გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210016001573310
(2/475-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.10.2018 წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თემურ ჩიტაია
მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“
წარმომადგენელი - ნი--- კა------ა
მოპასუხე - ნი----–---- გვ------ა (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - მა----- ჯა-------
დავის საგანი - თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე- ნი----–---- გვ------ა და მა----- ჯა-------სათვის 2013 წლის 26 დეკემბრის N0-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12896.28 (თორმეტი ათას რვაასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 28 თეთრი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ;
1.2.მოპასუხე- ნი----–---- გვ------ასათვის ოვერდრაფტის დავალიანების 648 (ექვსასორმოცდარვა) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ;
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მა----- ჯა-------მ სასარჩელო მოთხოვნა საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სრულად.
2.2.მოპასუხე- ნი----–---- გვ------ას ადგილსამყოფელი ვრ იქნა დადგენილი, რის გამოც მას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა საჯარო შეტყობინებით. ასევე, საჯარო შეტყობინებით ეცნობა სხდომის თარიღი. იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.შესაბამისად, ნი----–---- გვ------ას პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის წლის 26 დეკემბერს სს ,,ლი------------სა” და ნი----–---- გვ------ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 17.2500 %-ის დარიცხვით, მსესხებელზე გაიცა 11800 თერთმეტიათასრვაასი) ლარი.
3.2.2.საკრედიტო N0-------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის N0-------------- -1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა მა----- ჯა-------მ იკისრა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ფარგლები განისაზღვრა 17773 ლარით.
3.2.3.მსესხებელს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებია ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკების შესაბამისად, განსაზღვრულ დროს, შესაბამისი ოდენობის თანხის გადახდით; მოპასუხეებმა 2014 წლის 3 თებერვლიდან დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში.
3.2.4.მოსარჩელემ 2016 წლის 28 ოქტომბერს შეწყვიტა ხელშეკრულება.
3.2.5.მოპასუხეებს ნი----–---- გვ------ასა და მა----- ჯა-------ს დავალიანება შეადგენს 1289.28 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა -9133.91 ლარი, პროცენტი-1764.54 ლარი, ხოლო ჯარიმა-1997.83 ლარი.
3.2.6.ნი----–---- გვ------ა ასევე, სს ”ლი------------ში” სარგებლობდა ოვერდრაფტით და ოვერდრაფტის დავალიანება შეადგენს 648 ლარს.
3.2.6. მოპასუხე ნი----–---- გვ------ა საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება) ნი----–---- გვ------ას მიმართ საქართველოს სს კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გავრცელდა საჯარო შეტყობინებით. ნი----–---- გვ------ას სასამართლოსათვის არ მოუმართავს და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
-სესხის დაფარვის გრაფიკი;
- სს ”ლი------------ი”-ს ანგარიშის ამონაწერი;
- ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ;
-თავდებობის ხელშეკრულება;
-განჩინებები საჯარო შეტყობინების შესახებ.
- სს ”ლი------------ი”-ს ანგარიშის ამონაწერი ოვერდრაფტის დავალიანების შესახებ;
-მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ნი----–---- გვ------ასა და მა----- ჯა-------ს სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სოლიდარულად 1289.28 ლარის ანაზღაურება, ხოლო ნი----–---- გვ------ას 648 ლარის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე,463-464-ე,895-ე,898-ე, 873-ე,417-418-ე,902-ე,131-ე,361-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე 230-ე მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ნი----–---- გვ------აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ მოპასუხე მა----- ჯა-------მ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა ნი----–---- გვ------ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ნი----–---- გვ------ასთან ერთად მა----- ჯა-------ს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 17773 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე ნი----–---- გვ------ას ვალდებულებაა, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირი ინფორმირებული იყო. ამდენად, თავდებმა პირმა მა----- ჯა-------მ სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებმა იკისრეს საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''ლი------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1289.28 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა -9133.91 ლარი, პროცენტი-1764.54 ლარი და პირგასამტეხლო (ჯარიმა)-1997.83 ლარი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ვინაიდან მოპასუხე მა----- ჯა-------მ დაადასტურა მოპასუხის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების 12896.28 ლარის არსებობის ფაქტი, რაც მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხეებს ნი----–---- გვ------ასა და მა----- ჯა-------ს სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სოლიდარულად 1289.28 ლარის ანაზღაურება.
6.2. მოსარჩელე ასევე ითხოვს ოვერდრაფტის დავალიანების 648 ლარის დაკისრებას მოპასუხე ნი----–---- გვ------ასათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.
კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმის მასალების მიხედვით, ნი----–---- გვ------ა სარგებლობდა ოვერდრაფტით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ოვერდრაფტი არის მარტივი და მოკლევადიანი სესხის სახეობა, რომელიც ბარათზე საკმარისი თანხის არარსებობის შემთხვევაში იძლევა დამატებითი თანხებით სარგებლობის შესაძლებლობას.
საბანკო ამონაწერებით დადგენილია, რომ ნი----–---- გვ------ა სარგებლობდა ოვერდრაფტით და გააჩნია დავალიანება 648 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხე ნი----–---- გვ------ამ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''ლი------------ის'' სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს 648 ლარის ანაზღაურება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ნი----–---- გვ------ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მა----- ჯა-------მ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სრულად ცნო სარჩელის მოთხოვნა. შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი- 486.89 ლარი, საიდანაც მოპასუხე ნი----–---- გვ------ას სს ,,ლი------------ი“-ს) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 406.33 ლარის (დავის საგნის ღირებულების 3%) გადახდა, ხოლო სს „ლი------------ს“სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 80.56 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 356-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე სს ,,ლი------------ი“-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს ნი----–---- გვ------ას (პ/ნ 5----------) და მა----- ჯა-------ს (პ/ნ 3----------) სოლიდარულად სს ,,ლი------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 12896.28 (თორმეტიათასრვაასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარის ანაზღაურება.
1.2. დაეკისროს მოპასუხე ნი----–---- გვ------ას (პ/ნ5----------) სს ,,ლი------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 648 (ექვსასორმოცდარვა) ლარის ანაზღაურება.
2.დაეკისროს მოპასუხე ნი----–---- გვ------ას (პ/ნ5----------) სს ,,ლი------------ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 406.33 (ოთხასექვსი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
3.დაუბრუნდეს სს „ლი------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან მის მიერ 2016 წლის 25 ოქტომბერს N5--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან ზედმეტად გადახდილი 80.56 (ოთხმოცი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი.
4. განემარტოს მოპასუხე ნი----–---- გვ------ას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია