1. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემოსული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას მივა დასაბუთებულ დასკვნამდე, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, იგი მისთვის კონსტიტუციური სარჩელის გადაცემიდან 7 დღის ვადაში მიმართავს პლენუმს წერილობით დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.
2. პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში წყვეტს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. განჩინების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმის შემდგომი განხილვისათვის გამოიყენება ამ კანონით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის საერთო წესები.
4. პლენუმის მიერ ამ მუხლითა და ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვა არ აჩერებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საქმეების განხილვასა და გადაწყვეტას. აღნიშნული საქმეების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №3711- სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.367
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3265
–
ვებგვერდი, 10.08.2018