გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001872378
საქმე №2-1079/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი, 2018 წ ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე, მირანდა თურმანიძე
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელი მოპასუხე) ხ-----------–------ე
წარმომადგენელი ლ-------------ე
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) ლ----------–---
წარმომადგენელი შ-----------------ე
მესამე პირი:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი წარმომადგენელი: თ----------–--ე
დავის საგანი:
სარჩელში - ალიმენტის დაკისრება.
შეგებებულ სარჩელში - განქორწინება, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ლ----------–---ს თავისი არასრულწლოვანი შვილების, 2003 წლის 31 აგვისტოს დაბადებული ლ----------–---ს, 2004 წლის 22 ოქტომბერს დაბადებული თ--------------–---ს და 2010 წლის 3 ივლისს დაბადებული დ--------------–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თოთოეული ბავშვის სასარგებლოდ 2000-2000 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ----------–--- სარჩელს არ ცნობს.
3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
3.1. შეწყდეს ხ-----------–------ეს და ლ----------–---ს შორის 2002 წლის 23 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
3.2. არასრულწლოვანი შვილების ლ----------–---ს, თ--------------–---ს და დ--------------–---ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, ლ----------–---ს საცხოვრებელი ადგილი.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
შეგებებული სარჩელის მოპასუხე ხ-----------–------ე შეგებებულ სარჩელს არ ცნობს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. ხ-----------–------ე და ლ----------–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლის 23 ნოემბრიდან. ერთად ცხოვრების განმავლობაში შეეძინათ სამი ვაჟიშვილი: 2003 წლის 31 აგვისტოს დაბადებული ლ----------–---, 2004 წლის 22 ოქტომბერს დაბადებული თ--------------–--- და 2010 წლის 3 ივლისს დაბადებული დ--------------–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- განქორწინების მოწმობის ასლი.
- ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ----------–--- პროფესიით არის მეზღვაური, ამჟამად წარმოადგენს უფროს ინჟინერ-მექანიკოსს, მას კონტრაქტები გაფორმებული აქვს უცხო ქვეყნის სხვადასხვა საზღვაო კომპანიებთან და ხშირად უწევს წასვლა შორეულ ნაოსნობაში. ნაოსნობაში ყოფნის პერიოდში მისი ანაზღაურება შეადგენს თვეში დაახლოებით 14000 აშშ დოლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- კონტრაქტი.
- ამონაწერი ლ----------–---ს ანგარიშიდან.
5.2.2. დადგენილია, რომ მხარეები 2016 წლის ივნისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილები ლ----------–---, თ--------------–--- და დ--------------–--- ცხოვრობენ დედასთან ხ-----------–------ესთან ერთად ქ. ბათუმში, გ-------------ს ქN6, ბინა 4-ში. დადგენილია, რომ ბავშვებს აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში შექმნილი აქვთ აღზრდა-განვითარებისათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. ასევე დადგენილია, რომ ბავშვების სურვილია საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან. თუმცა როგორც თავად განმარტავენ, მათ მამასთან აქვთ კარგი ურთიერთობა, ნახულობენ მამას, როცა იგი ბრუნდება ნაოსნობიდან და მიყავს მასთან.
გარდა აღნიშნულისა სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უფროსი შვილი ლუკა გაბელია 2010 წლიდან დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და არის ინსულინდამოკიდებული, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. ამასთან დადგენილია, რომ მისი მკურნალობის დაფინანსება ხდება იშვიათი დაავადების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა მომსახურების პროგრამით, თუმცა სასამართლო იზიარებს ხ-----------–------ის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ გარდა პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსებისა ლ----------–---ს ასევე სჭირდება განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის დაცვა, რაც ასევე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იზიარებს ლ----------–---ს წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ლ----------–--- იღებს ხარჯებს არასრულწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობისათვის, მათ შორის მის მიერ გაღებული იქნა ლ----------–---ს დამატებითი მკურნალობის ხარჯებიც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა.
- ბავშვებთან გასაუბრების ოქმი.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები.
- ბავშვთა ახალი კლინიკის წერილი.
- რეცეპტები; გამოკვლევები.
5.2.3. როგორც ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნით და მხარეთა განმატებით დგინდება, ხ-----------–------ე არის თვითდასაქმებული, აწყობს ე.წ. „ფურშეტებს“, ღებულობს შეკვეთებს საკონდიტრო ნაწარმზე და მისი შემოსავალი შეადგენს თვეში დაახლოებით 1300 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა.
5.2.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში მხარეთა მიერ გამოტანილია სს „საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობით იპოთეკური სესხი, რომელსაც იხდის ლ----------–---. ასევე საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით და მხარეთა განმარტებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ-----------–------ის მიერ ქორწინების პერიოდი სხვადახსვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან აღებული იქნა სესხის სახით დიდი ოდენობით თანხები, როგორც მისი, ასევე მეუღლის ლ----------–---ს სახელზე, რომელიც მის მიერ არ იქნა გადახდილი და ამჟამად გააჩნია დიდი ოდენობით დავალიანებები, რის გამოც მიმდინარეობს არაერთი სამოქალაქო დავა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერები.
- ამონაწერები ლ----------–---ს პირადი ანგარიშიდან.
- ამონაწერი ხ-----------–------ის პირადი ანგარიშიდან.
- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება.
- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხ-----------–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროს ლ----------–---ს არასრულწლოვანი შვილების, 2003 წლის 31 აგვისტოს დაბადებული ლ----------–---ს, 2004 წლის 22 ოქტომბერს დაბადებული თ--------------–---ს და 2010 წლის 3 ივლისს დაბადებული დ--------------–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის ყოველთვიურად 500-500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 04 აპრილიდან მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
ასევე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ----------–---ს შეგებებული სარჩელიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: შეწყდეს ხ-----------–------ეს და ლ----------–---ს შორის 2002 წლის 23 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება; არასრულწლოვანი შვილების ლ----------–---ს, თ--------------–---ს და დ--------------–---ს საცხოვრებელ ადგილად კი განისაზღვროს დედის, ხ-----------–------ის საცხოვრებელი ადგილი.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე და 61-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლით.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. A
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს.
სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონს, რომლის 58-ე მუხლის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. განქორწინების შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას. ამდენად სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 55-ე მუხლის თანახმად განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამავე კანონის 61-ე მუხლის თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
ხსენებულ საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მხოლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისი და ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება შესაძლებელია, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს.
8.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განქორწინებასთან ერთად უნდა გადაწყდეს ქორწინებაში დაბადებული ბავშვების ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხი და არასრულწლოვანი შვილების ლ----------–---ს, თ--------------–---ს და დ--------------–---ს საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ხ-----------–------ის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში ღებულობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1198-ე მუხლების დანაწესებს, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე ნორმის თანახმად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის საკითხი.
სამოქალაქო კოდექსის 1200 მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1201 მუხლის შესაბამისად თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები. შეუთანხმებლობის დროს დავას წყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვის საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 1202 მუხლის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1199 მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ბავშვების საცხოვრებელი ადგილი სასამართლომ უნდა განსაზღვროს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ამასთან ბავშვის აღზრდის პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლების მატერიალური პირობებიც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორი გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვებისათვის. ამასთან სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი შვილების სურვილია საცხოვრებლად დარჩნენ დედასთან და არ შეიცვალოს მათი საცხოვრებელი პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ლ----------–---ს, თ--------------–---ს და დ--------------–---ს საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის ხ-----------–------ის საცხოვრებელი ადგილი.
8.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
დადგენილია, რომ ლ----------–---, თ--------------–--- და დ--------------–--- არიან არასრულწლოვნები, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება არამედ მოვალეობაცაა, ხოლო მშობელს, რომელიც თავად ზრდის ბავშვს უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მშობელს ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებული იქნეს სამი წლის განმავლობაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო სოციალური გარემოს აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამგვარი საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ ლ----------–---ს, როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილის აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც ამ დროისათვის უნდა დაეკისროს ლ----------–---ს არასრულწლოვანი შვილების ლ----------–---ს, თ--------------–---ს და დ--------------–---ს სასარგებლოდ, იქნება თვეში 500-500 ლარის ოდენობით.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ხ-----------–------ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე დადგენილია, რომ შეგებებულ სარჩელზე ლ----------–---ს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: დაეკისროს ლ----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 540 ლარის ოდენობით. ხ-----------–------ეს დაეკისროს ლ----------–---ს სასარგებლოდ ლ----------–---ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის ანაზღაურება.
10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.
სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. კერძოდ, თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება: ალიმენტის მიკუთვნებას; პირის დასახიჩრებას ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებას; მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებას; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებას; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენას ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია თამასუქისა და ჩეკის თაობაზე.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა ადგენს ე.წ. პრიორიტეტული მნიშვნელობის საქმეებს, რომელთათვისაც, საქმის განხილვის შემჭიდროებულ ვადებთან ერთად, გათვალისწინებულია მიღებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობაც. მათ შორის არის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
10.2. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეამოწმა რა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხ-----------–------ის წარმომადგენლის განცხადება ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ზ/აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მხოლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე , 268-ე, 270-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ხ-----------–------ის სარჩელი ლ----------–---ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
1.1. დაეკისროს ლ----------–---ს არასრულწლოვანი შვილის, 2003 წლის 31 აგვისტოს დაბადებული ლ----------–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 04 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
1.2. დაეკისროს ლ----------–---ს არასრულწლოვანი შვილის, 2004 წლის 22 ოქტომბერს დაბადებული თ--------------–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 04 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
1.3. დაეკისროს ლ----------–---ს არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 03 ივლისს დაბადებული დ--------------–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 04 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
1.4. დაეკისროს ლ----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 540 ლარის ოდენობით.
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ლ----------–---ს შეგებებული სარჩელი ხ-----------–------ის მიმართ განქორწინების და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
2.1. შეწყდეს ხ-----------–------ეს (----------------–------------------ და ლ----------–---ს (დაბ. 22.09.1977წ. პ--------------- შორის 2002 წლის 23 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
2.2. არასრულწლოვანი შვილების ლ----------–---ს, თ--------------–---ს და დ--------------–---ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ხ-----------–------ის საცხოვრებელი ადგილი.
2.3. ხ-----------–------ეს დაეკისროს ლ----------–---ს სასარგებლოდ ლ----------–---ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე