განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002042638
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-925-2018 15 იანვარი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - დ----- ღ-----------–--ე
წარმომადგენელი - პ----------–----ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ--------–- მ----–--ე
წარმომადგენელი - რ----------ე
მოპასუხე - ა--------- ღ-----------–--ე
წარმომადგენელი - ი--- დ-----აძე
მესამე პირი - სსიპ ს--–---–--------------------------------ს ბ------------–---–----------------------–------ი
წარმომადგენელი - ი--- დ-----აძე
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ--------–- მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა--------- ღ-----------–--ის (პ/ნ 6----------) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის ნ--------–- მ----–--ის საცხოვრებელი ადგილით. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის დროებითი განკარგულება (განჩინება) ნ--------–- მ----–--ის შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის შესახებ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მხარეები 2013 წლიდან ერთმანეთთან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2013 წლის 09 ივნისს შეეძინათ შვილი ა--------- ღ-----------–--ე, 2015 წლის 01 აპრილს მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება და ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. 2.2. ნ--------–- მ----–--ე და დ----- ღ-----------–--ე არიან 2013 წლის 09 ივნისს დაბადებული ა--------- ღ-----------–--ის ბიოლოგიური მშობლები. 2.3. მოსარჩელე განქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მამის ოჯახში. არასრულწლოვანი შვილი ა--------- ღ-----------–--ე საცხოვრებლად დარჩა მამის ოჯახში, რომელზედაც მამასთან ერთად ზრუნავდა ბებია მამის მხრიდან. 2.4. მოსარჩელე ნ--------–- მ----–--ემ 17 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო ფიზიკური ტრამვა, გონების მსუბუქი დაკარგვით, ტრამვიდან წელიწადნახევრის შემდეგ პაციენტს პირველად განუვითარდა გენერალიზებული ეპილეფსიური გულყრა ტონურკლონური კომპონენტით, გულყრა განმეორდა ერთი თვის შემდეგ და დროთა განმავლობაში გულყრების რაოდენობამ იმატა, აღნიშნულის შემდეგ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა კლინიკებში, მკურნალობის შედეგად გულყრები შეწყდა, პაციენტი თავს გრძნობს კარგად ენცეფალოგრამაზე ლოკალური პათოლოგია სინქრონიზაცია არ ვლინდება. 2.5. ნ--------–- მ----–--ე 2016 წლის თებერვლის თვიდან დასაქმებულია საკონდიტრო მაღაზია შპს დ---------- ში, შპს დ----------ი ნ--------–- მ----–--ეს ახასიათებს შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან პირად. 2.6. ნ--------–- მ----–--ეს საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია, ამჟამად ცხოვრობს მისი ძმის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, მოსარჩელის ძმა და რძალი ცხოვრობენ ცალკე ბინაში. მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობენ ნ--------–- მ----–--ის მშობლები. ბინა კეთილმოწყობილია საჭირო ავეჯითა და ინვენტარით. 2.7. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ადგილი, სადაც ცხოვრობდა მოსარჩელე, იძლეოდა ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელ საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის შესაძლებლობას. ბავშვის ასაკის და მისი დედასთან დამოკიდებულების გათვალისწინებით მართებულია ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განსაზღვრულიყო დედის საცხოვრებელი ადგილი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ხოლო, 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი). 2.9. სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის გათვალისწინებით, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ----- ღ-----------–--ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, კერძოდ: სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანის დროს დაეყრდნო სსიპ ს--–---–--------------------------------ს ბათუმის ცენტრის და ამავე ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნას, რომელიც არის აშკარად ტენდენციური და არაობიექტური. სოციალური სამსახურის დასკვნა ძირითადად აქცენტირებულია მოსარჩელეს პოზიციის გასამყარებლად და იძლევა არასრულ სურათს. დასკვნაში მითითებულია, რომ ნ--------–- მ----–--ეს შესწევს უნარი და გააჩნია საშუალება შვილის აღსაზრდელად, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ მას არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მაშინ, როდესაც მამას აქვს საკმაოდ კეთილმოწყობილი, სამსართულიანი კერძო სახლი. არ არის ასევე დაფიქსირებული ის ფაქტი, რომ ნ--------–-სთან ერთად ცხოვრობენ მისი მშობლები, რომლებთანაც ხშირად ტოვებს ბავშვს მაშინ, როდესაც მშობლები არიან მოხუცებულები, მამას აქვს ქრონიკული ბრონქიალური ასთმა, ხოლო დედას - მძიმე ფორმის გულის დაავადება, რაც შეეხება მამის - დ----- ღ-----------–--ის ოჯახს, რომელიც დასკვნაში ზოგადად არის მოხსენიებული, ჰყავს საკმაოდ ჯანმრთელი ოჯახის წევრები, რომლებთანაც დღემდე იზრდება და ცხოვრობს ა--------- ღ-----------–--ე, არის მუდმივი ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ, თუმცა ამის თაობაზე დასკვნაში არაფერია ნახსენები. 3.2. ასევე დასკვნაში მითითებულია, რომ ნ--------–- მ----–--ეს გააჩნია საკმაო შემოსავალი შვილის ნორმალურად აღზრდისათვის და წარმოდგენილი აქვს ცნობა ხელფასის შესახებ სადაც დაფიქსირებულია ხელფასის ოდენობა 200 ლარი; თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა და განსაზღვრა შვილის აღზრდისათვის 200 ლარის საკმარისობა აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე გაუგებარია, რატომ არ იქნა დასკვნაში მითითებული მიზეზი, თუ რატომ უჭირს ბავშვს ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობა, ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე, 8 თვის ასაკში დატოვა შვილი მამასთან, დატოვა სწორედ მაშინ, როდესაც ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედის სითბო და ალერსი და სამი წლის განმავლობაში მისი ვიზიტი შვილთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ 5-7 თვეში ერთხელ, ბავშვთან ვიზიტების გააქტიურება დაიწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც სარჩელით მიმართა სასამართლოს. რა თქმა უნდა ამის შესახებ არაფერია დასკვნაში ნაჩვენები, შეფასება მოახდინა მხოლოდ მოსარჩელეს ცრუ არგუმენტებით და არავითარი არგუმენტები არ მოუსმენია მამისა და მამის ოჯახის წევრების მხრიდან, რომ სწორი დასკვნა გაეკეთებინა, რაც, როგორც ჩანს სოციალური სამსახურის ინტერესს არ წარმოადგენდა. 3.3. ასევე საინტერესოა ამავე სამსახურის ფსიქოლოგის, თ--------------ის დასკვნა, სადაც მითითებულია ბავშვის შეზღუდული განვითარების შესახებ და ის, რომ ამაში დამნაშავეა ის გარემო, სადაც ბავშვი დღემდე იზრდება, თუმცა მოპასუხეს მიერ მოწვეული იქნა სხვა ფსიქოლოგი - ნ--------------ე, რომელმაც რადიკალურად განსხვავებული დასკვნა წარმოადგინა. დასკვნაში მიუთითა, რომ ბავშვის აღზრდა მამის ოჯახში არის მთავარი საზრუნავი, ბავშვი გრძნობს მის მიმართ სითბოსა და სიყვარულს და ნორმალურად, თავისი ასაკის შესაბამისად ვითარდება, ასევე განმარტა უარყოფითი შედეგი ბავშვის საცხოვრებლად დედასთან გადასვლის შემთხვევაში, აღნიშნა რომ რადიკალური ცვლილება და ჩვეული გარემოდან უცხო გარემოში გადასვლა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქოლოგიაზე, ხოლო ის, რომ ბავშვს არ სურს დედასთან წასვლა იმითაც დასტურდება, რომ სოციალურ სამსახურში, ფსიქოლოგთან პიველივე ვიზიტის დროს, სოციალური სამსახურის აგენტის მიერ იძულებით და თვითნებურად მოხდა დედაზე ბავშვის გატანება, რამაც გამოიწვია ბავშვის აღელვება და ტირილი. აღნიშნული, სოციალური მუშაკის მიერ უარყოფილი იქნა სასამართლო პროცესზე, თუმცა დასტურდება იმ პირების მიერ ვინც ესწრებოდა აღნიშნულ ფაქტს. 3.4. ასევე, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, წამოდგენილი მტკიცებულებების თანახმად იგი დაავადებულია გენერალიზებული ეპილეფსიით, რის საფუძველზეც დღემდე არის პენსიონერი და შვილის გადაცემა მსგავსი დაავადების მქონე პიროვნებისათვის მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მიუხედავად მოსარჩელეს მტკიცებისა, რომ იგი სრულად განკურნებულია აღნიშნული დაავადებისაგან არ დასტურდება არცერთი დოკუმენტით, რომლებიც წარმოადგენს იმწამიერი და ზედაპირული კვლევის შედეგს. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, აღნიშნული ცნობა წარმოდგენილი იქნა არასრული სახით, კონკრეტულად ამოღებული იქნა ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ „რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია გულყრების განმეორება და ფსიქიური აღგზნება და, რომ პაციენტს ესაჭიროება დინამიკაში დაკვირვება, ენცეფალოგრამის გადაღება“, ხოლო რაც შეეხება ნ--------–- მ----–--ეს, მან განაცხადა, რომ შეწყვიტა მკურნალობა, ვინაიდან თვლის, რომ გამოჯანმრლთელდა, თუმცა ავადმყოფობის პენსიას ისევ ღებულობს. აპელანტის მიერ მოპოვებული იქნა პროფესიონალი ეპილოპტოლოგების მიერ შედგენილი რეკომენდაციები ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ არის „შეტევის განმეორების მაღალი რისკი: იდეოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიური სინდრომების დროს, განსაკუთრებით იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიის შემთხვევებში. ეპილეფსიის მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ეფექტური გამოსავლის შემთხვევაში, მკურნალობა, სულ ცოტა, 5 წლის განმავლობაში, ხშირად კი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ამასთან, მკურნალობის ეფექტურობას განსაზღვრავს არა მარტო სამედიცინო, არამედ მრავალი ფსიქოლოგიური ფაქტორი“. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ სრული განკურნება, რეჟიმის დარღვევითა და მკურნალობის შეწყვეტით შეუძლებელია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბავშვის დედაზე გადაცემის შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებს. 3.5. ასევე აღსანიშნავია მოწმის სახით დაკითხული გ---–---- ღ-----------–--ისა და ნ---- ღ-----------–--ის ჩვენებები. ორივე მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბავშვი დედასთან ვიზიტის შემდეგ არის დათრგუნული და ითხოვს აღარ დატოვონ დედასთან და ეს ნამდვილად არ არის იმის შედეგი, რომ ნ--------–- მ----–--ესთან ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს. გ---–---- ღ-----------–--ემ ასევე აღნიშნა, რომ ექიმის რეკომენდაციით უყურადღებოდ არ ტოვებდა ბავშვს, რადგანაც შესაძლებელი იყო ეპილეფსიის შეტევის გამოვლენისა და ბავშვისთვის ზიანის მიყენების საფრთხე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2013 წლის 9 ივნისს დაბადებული ა--------- ღ-----------–--ე ნ--------–- მ----–--ისა (მოსარჩელე) და დ----- ღ-----------–--ის (აპელანტი) შვილია. 4.2. მოსარჩელე და აპელანტი ერთად არ ცხოვრობენ. 4.3. სარჩელის აღძვრის დროისათვის ბავშვი აპელანტთან იმოფებოდა, თუმცა ამჟამად იგი მოსარჩელესთან ცხოვრობს. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მართებულად განსაზღვრა ბავშვის საცხოვრებელი ადგილი. 4.5. ბ------------–---–----------------------–------ის სოციალური მუშაკის 2017 წლის 30 ნოემბრისა და 2018 წლის 23 იანვრის დასკვნებიდან დგინდება, რომ იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი აპელანტთან ცხოვრობდა, მოსარჩელე მის მონახულებას, ძირითადად, საბავშვო ბაღში ახერხებდა. 4.5.1. საბავშვო ბაღის პედაგოგის ინფორმაციით, დედა-შვილს შორის გულთბილი და მოსიყვარული დამოკიდებულება იყო. ბავშვი დედას ხშირად ახსენებდა და მასთან ყოფნის სურვილს გამოხატავდა: „ხშირად ამბობს, რომ დედასთან უნდა“. 4.5.2. აღნიშნული ბავშვის ფსიქოლოგიურმა კვლევამაც დაამტკიცა. ფსიქოლოგმა თავის დასკვნაში ბავშვისა და მოსარჩელის შეხვედრა აღწერა და მიუთითა, რომ დედას ბავშვმა გაუღიმა, ფეხზე ადგა, ჩაეხუტა, თვალებით ეკონტაქტებოდა, ხმაში გამოცოცხლება დაეტყო და უფრო კონტაქტური გახდა. ვიზიტის დასრულებისას კი ჭირვეულობდა, მოუსვენრად იქცეოდა, ნივთები უწესრიგოდ მიმოფანტა. ფსიქოლოგის აზრით, ამ ქცევით ბავშვი, სავარაუდოდ, დედასთან წასვლის სურვილს გამოხატავდა. მეტიც „დედას არ წახვიდეო თხოვდა. შემდეგ უფრო გაჯიუტდა და თავისი ინიციატივით გაყვა დედას“. 4.5.3. ამრიგად, ნათელია, რომ ბავშვს დედასთან ცხოვრება სურდა. 4.5.4. ეს მან სააპელაციო სასამართლოში, შესაფერის გარემოში გამართულ სხდომაზე საკუთარი ქცევით დაადასტურა კიდეც. კერძოდ, ოთახში დედისა და მამის შემოსვლის დროს, თავდაპირველად, მოსარჩელეს მიაშურა და, შემდგომშიც, უფრო მეტად მასთან ყოფნას ცდილობდა. 4.6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოციალურმა მუშაკმა ბავშვი იმჟამინდელ საცხოვრებელ ადგილზეც მოინახულა. 4.6.1. „დასკვნების“ მიხედვით იმ დროს ბავშვი კონტაქტში ძნელად შედიოდა, შეკითხვებს პასუხობდა მორცხვად, საუბრის დროს იგრძნობოდა დაძაბულობა და საჭირო ხდებოდა კითხვის რამდენჯერმე განმეორება. აღენიშნებოდა შფოთვის მაღალი დონე და ტრავმასთან ასოცირებული გამოხატული ემოციები. ჰქონდა პროტესტის გრძნობა გამოხატული რეაქციებით. 4.6.2. ამრიგად, აშკარაა, რომ იმ დროისათვის ბავშვი მისთვის მისაღებ, მისი ინტერესების შესაფერის გარემოში არ იზრდებოდა. 4.6.3. ამას ისიც ადასტურებს, რომ „დასკვნების“ თანახმად, „დედასთან დაკავშირებული პრობლემების“ თაობაზე ოჯახის წევრები ბავშვის თანდასწრებით საუბრობდნენ. ეს კი პალატის აზრით, ბავშვისათვის, უთუოდ, დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო და მის ემოციურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახებოდა. 4.7. სოციალური მუშაკის დასკვნები ბავშვის ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებმაც დაადასტურა. 4.7.1. „კვლევის“ მიხედვით, ბავშვს კონტაქტში შესვლა უჭირდა, ხშირად ეცვლებოდა გამომეტყველება, ჰქონდა სუსტი საპასუხო რეაქციები, აკვიატებული მოძრაობები, წრიალებდა, იდგა ზურგშექეცვით, ხმაურზე კრთებოდა, შეკითხვებზე გაურკვევლად, ხმადაბლა პასუხობდა ან, ძირითადად, არ უსმენდა მზერა ჰქონდა სივრცეში გაფანტული, უჭირდა ყურადღების კონცენტრაცია, ვერ ასრულებდა ისეთ დავალებებს, რაც გონებრივ აქტივობასთან იყო დაკავშირებული. 4.7.2. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელისა და მასწავლებლების ინფორმაციითაც, ბაღში შესვლის დროისათვის ბავშვი „ცოტათი“ აგრესიული იყო, ესაჭიროებოდა უფროსების დახმარება, არ იყო აქტიური, არ ურთიერთობდა ყველა აღსაზრდელთან და იყო უფრო ჩაკეტილი საკუთარ თავში. უჭირდა მეტყველება, ტანისამოსის გახდა და ჭამა. 4.8. ამისგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლოში, შესაფერის გარემოში გამართულ სხდომაზე ბავშვი განსხვავებულად იქცეოდა: მისთვის აბსოლუტურად უცნობ პირებთან, მოსამართლეებთან ურთიერთობა დაძაბულობის გარეშე დაამყარა და კითხვებს ასაკის შესატყვისი, თავისუფალი პასუხები გასცა. 4.8.1. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელესთან საცხოვრებლად გადასვლამ ბავშვზე უდავოდ დადებითად, კეთილისმყოფელად იმოქმედა. იგი დამშვიდდა, კომუნიკაბელური და ლაღი გახდა. 4.9. ამის შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ბავშვის სავსებით ინტერესებს შეესაბამებოდა. 4.10. პალატის აზრით, აპელანტის მიერ წარმოდგენილი, ფსიქოლოგ ნ--------------ის „ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები“ საწინააღმდეგოს არ ამტკიცებს. 4.10.1. პალატა აღნიშნავს, რომ ეს საბუთი, არსებითად, სარეკომენდაციო ხასიათისაა და დამაჯერებელიც არ არის. 4.10.2. „გამოკვლევის შედეგებიდან“ მხოლოდ იმის გარკვევა შეიძლება, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს ბავშვი გარეგნულად მოწესრიგებული იყო; აქტიურად კონტაქტობდა, როგორც ოჯახის წევრებთან, ე.ი. ბებია-პაპასთან, ისე - კვლევის ავტორთან; გამოხატა ინტერესი თვალსაჩინო მასალის მიმართ; შეასრულა ასაკის შესაბამისი აქტივობები; დაასახელა ფერები, ცხოველები, ხილ-ბოსტნეული და საუბრობდა გამართულად, მცირე ასაკისთვის დამახასიათებელი ფონოლოგიური სირთულეებით. 4.10.3. პალატის აზრით, ზემოხსენებული ინფორმაცია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ ბავშვს დედასთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა, სრულიად არასაკმარისია. 4.10.4. მეტიც, დასკვნის შინაარსის მიხედვით, ფსიქოლოგი მოსარჩელისა და ბავშვის ურთიერთობას არ დაკვირვებია და, ბუნებრივია, ვერც იმას დაადგენდა, რომ ბავშვი დედასთან კომუნიკაციაზე უარს აცხადებდა. 4.11. პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს მშობელთა მატერიალურ მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია. 4.11.1. არ შეიძლება ბავშვის საცხოვრებელი ადგილი ერთ-ერთ მშობელთან განისაზღვროს მხოლოდ იმის გამო, რომ მას, მეორე მშობელთან შედარებით, უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები და შემოსავალი აქვს. 4.11.2. დადგენილია, რომ მოსარჩელესთან ბავშვი მისთვის საჭირო და აუცილებელი გარემოთი სავსებით უზრუნველყოფილია, ეს კი საცხოვრებელი ადგილის განსასაზღვრად საკმარისია. 4.12. არ არსებობს არც-ერთი სარწმუნო სამეცნიერო კვლევა და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს მშობლის მოვალეობის ჯეროვნად შესრულება არ შეუძლია და მისი დაავადება ბავშვისათვის საფრთხეს წარმოადგენს. 4.12.1. ამის გამო, პალატა აპელანტის მსგავს, ყოვლად დაუსაბუთებელ, დისკრიმინაციულ და მიუღებელ მოსაზრებას ვერც გაიზიარებს და ვერც შეფასებს. 4.13. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, არსებითად, სწორად დაადგინა. 4.14. თუმცა, ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 4.14.1. საქართველო აღნიშნული კონვენციის მონაწილეა და კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს მისთვის სამართლებრივი ძალა გააჩნია. 4.14.2. კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. 4.14.3. პალატის აზრით, ამ ვალდებულების შესრულება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს უშუალოდ შეესაბამება. 4.14.4. ამ საქმეში ყველა ფსიქოლოგიური კვლევის ავტორმაც ცალსახად დაადასტურა, რომ მშობლებთან ურთიერთობის ნაკლებობა და მათ შორის არსებული კონფლიქტი ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად ისახებოდა. 4.14.5. საქმის განხილვის პროცესში მხარეებს საწინააღმდეგო არ მიუთითებიათ. 4.14.6. ამის შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უნდა გამოიტანოს იმგვარად, რომ მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყოს ბავშვთან ორივე მშობლის ურთიერთობა. 4.14.7. სხვაგვარად, ეს ურთიერთობა შეიძლება გართულდეს, მისი მოწესრიგება გაჭიანურდეს, რაც ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. 4.15. აღსანიშნავია, რომ მსგავს ვალდებულებას სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობაც აკისრებს. 4.15.1. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1128-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, როცა მეუღლენი არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელ ადგილსა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი). 4.15.2. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 356-ე მუხლის 1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი განცხადებით, გადაწყვეტს ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს. 4.16. ამის შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან ერთად, სასამართლომ აპელანტის მასთან ურთიერთობის წესიც უნდა დაადგინოს. 4.17. როგორც მხარეები, ისე ბავშვის საპროცესო წარმომადგენელი თანხმდებიან, რომ იმ მშობელთან, ვისთანაც ბავშვი საცხოვრებლად არ დარჩება მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევს 18 საათიდან კვირას 12 საათამდე, ასევე სასკოლო არდადეგების პირველ ნახევარში, სახლში წაყვანის უფლებით. 4.17.1. პალატა იზიარებს ამ პოზიციას და მიაჩნია, რომ აპელანტის შვილთან ურთიერთობის წესი სწორედ ამგვარად უნდა დადგინდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დ----- ღ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება ნ--------–- მ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და დ----- ღ-----------–--ისათვის ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის დროებითი განკარგულების (განჩინების) გაუქმების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. ნ--------–- მ----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ა--------- ღ-----------–--ის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის, ნ--------–- მ----–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. უნდა დაერთოს ნება დ----- ღ-----------–--ეს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, ა--------- ღ-----------–--ესთან ყოველი კვირის პარასკევს 18 საათიდან კვირას 12 საათამდე, ასევე სასკოლო არდადეგების პირველ ნახევარში, სახლში წაყვანის უფლებით.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, დ----- ღ-----------–--ეს ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 25 ლარის ანაზღაურება და, ასევე - მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 200 ლარის გადახდა. 6.2. თავის მხრივ, ნ--------–- მ----–--ეს დ----- ღ-----------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟის ნაწილის, 75 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. დ----- ღ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება ნ--------–- მ----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და დ----- ღ-----------–--ისათვის ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში;
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის დროებითი განკარგულების (განჩინების) გაუქმების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. ნ--------–- მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. ა--------- ღ-----------–--ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის, ნ--------–- მ----–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. დაერთოს ნება დ----- ღ-----------–--ეს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, ა--------- ღ-----------–--ესთან ყოველი კვირის პარასკევს 18 საათიდან კვირას 12 საათამდე, ასევე სასკოლო არდადეგების პირველ ნახევარში, სახლში წაყვანის უფლებით;
7. დ----- ღ-----------–--ეს ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა;
8. დ----- ღ-----------–--ეს ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის გადახდა;
9. ნ--------–- მ----–--ეს დ----- ღ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარის გადახდა;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ნანა კალანდაძე