დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 23.09.2026
საქმის ნომერი
ა-4167-შ-135-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-4167-შ-135-2026 23 სექტემბერი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ი.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მე-8 სამოქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმის №2025/1216)

დავის საგანი – მეურვეობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მე-8 სამოქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2025/1216), თ.ა–ი (თურქეთის რესპუბლიკის პირადობის ნომრით .........) ცნეს ი.ო–ის (თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობის ნომერი ....... მეურვედ.

2. თ.ა–იმ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მე-8 სამოქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2025/1216) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 აგვისტოს განჩინებით თ.ა–ის შუამდგომლობა, თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მე-8 სამოქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. როგორც უკვე აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მე-8 სამოქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ.ა–ი ცნეს ი.ო–ის მეურვედ.

6. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 20 დეკემბერს.

7. საქმეში წარმოდგენილი პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლების მიხედვით, თ.ა–ი და ი.ო–ი საქართველოს მოქალაქეები არიან.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

10. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, რომელიც ხელს შეუშლიდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე.

13. ამდენად, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მე-8 სამოქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირების საქართველოს მოქალაქეობა და, ამასთან, არ არსებობს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისათვის კანონით დადგენილი წინაპირობები არსებობს.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 20-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ბურსას მე-8 სამოქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2025/1216), რომლითაც თ.ა–ი (თურქეთის რესპუბლიკის პირადობის ნომრით ........) ცნეს ი.ო–ის (თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობის ნომერი .........) მეურვედ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია