1. წარმდგენი სახელმწიფოს გემის კაპიტნის ან ეკიპაჟის რომელიმე წევრის გარდაცვალების ან გემბანიდან გაუჩინარების შემთხვევაში, გემის კაპიტანს, მის მოადგილეს ან საკონსულო თანამდებობის პირს აქვთ განსაკუთრებული უფლება ჩაატარონ გარდაცვლილის ან გაუჩინარებულის მიერ გემბანზე დატოვებული ნივთების, ფასეულობებისა და სხვა ქონების აღწერა, აგრეთვე განახორციელონ სხვა აუცილებელი ღონისძიებები ზემოაღნიშნული ქონების შესანახად ან მემკვიდრისათვის გადასაცემად.

2. თუ გარდაცვლილი ან გაუჩინარებული იყო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, გემის კაპიტანი ან მისი მოადგილე, გარდაცვალების ან გაუჩინარებისთანავე ჩაატარებენ ქონების აღწერას, რომლის ერთი ზუსტი ეგზემპლარი მიეწოდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული უფლება განახორციელონ სხვა აუცილებელი ღონისძიებები ქონების შესანახად ან მემკვიდრისათვის გადასაცემად.

3. საკონსულო თანამდებობის პირმა, ამ მუხლით გათვალისწინებულ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით, თავისი უფლებების განხორციელებისას უნდა იმოქმედოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისა