გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2018
საქმის ნომერი
240210017001673199
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210017001673199

(2/10-2017 წ)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.10.2018 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თემურ ჩიტაია

მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“

წარმომადგენელი - ნი--- კა------ა

მოპასუხე - ზუ---- მა-–---ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე- ზუ---- მა-–---ასათვის ოვერდრაფტის დავალიანების 1432.50 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ;

 

მოსარჩელის განმარტებით,ზუ---- მა-–---ა სარგებლობდა მის სახელფასო ანგარიშზე 07.07.2014 წ. გააქტიურებული ოვერდრაფტით №---------------, რომლის გადახდის გრაფიკი დაარღვია 26.05.2016 წლიდან.სარჩელის წარდგენის დროისათვის ერიცხება დავალიანება 1432.50 ლარი. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზუ---- მა-–---ამ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო. სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მართალია, სარგებლობდა ოვერდრაფტით და გააჩნია დავალიანებაც, მაგრამ ბანკმა გაასაჯაროვა მისი კონფიდენციალური ინფორმაცია, რითაც მიადგა მორალური ზიანი. აღნიშნულის გამო ასანაზღაურებელი თანხა უნდა გაიქვითოს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ზუ---- მა-–---ამ 2014 წლის 7 ივლისს გააქტიურა მის სახელფასო ანგარიშზე ოვერდრაფტი №---------------, რომლითაც სარგებლობდა 20016 წლამდე.

 

3.2.2.ზუ---- მა-–---ამ გადახდის გრაფიკი დაარღვია 2016 წლის 26 მაისიდან და ამ პერიოდიდან ერიცხება დავალიანება 1432.50 ლარი.

 

3.2.3.მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ”ლი------------ი”-ს ანგარიშის ამონაწერი№--------------- ოვერდრაფტის დავალიანების შესახებ;

-მხარეთა განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ზუ---- მა-–---ას სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1432.50 ლარის ანაზღაურება.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე 230-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის ოვერდრაფტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ოვერდრაფტი არის მარტივი და მოკლევადიანი სესხის სახეობა, რომელიც სახელფასო ბარათზე საკმარისი თანხის არარსებობის შემთხვევაში იძლევა დამატებითი თანხებით სარგებლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, იგი წარმოადგენს ბანკის თანხმობით ანგარიშზე დაშვებულ ლიმიტს, რომლითაც სარგებლობის უფლება აქვს ამავე ბანკის პლასტიკური ბარათის მქონე პირს.

საბანკო ამონაწერებით დადგენილია, რომ ზუ---- მა-–---ას გააჩნდა სს ,,ლი------------ი“-ს პლასტიკური ბარათი და სარგებლობდა ოვერდრაფტით.

 

საბანკო ამონაწერებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 26 მაისიდან ზუ---- მა-–---ას მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ოვერდრაფტის გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე და გააჩნია დავალიანება 648 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხე ზუ---- მა-–---ამ დაადასტურა მოპასუხის წინაშე ოვერდრაფტის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

რაც შეეხება ზუ---- მა-–---ას მითითებას, რომ მას ბანკის მხრიდან მიადგა მორალური ზიანი, აღნიშნული სცილდება მოცემული საქმის განხილვის ფარგლებს, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ საკითხზე ვერ იმსჯელებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრებვა მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი- 50 ლარი, რომლის გადახდაც სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ზუ---- მა-–---ას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 356-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მოსარჩელე სს ,,ლი------------ი“-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ზუ---- მა-–---ას (პ/ნ 3----------) სს ,,ლი------------ი“-ს (ს/კ 20-------) სასარგებლოდ 1432.50 (ათასოთხასოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

2.დაეკისროს მოპასუხე ზუ---- მა-–---ას (პ/ნ 3----------) სს ,,ლი------------ი“-ს (ს/კ 20-------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია