1. საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირებს უფლება აქვთ გაუწიონ დახმარება წარმდგენი სახელმწიფოს გემებს, რომლებიც იმყოფებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პორტებში, შიდა ან ტერიტორიულ წყლებში.
2. გემის კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები უფლებამოსილნი არიან კავშირი იქონიონ იმ საკონსულო ოლქის საკონსულო დაწესებულების მეთაურთან, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება გემი. ამ უკანასკნელს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების გარეშე შეუძლია სრულიად თავისუფლად განახორციელოს 36-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები. ამ ფუნქციების განსახორციელებლად საკონსულო დაწესებულების მეთაურს მისი სურვილისამებრ შეუძლია ავიდეს გემბანზე მარტო ან ერთი ან რამდენიმე საკონსულო დაწესებულების პერსონალის მუშაკის თანხლებით, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გემს ექნება პორტში თავისუფალი შესვლის ნებართვა.
3. საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დადებული ნებისმიერი საზღვაო შეთანხმებით გათვალისწინებული დებულების გარდა, გემის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში მივიდნენ იმ საკონსულო ოლქის საკონსულო დაწესებულებაში, სადაც იმყოფება გემი, რისთვისაც მათ უნდა ჰქონდეთ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ გაცემული საშვი. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება წინააღმდეგია იმის გამო, რომ პრაქტიკულად ვერ ხერხდება დაინტერესებული პირის დაბრუნება გემის გასვლამდე, მაშინ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ ატყობინებს კომპეტენტურ საკონსულო დაწესებულებას.
4. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია თხოვნით მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლებას მოცემული მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლება უწევს დახმარებას იმ გამონაკლისით, თუ არსებობს თხოვნის შეუსრულებლობის საფუძვლიანი მიზეზ