1. საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების გარდა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ შეუძლიათ როგორც ხმელეთზე, ასევე წარმდგენი სახელმწიფოს გემბანზე მომხდარი დანაშაულის მიმართ აღძრან სისხლის სამართლის საქმე, იმ შემთხვევის გარდა, თუ:
ა) ჩადენილ იქნა დანაშაული ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ან მის წინააღმდეგ, ან რომელიმე პირის მიერ ან მის წინააღმდეგ, რომელიც არ არის კაპიტანი ან ეკიპაჟის წევრი;
ბ) ირღვევა სიმშვიდე და უსაფრთხოება, ან თუ ეს დანაშაული ისჯება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, როგორიც არის სახელმწიფოს უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ემიგრაცია, განსაკუთრებით არალეგალური ემიგრაცია, ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება, საბაჟო საკითხები ან წყლის დაბინძურება;
გ) ჩადენილი დანაშაული ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არანაკლებ ხუთი წლის ვადით;
დ) საკონსულო თანამდებობის პირმა მოითხოვა ან მისცა თანხმობა;
ე) ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს ხალხის უკანონო შემოყვანას, იარაღის, ნარკოტიკებისა და სხვა სახის ძლიერმოქმედი ნივთიერებების არაკანონიერად შემოზიდვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ეხება აგრეთვე იმ შემთხვევებს, როცა ადგილსამყოფელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები მოწმედ გამოიძახებენ გემთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმდგენი ქვეყნის გემის კაპიტნებსა ან ეკიპაჟის წევრებ