თავი II — საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია
1. მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
2. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეურვე, მზრუნველი ან მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი ამას საქართველოს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(21)
საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
…ჩათვლით. თუ მეზღვაურს არ ჰყავს ქვრივი, მაშინ ზემოთ ხსენებული თანხა გადახდილი უნდა იყოს იმ ადამიანზე, რომელიც უფლებამოსილი იქნება კანონის მიერ. მეზღვაური ითვლება,,კომპანიაში დასაქმებულად“ იმ პერიოდის განმავლობაში რა პერიოდითაც მე-16 და მე-17 მუხლები იქნება ძალაში და იმ შემთხვევაში თუ სიკვდილი გამოწვეულია, უშუალოდ ავადმყოფობით ან დაზიანებით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მეზღვაურის დასაქმების…
…ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. ამავე კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი,…
…შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში. 11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს…
…პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. 9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს…
…საქმეზე წარმოადგენდა კომპეტენტურ სასამართლოს, ხოლო საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია აღნიშნულ საქმეზე, ვინაიდან მეურვე საქართველოს მეშვეობით ითხოვს მეურვეობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ცნობას [ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი: მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ,…