გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210016001491194
(2/361-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.06.2018 წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - შპს ‘ემ------------ი“
წარმომადგენელი - ტა-----– გე------ე
მოპასუხე - ხა---- ყუ---–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
მოპასუხე ხა---- ყუ---–---–ისათვის (პ/ნ 3----------) შპს“ემ------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 590 (ხუთასოთხმოცდაათი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 15 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება,რომლის საფუძველზე ხა---- ყურაშვილზე გაიცა სესხი-300 ლარი, 2014 წლის 14 აგვისტომდე. სარგებელი შეადგენდა 90 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი (7.4.პუნქტი) და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5% (7.5.პუნქტი), რამაც შეადგინა 900 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა -200 ლარამდე. მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხა---- ყუ---–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ 390 ლარის ფარგლებში, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, არ ცნო იმ საფუძვლით, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 15 ივლისს მოსარჩელე შპს „ემ------------“-სა და მოპასუხე ხა---- ყუ---–---–ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხა---- ყუ---–---–ზე გაიცა სესხი-300 ლარი, 2014 წლის 14 აგვისტომდე. სარგებელი შეადგენდა 900 ლარს.
3.2.2.ხელშეკრულების 7.4.პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს უნდა გაეხადა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ხოლო ხელშეკრულების 7.5. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%.
3.2.3.მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. გააჩნია დავალიანება -1310 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა-300 ლარი, სარგებელი-90 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა-20 ლარი და პირგასამტეხლო -900 ლარი, თუმცა მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 590 ლარამდე.
3.2.4.მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება 15.07.2014 წ)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ხა---- ყუ---–---–ს შპს „ემ------------ი“ -ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 590 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-418-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 15 ივლისს მოსარჩელე შპს „ემ------------“-სა და მოპასუხე ხა---- ყუ---–---–ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხა---- ყუ---–---–ზე გაიცა სესხი-300 ლარი, სარგებელი შეადგენდა 90 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 7.5. პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%. მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 900 ლარიდან შემცირდა 200 ლარამდე, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განსაზღვრულია დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არ აწესებს სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მხარეთა შორის ნების გამოვლენისას, რაიმე შეზღუდვას, ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან ისეთ პირობებზე, რაც მათთვისაა სასურველი და მისაღები. მოცემულ შემთხვევაშიც, მხარეები შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, როგორიც მათ სურდათ, მხარეებს შორის ნების გამოვლენის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა და მხარეთა შეთანხმებაში არც კანონსაწინააღმდეგო პირობა გამოვლენილა.
ვინაიდან ხა---- ყუ---–---–მა დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებების ანაზღაურება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე - ხა---- ყუ---–---–ს მოსარჩელე შპს“ემ------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 590 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, იურიდიული მომსახურების -40 ლარი, რომელთა გადახდაც მითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხე ხა---- ყუ---–---–ს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 356-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1 მოსარჩელე შპს“ემ------------ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს .
2. დაეკისროს მოპასუხე ხა---- ყუ---–---–ს (პ/ნ 3----------) შპს“ემ------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 590 (ხუთასოთხმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
3. დაეკისროს მოპასუხე ხა---- ყუ---–---–ს (პ/ნ 3----------) შპს“ემ------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარისა და იურიდიული მომსახურების -40 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია