გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
010210117001834763
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001834763

2-1013/15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოსსახელით

 

05/03/2019 წელი ქ.ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმისსაქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - მ------- გ-------ე

წარმომადგენელი - ა---------------ე

მოპასუხე - ი----- ც-------ძე

წარმომადგენელი - ა-----–--------------ე

მოპასუხე - ნოტარიუსი მ------ კ-----–---–-ა

წარმომადგენელი - რ----–---–-–--–--ე

დავის საგანი: ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელომოთხოვნა:

 

მ------- გ-------ემ სარჩელი აღძრა ი----- ც-------ძის და ნოტარიუს მ------ კ-----–---–-ას მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ნოტარიუსს მ------ კ-----–---–-ას მიერ 2015 წლის 23 სექტემბრს გაცემული №15------- სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2014 წლის 5 ივნისს მ------- გ-------ესა და ი----- ც-------ძეს შორის გაფორმდა ბინით სარგებლობის უფლებით ხელშეკრულება სესხის და იპოთეკის შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე მ------- გ-------ემ ი----- ც-------ძისაგან ისესხა 17 700 ლარი. სესხი გაიცა ერთი წლის ვადით. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა თვეში სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ მ------- გ-------ე გაარემონტებდა ქ. ბათუმი ტ-------------ში მდებარე კუთვნილ ბინას და სარგებლობაში გადასცემდა ი----- ც-------ძეს. ბინის გადაცემის შემდეგ სესხს არ დაერიცხებოდა სარგებელი. ხელშეკრულების დადებისთანავე მ------- გ-------ემ გადაიხადა ერთი თვის სარგებელი - 531 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ტ-------------ში. ი----- ც-------ძემ აღარ ისურვა მოსარჩელის ბინა, შესაბამისად მას ბინა სარგებლობაში აღარ მიუღია. აღნიშნულის შემდეგ მხარეები ზეპირად შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხად მიღებულ 17 700 ლარს, მ------- გ-------ე ი----- ც-------ძეს დაუბრუნებდა 2015 წლის 5 ივნისის შემდეგ. ამასთან მ------- გ-------ეს სესხის სარგებელი არ ექნებოდა გადასახდელი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სესხის დადების შემდეგ მოსარჩელემ ი----- ც-------ძეს საერთო ჯამში გადაუხადა 5000 ლარი. დარჩენილი თანხა ვერ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ი----- ც-------ძემ მიმართა ნოტარიუსს და 2015 წლის 23 სექტემბრს მიიღო №15------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც დაიწყო აღსრულება. სააღსრულებო ფურცელის მიხედვით მას გადასახდელი აქვს 14 248 აშშ დოლარი, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 3000 აშშ დოლარი არის სესხის 10 თვის სარგებელი, ხოლო 1248 აშშ დოლარი პირგასამტეხლოა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომსააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისათვის მას გადასახდელი ჰქონდა მხოლოდ 12 700 ლარი. სხვა თანხის გადახდის ვალდებულება მას არ გააჩნდა. აღნიშნულის გამო მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიცავს უზუსტობებს და და ნაწილობრივად უნდა გაუქმდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ი----- ც-------ძე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება ნამდვილად დაიდო და მის საფუძველზე მოსარჩელეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი, რაზეც ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა გადახდილიყო სესხად გაცემული თანხის 3 %. ხელშეკრულების დადებისთანავე მ------- გ-------ემ გადაიხადა ერთი თვის სარგებელი 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 531 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ტ-------------ში. 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ ი----- ც-------ძეს გადაუხადა 1700 აშშ დოლარი. 2016 წლის ზაფხულში გადაუხადა 500 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 6 აპრილს გადაუხადა 785,36 აშშ დოლარის ექვივალენტი 1906,54 ლარი. აღნიშნულის შემდეგ მას გადასახდელი დარჩა 14 248 აშშ დოლარი, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 3000 აშშ დოლარი არის სესხის 10 თვის სარგებელი, ხოლო 1248 აშშ დოლარი პირგასამტეხლოა.

 

2.2. ნოტარიუსი მ------ კ-----–---–-ა სარჩელს არ სცნობს. მისი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ნოტარიუსი არაა სათანადო მოპასუხე, რის გამოც მის წინააღმდეგ სარჩელი უსაფუძვლოა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2014 წლის 5 ივნისს მ------- გ-------ესა და ი----- ც-------ძეს შორის გაფორმდა ბინით სარგებლობის უფლებით ხელშეკრულება სესხის და იპოთეკის შესახებ. ხელშეკრულების საფუძველზე მ------- გ-------ემ ი----- ც-------ძისაგან ერთი წლის ვადით ისესხა თანხა. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა თვეში სესხად გაცემული თანხის 3 %-ს.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის შესახებ ბინით სარგებლობის უფლებით. ს.ფ. 17-21

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ტ-------------ში.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის შესახებ ბინით სარგებლობის უფლებით. ს.ფ. 17-21

 

3.1.3. ხელშეკრულების მიხედვით მ------- გ-------ეს ი----- ც--------ისათვის სარგებლობაში უნდა გადაეცა ქ. ბათუმი ტ-------------ში მდებარე უძრავი ქონება.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის შესახებ ბინით სარგებლობის უფლებით. ს.ფ. 17-21

 

3.1.4. უდაოა, რომ მ------- გ-------ეს ი----- ც--------ისათვის ფართი სარგებლობაში არ გადაუცია.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. ასევე უდაოა ის გარემოებაც, რომ მ------- გ-------ეს სესხად მიღებული თანხა ი----- ც-------ძისათვიის სრულად გადახდილი არ აქვს.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.6. ი----- ც-------ძემ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ნოტარიუსმა 2015 წლის 23 სექტემბრს გასცა №15------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მ------- გ-------ეს გადასახდელად დაუდგინდა 14 248 აშშ დოლარი, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 3000 აშშ დოლარი არის სესხის 10 თვის სარგებელი, ხოლო 1248 აშშ დოლარი პირგასამტეხლოა. ამავე საარსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ამოღება უნდა განხორციელდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მხარეთა შორის სადაოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- გაცემული სესხის ოდენობა;

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სესხად მიიღო 17700 ლარი, ი----- ც-------ძე ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი.

- შეთანხმება სარგებელის გადახდაზე;

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ი----- ც-------ძის მიერ ბინის სარგებლობაში მიღებვაზე უარის თქმის შემდეგ, მას სესხზე სარგებელი აღარ უნდა გადაეხადა. ი----- ც-------ძე ამტკიცებს, რომ სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა თვეში 3 %-ს.

- გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობა.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ანგარიშსწორებების შემდეგ მას სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტში გადასახდელი ჰქონდა 12 700 ლარი (ძირი თანხა), ხოლო მოპასუხე ამტკიცებს, რომ გადასახდელი ძირი თანხა შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, 3000 აშშ დოლარი არის სესხის 10 თვის სარგებელი, ხოლო 1248 აშშ დოლარი პირგასამტეხლოა.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- ც-------ძეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან მ------- გ-------ეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი. მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს თვეში 3 %-ს. ამ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია ზეპირი განმარტებით, სესხის ხელშეკრულებით, თანხის გადაცემის მტკიცებულებით, ასევე ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც ასახული იქნება ი----- ციკარაძის მიერ მუხრაბნ გ-------ისათვის სესხად 10 000 აშშ დოლარის გადაცემა.

3.2.4. მ------- გ-------ემ უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან სესხად მიიღო 17 700 ლარი.

3.2.5. გადასახდელი თანხის ოდენობის მტკიცების ტვირთი ორივე მხარეს ეკისრება თანაბრად.

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების გაბათილებას.

3.2.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.8. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხემ მიუთითა 2014 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებაზე (სესხის და იპოთეკის შესახებ, ბინით სარგებლობის უფლებით). მასში მითითებულია, რომ მ------- გ-------ემ ი----- ც-------ძისაგან ერთი წლის ვადით ისესხა თანხა. თანხის ოდენობა დაკონკრეტებულია ხელშეკრულების 2.1. პუნქტში, რომლის მიხედვითაც ი----- ც-------ძემ მ------- გ-------ეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი. ფრჩხილებში მითითებულია ტექსტი ,,გარიგების დადების დღისათვის სესხის თანხის ექვივალენტი ლარში ეროვნული კურსით შეადგენს 17 700 ლარს“.

იხ. ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის შესახებ ბინით სარგებლობის უფლებით. ს.ფ. 17-21

3.2.9. ი----- ც-------ძეს სესხის ოდენობის განმსაზღვრელი სხვა მტკიცებულება არ აქვს.

