1. საერთაშორისო ინტერესი, პირობითი საერთაშორისო ინტერესი ან საერთაშორისო ინტერესის ცესია ან საერთაშორისო ინტერესის პირობითი ცესია შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს და ნებისმიერ ამგვარ რეგისტრაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილება ან, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, გაგრძელდეს მისი მოქმედება ნებისმიერი მხარის მიერ, მეორე მხარისგან წერილობით მიღებული თანხმობის საფუძველზე.

2. საერთაშორისო ინტერესის დაქვემდებარება სხვა საერთაშორისო ინტერესისადმი შეიძლება ნებისმიერ დროს რეგისტრირებულ იქნეს იმ პირის მიერ, რომლის საერთაშორისო ინტერესიც ხდება დაქვემდებარებული ან ასეთი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

3. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს იმ მხარის მიერ, რომლის სასარგებლოდაც იგი შეიქმნა ან მის მიერ წერილობით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.

4. საერთაშორისო ინტერესის შეძენა კანონისმიერი ან სახელშეკრულებო სუბროგაციის საფუძველზე, შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ახალი კრედიტორის მიერ, რომელსაც გადაეცემა აღნიშნული საერთაშორისო ინტერესი.

5. რეგისტრირებადი არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მისი მფლობელის მიერ.

6. შეტყობინება ეროვნული ინტერესის შესახებ შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მისი მფლობელის მიე