1. თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა განიცადა მარცხი, თავთხელზე გაირიყა ან დაიღუპა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდა ან ტერიტორიულ წყლებში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლო მოკლე ვადაში უნდა შეატყობინონ საკონსულო თანამდებობის პირს ინცინდენტისა და იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ განახორციელეს გემის, ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთის, ინვენტარის და გემბანზე არსებული სხვა საგნების გადასარჩენად და დასაცავად.

2. ასეთ შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა გემის მარცხის, თავთხელზე გარიყვის ან დაღუპვის შემთხვევაში მისი ტვირთისა და გემბანზე არსებული სხვა ნივთების დასაცავად, აგრეთვე გემბანზე მყოფი პირების გადასარჩენად და გემზე მოროდიორობისა და უწესრიგობის ასალაგმავად. ზემოხსენებული ღონისძიებები ვრცელდება ყველა იმ საგანზე, რომელიც შეადგენს გემის ან მისი ტვირთის განუყოფელ ნაწილს და იმყოფება გემიდან მოშორებით. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ყოველგვარ დახმარებას გაუწევენ საკონსულო თანამდებობის პირებს გემის მარცხის, თავთხელზე გარიყვის ან დაღუპვის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღებაში. საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ თხოვნით მიმართონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რათა ჩაატარონ ზემოაღნიშნული ზომები გემის კაპიტანთან ერთად.

3. თუ გემმა განიცადა მარცხი და მისი ტვირთი ან სხვა საგნები ნაპოვნია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნაპირზე ან მის ახლოს ან გადატანილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს რომელიმე პორტში, გემის კაპიტანს, გემისა და ტვირთის მფლობელს ან მის წარმომადგენელს და დამზღვევებს არა აქვთ საშუალება განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები გემისა და ტვირთის დაცვისა და გადასარჩენად, საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მფლობელის წარმომადგენლის სახელით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებსაც თვით მფლობელი განახორციელებდა ასეთ შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ აგრეთვე მიიღონ სათანადო ზომები, იმ შემთხვევაში, თუ გემზე არსებული ტვირთი ან ნივთები ეკუთვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეროვნებისა, გადატანილ იქნა რომელიმე პორტში ან ნაპოვნი იქნა ნაპირზე ან მის ახლოს ან გემის მარცხის, თავთხელზე გარიყვის ან დაღუპვის ადგილას. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლო მოკლე ვადაში უნდა შეატყობინონ საკონსულო თანამდებობის პირს ამ ნივთების არსებობის შესახებ.

5. საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს დაესწროს გამოძიებას გემის მარცხის, თავთხელზე გარიყვის ან დაღუპვის მიზეზის დასადგენად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

6. გემის დაღუპვის ან თავთხელზე გარიყვის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ ახდევინებენ საიმპორტო საქონელზე დაწესებულ გადასახადს და მოსაკრებელს გემიდან გადმოტვირთულ საქონელზე ან მის ნაწილზე, იმ შემთხვევის გარდა, თუ მასზე არსებული საქონელი გადმოტვირთულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოყენებისა და მოხმარების მიზნით.

7. გემის მარცხის ან თავთხელზე გარიყვის შემთხვევაში, წინა პუნქტში მოცემული შემთხვევის გარდა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ ახდევინებენ არანაირ გადასახადს და მოსაკრებელს გემს ან მის ტვირთს, გარდა იმ სახის და ოდენობის გადასახადისა, რომელსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს გემს გადაახდევინებენ ანალოგიურ ვითარებაშ