3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ოდენობა, ფაქტობრივი გარემოებებაა. იგი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს სანოტარო წესით დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასაც. ზოგადად სანოტარო წესით დადებული გარიგება შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად, ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება სესხის ოდენობის ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტოს ეს მტკიცებულებები გამოდგება თუ არა სესხად გადაცემული თანხის ოდენობის დადგენისათვის. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ის წერილობითი მტკიცებულებებაა, რომლითაც შესაძლებელია დავადგინოთ სესხად გადაცემული თანხის ოდენობა და სესხთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესაც აქვს ასეთ ხელშეკრულებაზე შედავების უფლება. თანხის ოდენობის სადაოობისას მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, როგორ უნდა დადგინდეს სესხის ოდენობა. ბუნებრივია მსჯელობისას პირველ რიგში უნდა დავადგინოთ სესხის ბუნება. ზეპირი გარიგების და წერილობითი გარიგების დეტალების მტკიცების სტანდარტი, განსახვევებულია. ჩვენ შემთხვევაში საქმე გვაქვს სანოტარო წესით დადებულ სესხის ხელშეკრულებასთან, ამიტომ მისი შინაარსი ისე უნდა შევაფასოთ, როგორც ეს დადგენილია სანოტარო წესით დადებული გარიგებებისათვის. წერილობით დადებული გარიგების შინაარსად აღიქმება ის ტექსტი, რაც წერილობით დოკუმენტშია მითითებული. არის შემთხვევები, როცა გარიგების შინაარსი ტექსტში ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული და შეთანხმების დასადგენად მისი მთლიანი შინაარსის გააზრებაა საჭირო. მოსარჩელესა და ი----- ც-------ძეს შორის დადებული გარიგება ბუნდოვანი არაა. მასში გარკვევითაა მითითებული სესხად გადაცემული თანხის ოდენობაც და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც. მათი შეთანხმება დადასტურებული და დამოწმებული აქვს ნოტარიუსს. სანოტარო წესით ნების გამოვლენა და ხელშეკრულების შინაარსის ხელმოწერით დადასტურება ნიშნავს მას, რომ ნოტარიუსმა ხელშეკრულების მონაწილეებს წაუკითხა ტექსტი, გაუმარტა ტექსტის შინაარსი და აუხსნა მოსალოდნელ შედეგები. თუ ამ მოცემულობას გადავიტანთ ხელშეკრულების დადების მომეტსისათვი, მაშინ აღნიშნული გაგებული უნდა იქნას შემდეგნაირად: - ნოტარიუსმა მოსარჩელეს აუხსნა, რომ ხელშეკრულება დაიდო 10 000 აშშ დოლარის სესხად გაცემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ი----- ც-------ძემ მ------- გ-------ეს ერთი წლის ვადით ასესხა 10 000 აშშ დოლარი. ამ განმარტების შემდეგ ნოტარიუსმა გამოარკვია იყო თუ არა შინაარსი გასაგები და დასტურის მიღების შემდეგ მას ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. მიუხედავად ამ ყველაფრისა მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან სესხად მიიღო 17 700 ლარი. თეორიულად შესაძლებელია, რომ მხარეებს დაედოთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და სესხის ოდენობად განესაზღვრათ 10 000 აშშ დოლარი, სინამდვილეში კი 17 700 ლარის გადაცემა მომხდარიყო (უკიდურეს შემთხვევაში), მაგრამ ამ გარემოებასაც ექნება გარკვეული ახსნა. მოსარჩელემ უნდა განმარტოს მაშინ, რატომ მიიღო იმაზე ნაკლები თანხა ვიდრე ეს ხელშეკრულებაშია მითითებული, რატომ დაადასტურა ამ თანხის მიღება ნოტარიუსთან და რატომ მაშინვე არ გამოხატა პრეტენზია, რატომ დავა არ წამოიწყო მანამ, სანამ კრედიტორმა აღსრულება არ მოითხოვა და ასევე უნდა უპასუხოს სხვა მნიშვნელოვან კითხვებს. მოსარჩელეს ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს. შესაბამისად მისი განმარტებები მასზედ, რომ 17 700 ლარი მიიღო სესხად, ვერ უძლებს კრიტიკას და არაა გასაზიარებელი. მისი ზეპირი განმარტებით მითითებული ფაქტები ი----- ც-------ძემ ხელშეკრულებით გააბათილა. შესაბამისად სასამართლომ, სესხად 17700 ლარის მიღების შესახებ არგუმენტები არ გაზიარა. ასეთი რამ არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. თვით ხელშეკრულება კი ყოველგვარი ეჭვის გარეშე მიუთითებს 10 000 აშშ დოლარის სესხზე შეთანხმებას.

 

3.2.11. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია სარგებელზე შეთანხმება. სარგებელის ოდენობა განსაზღვრულია ხელშეკრულების მეექვსე მუხლით. მასში მითითებულია, რომ სესხი სარგებელიანია. მისი თვიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 3 %-ს. ხელშეკრულების დამოწმებისთანავე გადახდილია სესხის მომდევნო თვის სარგებელი 531 ლარი. 6.4 მუხლში აღნიშნულია, რომ სარგებელი სესხისათვის ასევე შეადგენს გამსესხებლის მიერ მესაკუთრის მ------- გ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით განსაზღვრული ვადით სარგებლობის უფლებას. მოსარჩელე დასახელებულ პუნქტზე მითითებით ამტკიცებს, რომ საცხოვრებელი ბინის ი----- ც-------ძესათვის გადაცემის მომენტიდან, ის სესხის სარგებელის გადახდისაგან თავისუფლდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ტექსტში ასეთი შინაარსი არ იკითხება. მასში არაა მითითებული, რომ ბინის სარგებლობის შემთხვევაში, სარგებელი გადასახდელი არ იქნება. არც ისაა მითითებული, რომ ეს შეთანხმება გამორიცხავს სარგებელის გადახდის ვალდებულებას. თუმცა ფაქტია, რომ ბინის სარგებლობაში გადაცემა არ შემდგარა. ამიტომ ამ ნაწილში გარიგების შინაარსი როგორც არ უნდა იკითხებოდეს, არ აქვს მნიშვნელობა. ურთიერთიობის რეგულაციისათვის იმასაც არ აქვს მნიშვნელობა თუ რატომ ვერ მოხდა ბინის სარგებლობაში გადაცემა ან ვისი ბრალია ეს. აქ უფრო მნიშვნელოვანია დადგინდეს მხარეები არიან თუ არა სარგებელის გადახდაზე შეთანხმებული და ხომ არ შეცვლილა ეს შეთანხმება ისე, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს. ანუ ბინის სარგებლობაში გადაცემის განუხორციელებლობისას, ხომ არ შეთანხმებულან სესხზე გადასახდელი სარგებელის გაუქმების შესახებ. ასეთი შეთანხმება უნდა ამტკიცოს მ------- გ-------ემ, მაგრამ მას ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს. მისი ზეპირი განმარტება ვერ შეცვლის სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. შესაბამისად მან ვერ დაამტკიცა, რომ მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხზე სარგებელი არ იყოს გადასახდელი. პირიქით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სესხზე გადასახდელი სარგებელის ოდენობაა სესხად გაცემული თანხის თვეში 3 %.

3.2.12. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია დადგინდეს სესხის დასაფარად რა თანხებია გადახდილი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან გადაიხადა 5000 ლარი. ი----- ც-------ძეც ადასტურებს ამ თანხის ექვივალენტ აშშ დოლარის მიღებას. როგორც წესი გადახდილი თანხის მტკიცებულება იმ პირმა უნდა წარმოადგინოს, ვისაც თანხის გადახდის ვალდებულება აქვს. ასეთი პირია მოსარჩელე. მხოლოდ მას შეუძლია გადაიხადოს თანხა, შეინახოს გადახდის დოკუმენტი და სადაოობისას წარმოადგინოს. მას ასეთი დოკუმენტი არ აქვს. იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხე ადასტურებს თანხის მიღებას, სასამართლომ გადახდილი თანხის ოდენობის დასადგენად მისი განმარტება უნდა გამოიყენოს. თუ ის არ დაადასტურებდა თანხის მიღებას, მაშინ მოსარჩელეს გადახდილი თანხის მტკიცების პრობლემა ექნებოდა. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. მოსარჩელეს, ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ მისი განმარტება იმ დონეზე უნდა იქნას გაზიარებული, რა დონეზეც მას ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარე. ი----- ც-------ძე განმარტავს, რომ მან მოსარჩელისაგან მიიღო შემდეგი თანხები:

- სარჩელის დადების მომენტში - 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 531 ლარი;

- 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1700 აშშ დოლარი;

- 2016 წლის ზაფხულში - 500 აშშ დოლარი;

- 2017 წლის 6 აპრილს, აღსრულების დაწყების შემდეგ - 1906,54 ლარი (785,36 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი)

აღსრულების ეტაპამდე, გადახდილი თანხის კონკრეტული თარიღები მხარეებმა ვერ მიუთითეს. სწორედ აღნიშნულის გამო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ზუსტად განსაზღვროს სარგებელის გადახდის დროულობა და ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა. საქმის შინაარსიდან ჩანს, რომ მოსარჩელემ სესხის დაფარვის ვადები დაარღვია, მაგრამ სწორად რომ დავიანგარიშოთ გადახდილი და გადასახდელი თანხების ოდენობები, აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, როდის იყო თანხა გადასახდელი, როდის იქნა გადახდილი და რამდენი დღე გადაცილდა თითოეული გადახდის ვადები. შეუძლებელია ზოგადი განმარტებებით განვსაზღვროთ პირგასამტეხლოს ათვლის თარიღი. უდაოა, რომ პირველი გადასახდელი სარგებლის თარიღია 2014 წლის 13 ივლისი. ამ პერიოდის თანხა მოსარჩელემ წინასწარ გადაიხადა. შემდეგი გადასახდელი პერიოდებია - 13 აგვისტო, 13 სექტემბერი, 13 ოქტომბერი, 13 ნოემბერი და 13 დეკემბერი. მ------- გ-------ემ ამ პერიოდში გადაიხადა 1700 აშშ დოლარი. დარჩენილ პერიოდში მას სარგებელის სახით უნდა გადაეხადა 5 თვის სარგებელი (ანუ 5 X 300) 1500 აშშ დოლარი. გადახდილი 1700 დოლარი ამავე პერიოდში გადასახდელ თანხაზე 200 აშშ დოლარით ზედმეტია. იქედან განმომდინარე, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ ვმსჯელობთ ვადაგადაცილებულ დღეების ათვლის წერტილზე, ამიტომ გადახდილი 1700 აშშ დოლარიდან რა თანხა უნდა იყოს მიმართული პირგასამტეხლოს ანგარიშში გაურკვეველია. ი----- ც-------ძე ვალდებული იყო ამ გარემოების ამსახველი მტკიცებულება წარმოედგინა და ნათელი გაეხადა თითოეული გადახდილი ტანხის დანიშნულება. ასეთი მტკიცებულებების არარსებობის გამო გადახდილი 1500 აშშ დოლარი უნდა ჩავთვალოთ სარგებელის გადასახდელ თანხაში, ხოლო 200 აშშ დოლარი უნდა გააკლდეს ძირ თანხას. ამდენად გადასახდელ ძირ თანხად უნდა დადგინდეს 9800 აშშ დოლარი.

3.2.13. სააღსრულებო ფურცელში სარგებელის გადასახადი გაანგარიშებულია 10 000 აშშ დოლარიდან. ძირი თანხის დაკორექტირება იწვევს სარგებლის შემცირებასაც. 9800 აშშ დოლარის 3 % არის 294 აშშ დოლარი.

3.2.14. სააღსრულებო ფურცელში გადასახდელი სარგებელის პერიოდად მითითებულია 10 თვე, რაც არასწორია. თუ მოსარჩელემ ხელშეკრულების დადების დროს გადაიხადა 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 2014 წლის დეკემბრამდე გადაიხადა 1500 აშშ დოლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გადახდილი აქვს 6 თვის სარგებელი. დარჩენილ 6 თვეზე მოსარჩელემ სარგებელის სახით უნდა გადაიხადოს1764 აშშ დოლარი.

 

3.2.15. მნიშვნელოვანი საკითხია 2016 წლის ზაფხულში მ------- გ-------ის მიერ ი----- ც-------ძისათვის გადახდილი 500 აშშ დოლარის დანიშნულება. თანხის გადახდა მხარეებისათვის სადაო არაა. სადაოა მისი დანიშნულება. დასახელებულ თანხას მ------- გ-------ე ძირი თანხის გადასახდელ თანხად მიიჩნევს, ხოლო ი----- ც-------ძე მას პირგასამტეხლოს ანგარიშში მიღებულ თანხად თვლის. საკითხის გადასაწყვეტად უნდა გავაანალიზოთ რომელი თარიღებია ვადაგადაცილების თარიღებიდან ცნობილი. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ მ------- გ-------ეს 2014 წლის 13 დეკემბრამდე სარგებელი გადახდილად ჩაეთვალა (იხ. გადაწყვეტილების 3.2.12-3.2.14 პუნქტების დასაბუთება). აღნიშნული ნიშნავს მას, რომ 2015 წლის 13 იანვრამდე მოსარჩელეს სარგებელი გადასახდელი არ ჰქონდა. ხელშეკრულების მიხედვით დეკემბრის შემდეგ, სარგებელის გადახდის თარიღია 2014 წლის 13 იანვარი. მოსარჩელემ 2014 წლის 13 იანვრიდან 2014 წლის ზაფხულამდე სარგებელი არ გადაიხადა. შესაბამისად გადახდის ვადის გადაცილება უნდა ავითვალოთ 2014 წლის 14 იანვრიდან და მისი ათვლა უნდა გაგრძელდეს 2014 წლის 1 ივნისამდე. დასახელებული თარიღი ზუსტი არაა, მაგრამ მიახლოებითია და ამასთან ერთად მოსარჩელის სასარგებლოდაა შერჩეული. მოსარჩელის სასარგებლოდ შერჩეულია იმიტო, რომ პირგასამტეხლოს ათვლის ზუსტი თარიღი ი----- ც-------ძემ უნდა მიუთითოს. ის ამტკიცებს, რომ 500 აშშ დოლარი მიიღო 2014 წლის ზაფხულში. თავად ზაფხული კი იწყება 1 ივნისს და სრულდება 1 სექტემბერს. მხარეთა განმარტებების მიხედვით თანხა მიღებულია 2014 წლის 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე ერთ-ერთ დღეს. ბუნებრივია ყველა ამ თარიღს ვერ ავირჩევთ გადახდის თარიღად. თუ რომელი თარიღია ზუსტი, ეს უნდა მიუთითოს ი----- ც-------ძემ. მან დაიანგარიშა პირგასამტეხლო და თვითონვეა ვალდებული ზუსტად მიუთითოს პირგასამტეხლოს ათვლის თარიღები. ასეთი მიუთითებლობისას, თარიღს მიახლოებითი სიზუსტით მოსარჩელის სასარგებლოდ ადგენს სასამართლო და მას განსაზღვრავს 1 ივნისით.

 

3.2.16. ხელშეკრულების 18.3 მუხლით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. იგი შეადგენს გადასახდელი თანხის 0.1 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადასახდელის ათვლა უნდა დაიწყოს 14 დღის შემდეგ. წინამდებარე შემთხვევაში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 300 აშშ დოლარს. მისი 0,1 % შეადგენს 0.3 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება 2014 წლის 28 იანვარს და 2014 წლის 13 თებერვლამდე დაერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3 აშშ დოლარი. სულ 5,1 აშშ დოლარი.

3.2.17. 2014 წლის 13 თებერვლიდან გადასახდელი სარგებელი შეადგენს 600 აშშ დოლარს. ამ თარიღიდან 2014 წლის 13 მარტამდე პირგასამტეხლოს სახით გადახდილი უნდა იქნას 600 აშშ დოლარის 0,1 %, რაც შეადგენს 0,6 აშშ დოლარს. 28 დღეზე მისი ოდენობაა 16,8 აშშ დოლარი.

3.2.18. 2014 წლის 13 მარტიდან გადასახდელი სარგებელი შეადგენს 900 აშშ დოლარს. ამ თარიღიდან 2014 წლის 13 აპრილამდე პირგასამტეხლოს სახით გადახდილი უნდა იქნას 900 აშშ დოლარის 0,1 %, რაც შეადგენს 0,9 აშშ დოლარს. 31 დღეზე მისი ოდენობაა 27,9 აშშ დოლარი.

3.2.19. 2014 წლის 13 აპრილიდან გადასახდელი სარგებელი შეადგენს 1200 აშშ დოლარს. ამ თარიღიდან 2014 წლის 13 მაისამდე პირგასამტეხლოს სახით გადახდილი უნდა იქნას 1200 აშშ დოლარის 0,1 %, რაც შეადგენს 1,2 აშშ დოლარს. 30 დღეზე მისი ოდენობაა 36 აშშ დოლარი.

3.2.20. 2013 წლის 13 მაისიდან გადასახდელი სარგებელი შეადგენს 1500 აშშ დოლარს. ამ თარიღიდან 2014 წლის 1 ივნისამდე პირგასამტეხლოს სახით გადახდილი უნდა იქნას 1500 აშშ დოლარის 0,1 %, რაც შეადგენს 1,5 აშშ დოლარს. 18 დღეზე მისი ოდენობაა 27 აშშ დოლარი.

3.2.21. ამდენად 2014 წლის ზაფხულში გადახდილი თანხიდან პირგასამტეხლოს სახით გაქვითული უნდა იქნას მხოლოდ 112,8 აშშ დოლარი.

3.2.22. საერთო ჯამში გადახდილი 500 აშშ დოლარიდან 112,8 აშშ დოლარი პირგასამტეხლოა, ხოლო 387,2 აშშ დოლარი სარგებელია და იგი უნდა გააკლდეს გადასახდელ სარგებელს 1764 აშშ დოლარს (იხ. გადაწყვეტილების 3.2.14 პურნქტი), რის შემდეგაც სარგებელის სახით გადასახდელი თანხა დარჩება 1376,8 აშშ დოლარი.

3.2.23. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცელში მითითებულ პირგასამტეხლოს, იგი გაანგარიშებულია 2015 წლის 19 ივნისიდან 2015 წლის 23 სექტემბრამდე. ამ პერიოდის დღეების ოდენობა, გადასახდებელი ძირი თანხის ოდენობა და პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, შეესაბამება რეალურ გაანგარიშებას.

3.2.24. სასამართლო მიიჩნევს რომ შეუსრულებელი ვალდებულება სააღსრულებო ფურცელში ნაწილობრივ არასწორადაა დათვლილი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისათვის რეალურად არსებობს შემდეგი შეუსრულებელი ვალდებულება:

- ძირი თანხა - 9800 აშშ დოლარი;

- სარგებელი - 1376,8 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო - 1248 აშშ დოლარი.

ამ თანხის ჯამი შეადგენს 12424 აშშ დოლარს.

3.2.25. დადგენილია, რომ საარსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ მოსარჩელემ გადაიხადა 1906,54 ლარი, რაც შეადგენს 785,36 აშშ დოლარს. ახალი საარსრულებო ფურცლის გაცემის დროს დასახელებული თანხაც უნდა გამოაკლდეს შესასრულებელ ვალდებულებას, რის შემდეგაც შესასრულებელი ვალდებულება იქნება შემდეგი:

- ძირი თანხა - 9800 აშშ დოლარი;

- სარგებელი - 1376,8 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო - 462,64 აშშ დოლარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელისასამართლოდასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია ნაწილობრივ. სააღსრულებო ფურცელში მითითებული ძირი, სარგებელი და პირგასამტეხლო ექვემდებარება დაკორექტირებას. შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს და მისი ოდენობები დაკორექტირდეს ახალი სააღსრულებო ფურცლით.

 

5. კანონები, რომლითაციხელმძღვანელასასამართლომ

 

-- საქართველოსკონსტიტუცია

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-- საქართველოს კანონი ,,ნოტარიატის შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ი----- ც-------ძისათვის გადახდილი აქვს 2014 წლის 5 ივნისის ხელშეკულებით განსაზღვრული თანხის ნაწილი 5000 ლარი. გადასახდელი აქვს 12 700 ლარი. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილია კუთვნილ გადასახდელზე მეტი თანხა - 14 248 აშშ დოლარი, რაც არღვევს მის უფლებებს. მოსარჩელის უფლებების დარღვევა გამოიხატება მასში, რომ დასახელებული თანხის ამოღების მიზნით, რეალიზებული უნდა იქნას მოსარჩელის კუთვნილი ქონება. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მ------- გ-------ეს გადასახდელი არ აქვს ის თანხა, რაც სააღსრულებო ფურცლითაა მოთხოვნილი, ბუნებრივია ასეთი სააღსრულებო ფურცელი ვალდებულების შესრულების პრინციპის საწინააღმდეგო იქნება. დაუშვებელია წარსულში გადახდილი თანხა, სანოტარო აქტით კვლავ გადასახდელად დაეკისროს. ასევე დაუშვებელი იმ თანხის გადასახდელად დაკისრება, რაც მ------- გ-------ეს სესხად არ აქვს მიღებული. ყველა პირმა უნდა გადაიხადოს ის თანხა, რაც მას რეალურად აქვს სეხად მიღებული. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად აუცილებელია დადგინდეს მხარეთა შორის არსებული ვალდებულების ბუნება და მისი მოცულობა. სწორედ ამ საკითხის გარკვევით დადგინდება თუ რამდენად სწორადაა გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. მ------- გ-------ისა და ი----- ც-------ძის ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმა არეგულირებს სესხის გაცემის წესს, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დადგენილია, რომ მ------- გ-------ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. თავის მხრივ ი----- ც-------ძეს გააჩნდა ფულის სესხად გაცემის შესაძლებლობა და სურვილი. ისინი შეხვდენ ერთმანეთს და შეათანხმეს სესხად თანხის გაცემის დეტალები. შეთანხმების საფუძვლეზე 2014 წლის 5 ივნისს მ------- გ-------ესა და ი----- ც-------ძეს შორის გაფორმდა ბინით სარგებლობის უფლებით ხელშეკრულება სესხის და იპოთეკის შესახებ, რომლის საფუძველზეც მ------- გ-------ემ ი----- ც-------ძისაგან ერთი წლის ვადით ისესხა 10 000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა თვეში სესხად გაცემული თანხის 3 %-ს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ტ-------------ში. ხელშეკრულების მიხედვით მ------- გ-------ეს ი----- ც--------ისათვის სარგებლობაში უნდა გადაეცა ქ. ბათუმი ტ-------------ში მდებარე უძრავი ქონება. მიუხედავად შეთანხმებისა მ------- გ-------ეს ი----- ც--------ისათვის ფართი სარგებლობაში არ გადაუცია. მ------- გ-------ეს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველი თვის 13 რიცხვში. ერთი წლის შემდეგ კი სესხად მიღებული თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა ი----- ც-------ძისათვის.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მ------- გ-------ისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - სესხის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ მ------- გ-------ე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით ი----- ც-------ძისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. მ------- გ-------ემ სესხით ისარგებლა და აითვისა სესხად გადაცემული თანხა. თანხის მიღების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ი----- ც-------ძისათვის თანხა გადაეხადა იმ დროში და იმ პირობებით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ი----- ც-------ძის მოთხოვნით აღმასრულებელმა 2015 წლის 23 სექტემბრს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა. მნიშვნელოვანია დადგინდეს აღსასრულებელი ვალდებულებები დაანგარიშებულია თუ არა სწორად. საკითხის გასარკვევად ცალ-ცალკე დაანგარიშებული უნდა იქნას ძირი თანხის, სარგებელისა და პირგასამტეხლოს მოცულობები. კერძოდ:

6.5. მ------- გ-------ეს ყოველი თვის 13 რიცხვში უნდა გადაეხადა სარგებელი 300 აშშ დოლარის ოდენობით. მან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით სარგებელი სრულად გადაიხადა. ამავე პერიოდში მან ძირ თანხას დააკლო 200 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 9800 აშშ დოლარი. მას შემდეგ სარგებელის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც მას დაერიცხა პირგასამტეხლო. მ------- გ-------ემ 2015 წლის ზაფხულში გადიხადა 500 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა მხოლოდ სარგებელი და დარიცხული ჯარიმები. აღნიშნულის შემდეგ მას სესხის დასაფარად თანხა ი----- ც-------ძისათვის არ გადაუხდია. შესაბამისად გადასახდელი ძირი თანხა კვლავინდებურად 9800 აშშ დოლარი დარჩა და იგივე თანხაა გადასახდელი საქმის განხილვის მომენტისათვისაც. ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი ვალდებულების შესაბამისი არაა. ის ვალდებულებას აღემატება 200 აშშ დოლარით. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. მართალია მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას მხოლოდ 12 700 ლარი აქვს გადასახდელი, მაგრამ მისი ასეთი მოსაზრება არაა საფუძვლიანი. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ სესხზე ძირი თანხის ანგარიშში 200 აშშ დოლარზე მეტი თანხა იყოს გადახდილი. შესაბამისად სააღსრულებო ფურცლით ძირი თანხის ვალდებულებად უნდა დადგინდეს 9800 აშშ დოლარი.

 

6.6. შემდეგი საკითხია სარგებელის მოცულობის საკითხი. სარგებელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

2014 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებების ანალიზით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მ------- გ-------ეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. სესხებზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 3 %-ს. მ------- გ-------ეს 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით სარგებელი გადახდილი აქვს სრულად. მას კიდევ უნდა გადაეხადა 9800 აშშ დოლარის 6 თვის სარგებელი 1764 აშშ დოლარი. მან სარგებელის გადახდა შეწყვიტა და შემდეგი გადახდა განახორციელა 2014 წლის ზაფხულში, რა დროსაც გადაიხადა 500 აშშ დოლარი. გადახდილი 500 აშს დოლარიდან პირგასამტეხლოს სახით გაქვითული უნდა იქნას 112,8 აშშ დოლარი. ხოლო 387,2 აშშ დოლარი უნდა გააკლდეს გადასახდელ სარგებელს 1764 აშშ დოლარს (იხ. გადაწყვეტილების 3.2.14 პურნქტის დასაბუთება), რის შემდეგაც სარგებელის სახით გადასახდელი თანხა დარჩება 1376,8 აშშ დოლარი. გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცელში გადასახდელ სარგებელად მითითებულია 3000 აშშ დოლარი. შესაბამისად ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი შეიცავს ცდომილებას, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში სარგებელის ნაწილში ნაცვლად 3000 აშშ დოლარისა, მითითებული უნდა იქნას 1376,8 აშშ დოლარი.

