გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
211210018002342390
საქმე N2-13/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.05.2018 წელი დ.ხულო
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს
ხულოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი: მაყვალა ხიმშიაშვილი
მოსარჩელე- ნო------------–-ძე
მოპასუხე- თა----------–---ძე
წარმომადგენელი- ომ---------–---–ი
დავის საგანი: მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე ნო------------–-ძემ სარჩელით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შეწყდეს ქორწინება მასა და მოპასუხე თა-----------–---ძეს შორის.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოპასუხე თამარ ბოლქვაძესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1974 წლის 05 თებერვლიდან. დღეის მდგომარეობით ოჯახში არსებული ურთიერთ შეუთანხმებლობისა და კონფლიქტების გამო შეუძლებელია თანაცხოვრების გაგრძელება. მოპასუხე არ არის თანახმა განქორწინებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე ის მოითხოვს, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თა----------–---ძე და მისი წარმომადგენელი შესაგებელში ნაწილობრივ დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო მთლიანად და დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას განქორწინების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნო------------–-ძე და მოპასუხე თა----------–---ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 1974 წლის 05 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა
-სასარჩელო განცხადება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნო------------–-ძეს და თა----------–---ძეს ფაქტობრივად აღარ აქვთ ცოლ-მრული ურთიერთობა. მოსარჩელე კატეგორიული წინააღმდეგია ოჯახის აღდგენისა, რადგან ამის შესაძლებლობას გამორიცხავს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გამო.
სასამრთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება
-შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენელის ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლს შესაბამისად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებოს დავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განქორწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად მიღებული ზომებისა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნო------------–-ძესა და თა----------–---ძეს შორის მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს ოჯახის შენარჩუნების შეუძლებლობის გამო, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ დაკმაყოფილებული უნდა იქნეს და მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელე კატეგორიული წინააღმდეგია მოპასუხესთან თანაცხოვრების, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ შერიგების ვადის განსაზღვრა ოჯახის აღდგენის მიზანს არ ემსახურება და იგი მკვეთრად შელახავს მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს, მის ნებას არ ცხოვრობდეს არასასურველ პარტნიორთან და ჰპოვოს სიმშვიდე იძულებაზე დაფუძნებული ოჯახური თანაცხოვრების გარეშე.
”ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) პრეამბულა მიუთითებს, რომ ”ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებები აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს. გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციის ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო...” მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის მესამე ნაწილით, ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყო საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.”
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 03 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნის და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თა----------–---ძემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 50 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3,4-ე, მე-8, 53-ე, 243--244-, 250-ე, 257-ე, 354-ე, 356-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნო------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ნო------------–-ძესა (პ/ნ №-----------) და მოპასუხე თა----------–---ძეს(პ/ნ №6----------) შორის 1974 წლის 5 თებერვალს სსგს ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის (აქტის ჩანაწერი N-----------) მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით.
3. მოსარჩელე ნო------------–-ძეს დაუბრუნდეს სამოქალაქო საქმეზე მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხულოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე