-–------------ს სხდომის ოქმი);

 

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ 2----–-–-----------ის N1--- სალომბარდო ხელშეკრულების გარდა მხარეთა შორის არსებობდა N1--- ხელშეკრულება, ვინაიდან მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოქალაქო სამართალ-ურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, გამსესხებლის ვალდებულება შემოფარგლება სესხის სახით თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, რომელშიც პოზიტიური მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით. ბუნებრივია კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის რეალურად დადებისა და მისი ოდენობის ფაქტი, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოპასუხემ გასაგებად და დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება. კანონის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, წარმოედგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ N1--- ხელშეკრულება არსეთი არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცების ტვირთი მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხარეზეა. მან ეს ვალდებულება სათანადოდ ვერ შეასრულა, რადგანაც ვერ წარმოადგინა მოსარჩელე მხარესთან დადებული N1--- ხელშეკრულბა ან ამ ხელშეკრულების საფუძველზე მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ დასტურდება N1--- ხელშეკრულების დადების ფაქტი, ასევე მოსარჩელის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ფაქტი, ამასთან, 2--- წლის 11 ივნისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე, მოწმე მზ----–------–----–-–---–მა, რომლიც იყო ლომბარდის ყოფილი მოლარე ოპერატორი დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ რომ მა-------------–---ს ი.მ ნე-------------ძესთან ჰქონდა მხლოდ ერთი სალომბარდო ხელშეკრულება გაფორმებული, რომელსაც ასრულებდა კეთილსინდისიერად, 2017 წლის 22 მარტს მოსარჩელის მიერ მოხდა სესხის სრულად დაფარვა, კერძოდ 384.47 აშშ დოლარის ოდენობით, ამით მოხდა ვალის განულება, გადახდის ქვითარს თავად მოწმე აწერს ხელს, როგორც ლომბარდის წარმომადგენელი, თუმცა ნივთების გაცემა იმ დღესვე როგორც ახსოვს არ მომხდარა, ასევე გადმოცემით იცის რომ ყოფილ მოლარე ოპერატორ ქე------------–---–სა და მა-------------–--ნს შორის არსებობდა შეთანხმება ლომბარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თაობაზე, დეტალები აღნიშნული შეთახმების თაობაზე მისთვის უცნობია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ მართალია სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, თუმცა მოთხოვნილი თანხა უნდა დაეკისროს მის ყოფილს მოლარე ოპერატორს - ქე------------–---–ს, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა მა-------------–---ი და ლომბარდში შესატანი თანხა უკანონოდ მიითვისა, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, (მათ შორის 2017 წლის 22 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ქე------------–---–მა მოსარჩელის მიმართ იკისრა ვალდებულება, რომ 2017 წლის 30 მაისამდე გადაეხადა მისი კუთვნილი ოქროს ნივთების საფასურს, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 387 აშშ დოლარს), სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შემხებლობაში არ არის დავის საგანთან.

 

3.2.5. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ 2----–-–-----------ს მა-------------–---სა და ი.მ ნე-------------ძეს შორის დადებული N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელის მიერ სრულად არის შესრულებული, სესხი დაფარულია 2017 წლის 22 მარტს, თუმცა გადახდის ქვითარზე 1--- ნომრის ნაცვლად მითითებულია 1--- ნომერი, რომლიც რეალურად მხარეთა შორის არ დადებულა, დადგენილია, რომ ვალდებულება მოპასუხის მიერ ნივთების დაბრუნების თაობაზე არ იქნა შესრულებული, გადახდის ქვითრის თანახმად, ლომბარდს ნივთები უნდა დაებრუნებია 23.03.2017 წლის 16.00 საათის შემდეგ, ან მომდევნო დღის 9.00 საათიდან 18.00 საათამდე, (N1--- სალობარდო ხელშეკრულება (ს.ფ. 18)- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 19);

 

ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების, ან შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მხარეთა შორის N1--- ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, სასამართლოს მიჩნია, რომ 2017 წლის 22 მარტის გადახდის ქვითარი, რომლითაც განულდა მოსარჩელის ვალდებულება ი.მ. ნე-------------ძის მიმართ, წარმოადგენს სწორედ 1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს და თავის მხრივ მოპასუხეს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოფის საშუალების დაბრუნების თაობაზე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და რთულდება ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებაც.

 

მოსარჩლის მიერ წარმომადგენელი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით დასტურდება იმ გარემოება, რომ მა-------------–---ს დაფარული აქვს N1--- ხელშეკრულებით აღებული სესხი, ამასთან, 2--- წლის 11 ივნისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხე ნე-------------ძემ დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ მოსარჩლეს 2----–-–-----------ის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელეს პროგრამულად შესრულებული აქვს 2015 წლის 26 მაისს, თუმცა ამის დამადასტურებელი ქვითარი არ გააჩნია, (იხ. 11.06.2--- წლის ოქმი, 1------- წუთი);

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ამდენად, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო საქმეზე მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოახდინა N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩლის მიერ დაგირავებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლი.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 257-ე, 260-ე, 270-ე, 275-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე,408-ე, 412-ე, 429-ე, 431-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინაარმდეგ).

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დასახელებული კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 257-ე მუხლი პირველი თანახმად, მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს მა-------------–---სა და ი.მ ნე-------------ძეს შორის გაფორმდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამგირავებელს სესხად გადაეცა 800 ლარი, თვეში 2.5% სარგებლის დარიცხვით, ამავე ხელშეკრულებით სესხი უზრუნველყოფილ იქნა მფლობელობითი გირავნობით, კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს გადაეცა ნივთები: 1. ბაჯაღლოს ბეჭედი, სინჯი - 958, წონა - 8.50 გრამი, სრული წონა -8.50 გრამი და 2. ოქროს ბეჭედი სინჯი - 585, წონა - 9.50 გრამი, სრული წონა - 9.50 გრამი;

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან, ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო აბზაცის თანახმად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამგირავებელს აქვს მოგირავნისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს მა-------------–---სა და ი.მ ნე-------------ძეს შორის დადებული N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელის მიერ სრულად არის შესრულებული, სესხი დაფარულია 2017 წლის 22 მარტს, ასევე დადგენილია, რომ ვალდებულება მოპასუხის მხიდან გირავნობის საგნის დაბრუნების თაობაზე არ იქნა შესრულებული, მოპასუხის განმარტებით მოხდა ნივთების რეალიზაცია.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მა-------------–---ის სასარგებლოდ 1680 ლარის დაკისრება, აღნიშნულის საფუძვლად, კი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა N1--- სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ დაგირავებული ნივთების დაბრუნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მოხდა N1--- ხელშეკრულების საფუძველზე, მფლობელობითი გირავნობის უფლებით დაგირაბეული ნივთების რეალიზაცია, ასვე დადგენილია, რომ 2----–-–------------–---–---------------------------–---------–-------------- დასკვნის თანახმად, შეფასებულია დაგირავებული ნივთების საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ, კერძოდ, ბაჯაღლოს ბეჭდის, სინჯით - 958, წონა - 8.50 გრამი, სრული წონა -8.50 გრამის შეფასებულ იქნა - 1000 ლარად, ხოლო ოქროს ბეჭდის სინჯით - 585, წონა - 9.50 გრამი, სრული წონა - 9.50 გრამის ღირებულებად მიჩნეულ იქნა - 680 ლარი, შეფასება მოპასუხე მხარეს სადაოდ არ გაუხდია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 08 ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკსირების თაობაზე, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 01 თებერვლის განჩინებით გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

7.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - მოპასუხისათვის ექსპერტიზის ჩატარების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.)

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელს ერთვის მოსარჩელის მიერ 150 ლარის ოდენობით ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი ქვითრები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოს 2--- წლის 29 იანვრის განჩინებით მა-------------–---ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს 2----–-–-----------ის N1--- სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე ი.მ ნე-------------ძეზე გადაცემულ ნივთებს, კერძოდ, 1. ბეჭედი ბაჯაღლო - სინჯი 958, წონა - - 8.50 გრამი, სრული წონა - 8.50 გრამი. 2. ბეჭედი რგოლი - სინჯი 585, წონა - 9.50 გრამი, სრული წონა - 9.50 გრამი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ნივთები რეალიზული აღმოჩნდა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენი იქნა დაზუსტებული სარჩელი, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის საფუძველი და უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 38-39-ე 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა-------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხსე ი.მ. ნე-------------ძეს მა-------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს N1--- სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1680 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ი.მ. ნე-------------ძეს მა-------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ექსპერტ-შემფასებლისათვის გადახდილი თანხის - 150 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე ი.მ. ნე-------------ძეს დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე