გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2019
საქმის ნომერი
330210019003067178
კატეგორია
დავის ტიპი
ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/15197-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ლ-------–---------–---–-

წარმომადგენელი - გ----------------–---–-

მოპასუხე - დ--–---------–---–-

წარმომადგენელი - ხ------------------ი

დავის საგანი - ქორწინების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დ--–---------–---–სა (დაბადებული 1951 წლის 1--------ს, პ/ნ 0----------) და ნ---------------–---–ს (დაბადებული 1----–--–ს, პ/ნ 0----------) შორის, 1--- წლის 2--------–ს რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების აქტის ჩანაწერი #2---, მოწმობის გამცემი ორგანო - სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური) ბათილად ცნობა;

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელის განმარტებით მასსა და ნ---------------–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1--- წლის 05 ივლისს, რ------–-, ქ. ო---–---ში. თანაცხოვრების პერიოდში 1--- წლის 2-----------რს შეეძინათ შვილი - დენის ღვინიაშვილი, რომელიც 2--- წლის 3--------ს გარდაიცვალა. 2----–--–ს რ------–- გაყიდეს სახლი და საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად გადმოვიდა საქართველოში, ქ. თბილისში, გ-----------. #---ში, სადაც ცხოვრობს დღემდე. ნ---------------–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 3---------ერს.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მასსა და ნ---------------–---–ს შორის 1980 წელს მოხდა კონფლიქტი, რის გამოც ნ---------------–---–ი დაბრუნდა საქართველოში, სადაც 1--- წლის 2--------–ს მოახდინა ქორწინების რეგისტრაცია მოპასუხე დ--–---------–---–თან, შეეძინათ ქალიშვილი ირინე ღვინიაშვილი რის შესახებაც მოსარჩელემ არაფერი იცოდა. 1983-84 წლებში ნ---------------–---–ი დაბრუნდა რ------–-, შეურიგდა მოსარჩელეს და გააგრძელეს ერთად ცხოვრება. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2----–--–ს. ნ---------------–---–ს სურდა დ--–---------–---–თან ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა, მაგრამ ის ცხოვრობდა საბერძნეთში და აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა განქორწინება, ხოლო 2--- წლის 3---------ერს კი ნ---------------–---–ი გარდაიცვალა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე დ--–---------–---–მა სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე ცნო და განმარტა, რომ 1--- წლის 2--------–ს იქორწინა ნ---------------–---–თან, ხოლო 1983 წლის 01 აპრილს შეეძინათ შვილი - ირინე ღვინიაშვილი. ნ---------------–---–ი სამუშაოდ წავიდა რ------–-, პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და ასევე ჩადიოდა თავად შვილთან ერთად რ------–-. მოგვიანებით მისთვის გახდა ცნობილი, რომ ნ---------------–---–ს რ------–- ჰყავდა ცოლ-შვილი, რაც გახდა მათი დაშორების მიზეზი. ნ---------------–---–მა 2011-2014 წლებში გაყიდა რ------–- ყველაფერი და ქ. თბილისში გ-----------. #---ში შეიძინა ბინა და ავტომანქანა, ვინაიდან, ის აღარ შეურიგდა მეუღლეს, მან რ------იდან ჩამოიყვანა ცოლ-შვილი საქართველოში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლ-------–---------–---–ს და ნ---------------–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1--- წლის 05 ივლისს, რ------–-, ქ. ო---–---ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ.15-17);

 

3.1.2. დალი ქვლივიძეს და ნ---------------–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1--- წლის 2--------–ს საქართველოში, ქ. თბილისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ. 14);

 

3.2.3. 2018 წლის 23 ივლისს გაცემული, რ-------- ფ-------–იის მთავრობის მიერ, 1998 წლის 31 ოქტომბერის #1--- დადგენილებით დამტკიცებული, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერის არარსებობის შესახებ უწყება #2---ის მიხედვით, ნ---------------–---–ს და ლ-------–---------–---–ს შორის ქორწინების გაუქმების აქტის ჩანაწერი ო---–---ის ოლქის მმაჩის სამმართველოს, ო---–---ის რაიონის მმაჩის ტერიტორიული განყოფილების არქივში არ არსებობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 23 ივლისს გაცემული, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერის არარსებობის შესახებ უწყება #2-- (იხ.ს.ფ.19-20).

 

3.2.4. ნ---------------–---–ი გარდაიცვალა 2--- წლის 3---------ერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს.ფ.24).

 

3.2.5. ნ---------------–---–ის და ლუდმილა ღვინისშვილის შვილი - დენის ღვინიაშვილი გარდაიცვალა 2--- წლის 3--------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გარდაცვალების მოწმობა (იხ.ს.ფ.25).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, ვინაიდან დადასტურდა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე, 1107-ე, 1108-ე, 1120-ე, 1143-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.მოსარჩელე ლ-------–---------–---–მა ნ---------------–---–ს და დალი ქვლივიძეს (ქორწინების შემდგომი გვარი - ღვინიაშვილი) შორის ქორწინების ბათილად ცნობა

მოითხოვა იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ის რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ---------------–---–თან 1--- წლის 05 ივლისიდან, ხოლო ნ---------------–---–მა, ისე, რომ მათ შორის არ მომხდარა ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა, 1--- წლის 2--------–ს განახორციელა ქორწინების რეგისტრაცია მოპასუხე - დ--–---------–---–თან. ქორწინებების ბათილად ცნობა სჭირდება გამომდინარე იქედან, რომ მიიღოს გარდაცვლილი მეუღლის ნ---------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები.ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის მიხედვით კი დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;

 

ამავე კოდექსის 1143-ე მუხლის ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების ბათილობა წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების გაუქმებას, რომელსაც კანონი ნამდვილ ქორწინებასთან აკავშირებს. იგი დგება მაშინ, როცა დარღვეულია ქორწინების აუცილებელი პირობები, ან იგი მომხდარია იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობისას, რომლის დროსაც ქორწინება აკრძალულია ან კიდევ, ყველა ფორმალური ნიშნის დაცვით, მაგრამ იმ განზრახვის გარეშე, რომ ნამდვილად შეიქმნას ოჯახი. ქორწინების ბათილად ცნობა ნიშნავს იმას, რომ არ წარმოიშვა ის იურიდიული შედეგები, რაც ნამდვილ ქორწინებას მოსდევს. ქორწინების ბათილად ცნობა, მხოლოდ, სასამართლოს შეუძლია. ქორწინების გაბათილება შეიძლება მიჩნეული იქნას იმ პირთა მიმართ გამოყენებულ სანქციად, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში.

 

მოპასუხე დ--–---------–---–-ს წარმომადგენელმა საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა და თანახმაა, ბათილად იქნას ცნობილი ნ---------------–---–ს და დალი ქვლივიძეს (ქორწინების შემდგომი გვარი - ღვინიაშვილი) შორის 1--- წლის 2--------–ს განახორციელებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე დ--–---------–---–-ს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ლ-------–---------–---–-ს სარჩელი მოპასუხე დ--–---------–---–-ს მიმათ ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ლ-------–---------–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა (ს.ფ. 30);

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხე დ--–---------–---–- უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელის სასრგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელე ლ-------–---------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა- 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, მე-8, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.ლ-------–---------–---–-ს სარჩელი დ--–---------–---–-ს მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1.ბათილად იქნას ცნობილი დ--–---------–---–სა (დაბადებული 1----–-–-ს 1--------ს, პ/ნ 0----------) და ნ---------------–---–ს (დაბადებული 1----–--–ს, პ/ნ 0----------) შორის, 1--- წლის 2--------–ს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების აქტის ჩანაწერი #2---, მოწმობის გამცემი ორგანო - სსგს თბილისის დამოქალაქო რეესტრის სამსახური);

 

2.მოპასუხე მხარე გათავისუფლდეს მოსარჩელის სასრგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

3.ლ-------–---------–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს გ----------------–---–-ს (პ/ნ 0----------) მიერ სარჩელზე 07.06.2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც ჩარიცხულია სს ,,თიბისი ბანკში“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება #0.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე - 5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე