1. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან და შეხვდეს მათ. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც აქვთ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირებთან ურთიერთობისა და შეხვედრის ასეთივე თავისუფლება.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეძლებისდაგვარად გააკეთებენ ყველაფერს, რათა გაუადვილონ საკონსულო თანამდებობის პირებს წარმდგენი სახელმწიფოს იმ მოქალაქეებთან ურთიერთობა, რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და კატასტროფის ან უბედური შემთხვევის დროს განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები მათ დასახმარებლა