1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ წარმდგენი სახელმწიფოს გემის საშინაო საქმეებში, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ან გემის კაპიტნის თხოვნის ან ნებართვის გარეშე.

2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ან გემის კაპიტნის თხოვნის ან ნებართვის გარეშე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ გემბანზე მომხდარ მოვლენებში გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამით ირღვევა სიმშვიდე და საზოგადოებრივი წესრიგი ან გამოწვეულია ჯანდაცვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების აუცილებლობით როგორც ხმელეთზე, ისე პორტში, ან უწესრიგობის მოგვარების მიზნით, როდესაც მასში არ მონაწილეობენ ეკიპაჟის წევრები.

3. 53-ე მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ დააპატიმრონ ან დაკითხონ პიროვნება, რომელიც იმყოფება გემბანზე, დაადონ ყადაღა გემს, მის მთლიან ტვირთს ან ტვირთის ნაწილს ან ჩაატარონ გამოძიება გემზე. ზემოხსენებულმა ორგანოებმა უნდა შეატყობინონ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა ის დაესწროს გამოძიების, ყადაღის დადების ან დაპატიმრების პროცედურას. გემის კაპიტანს ან სხვა ოფიციალურ პირს თავის მხრივ უფლება აქვთ შეატყობინონ საკონსულო თანამდებობის პირს, რათა თვითონ ან მისი წარმომადგენელი დაესწროს გამოძიების, ყადაღის დადების, ან დაპატიმრების პროცედურას. თუ საკონსულო თანამდებობის პირი ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება ასეთ ღონისძიებას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები აწვდიან მას ყოველგვარ ინფორმაციას ჩატარებული ღონისძიების შესახებ. დანაშაულის ფაქტზე წასწრების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ ატყობინებენ საკონსულო თანამდებობის პირს სასწრაფოდ ჩატარებული ღონისძიების შესახებ.

4. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება ჩვეულებრივი შემოწმების დროს, როგორიც არის საბაჟო შემოწმება, სანიტარიული კონტროლი, უცხოელების შესვლისა ან უშიშროების საერთაშორისო სერტიფიკატის შემოწმება, აგრეთვე ყადაღის დადება გემის ტვირთზე ან მისი ტვირთის ნაწილზე სამოქალაქო ან სავაჭრო ღონისძიებების დროს, რომლებიც ტარდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების თანდასწრები