 

6.7. შემდეგი საკითხია პირგასამტეხლოს საკითხი. ამ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლები. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

2014 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებების ანალიზით დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანმხდენ მასზედ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება სესხად გაცემული თანხის 0.1 %. დადგენილია, რომ გიორგი ტარიელაშვილმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება და დადგენილ ვადებში სესხი, მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა, რის გამოც დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ის ნაწილი, რომელიც მას გადასახდელად ერგებოდა 2014 წლის 13 იანვრიდან 2014 წლის 1 ივნისამდე, მას გადახდილი აქვს (2014 წლის ზაფხულში გადახდილი 500 აშშ დოლარიდან გაიქვითა).

 

6.8. სააღსრულებო ფურცელში შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხად მითითებულია 1248 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია 2015 წლის 19 ივნისიდან 2015 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით პეიროდში ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0,1-ის ოდენობით. გადაასახდელი თანხისა და ვადაგადაცილებული დღეების დათვლით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავს უსწორობებს. ასევე ის არაა შეუსაბამოდ მაღალი. იგი მხარეთა შეთანხმებით დადგენილი გონივრული ოდენობაა, მაგრამ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ მოსარჩელემ გადაიხადა 1906,54 ლარი, რაც შეადგენს 785,36 აშშ დოლარს. ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს დასახელებული თანხა უნდა გამოაკლდეს შესასრულებელ ვალდებულებას, რის შემდეგაც შესასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში დარჩება 462,64 აშშ დოლარი.

 

6.9. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილით ,,ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები“.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მ------- გ-------ემ ნაკისრი ვალდებულება სრულყოფილად ვერ შეასრულა. ვალდებულების დარღვევის გამო ი----- ც-------ძეს უფლება ჰქონდა მიემართა ნოტარიუსისათვის და მოეთხოვა საღსრულებო ფურცელი. მან ისარგებლა მინიჭებული უფლებით და ნოტარიუსს მოსთხოვა საღსრულებო ფურცლის გაცემა. 2015 წლის 23 სექტემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 პუნქტით დადგინდა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ძირი თანხა, სარგებელი და პირგასამტეხლო სრულყოფილად არაა დაანგარიშებული, რის გამოც სააღსრულებო ფურცელის ძირი თანხის, პროცენტის და სარგებელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება. სხვა ნაწილში კი სააღსრულებო ფურცელი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6.10. რაც შეეხება ნოტარიუსის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს. ის საქმეში არასათანადო მოპასუხეა. ის არაა ის პირი ვინც პასუხი უნდა აგოს შესასრულებელი ვალკდებულებების სიზუსტეზე, რის გამოც მის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესოხარჯები:

7.1. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს. მოსარჩელე სადაოდ ხდის 14 248 აშშ დოლარის მოცულობის საარსრულებო ფურცელს 22344,4 ლარის ნაწილში (12 700 ლარს არ ხდის სადაოდ). მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 670,33 ლარს. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს 1054,4 ლარი, ანუ 384,07 ლარით ზედმეტი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.

 

7.2 სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, ამიტომ სახ. ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. 620,33 ლარი უნდა გადახდეს მოსარჩელეს, ხოლო 50 ლარი ი----- ც-------ძეს.

 

8. უზრუნველყოფისღონისძიებასთანდაკავშირებულისაკითხები:

 

8.1 საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, 12700 ლარის ნაწილში შეჩერდა ნოტარიუს მ------ კ-----–---–-ას მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება. სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციონაწილი:

 

სასამართლომიხელმძღვანელარასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ------- გ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ცვლილებები შევიდეს ნოტარიუს მ------ კ-----–---–-ას მიერ 2015 წლის 23 სექტემბრს გაცემულ №15------- სააღსრულებო ფურცლის მეშვიდე პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მ------- გ-------ეზე ძირის, სარგებელისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

- სესხის ძირი თანხა: - 9800 აშშ დოლარი;

- სარგებელი: - 1376,8 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო: - 462,64 აშშ დოლარი.

- სხვა ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.

3. მ------- გ-------ის სარჩელი ნოტარიუსის წინააღმდეგ, არ დაკმაყოფილდეს.

4. მ------- გ-------ის სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 620,33 ლარის გადახდა. მას სახ. ბაჟი გადახდილი აქვს.

5. ი----- ც-------ძეს დაეკისროს მ------- გ-------ეს აუნაზღაუროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 50 ლარი.

6. მ------- გ-------ეს დაუბრუნდეს ა---------------ის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი 384,07 ლარი (გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, გადახდის თარიღი - 09/03/2017 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და საქმეზე აღსრულება გაგრძელდეს ამ გადაწყვეტილებით დადგენილ აღსასრულებელი ვალდებულების ფარგლებში.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტისქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისგამოცხადებიდან არაუადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30)და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩაფუტკარაძე