1. სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს, ყველა შესაბამის იურისდიქციაში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობა უზრუნველყოფს თუ არა მისი სისტემის საქმიანობის ყველა არსებით ნაწილში მაღალი ხარისხის საიმედოობას და განჭვრეტადობას.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ჰქონდეს სისტემის წესები და პროცედურები, გააფორმოს ხელშეკრულებები, რომლებიც ნათლად და არაორაზროვნად არის ფორმულირებული და შეესაბამება ყველა შესაბამის იურისდიქციაში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობას.
3. სისტემის ოპერატორმა უნდა მიაწოდოს ან გახადოს ხელმისაწვდომი ნათლად და გასაგებად ფორმულირებული ინფორმაცია მისი სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, წესების, პროცედურებისა და ხელშეკრულებების თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკს, თავისი სისტემის მონაწილეებს, ასევე, მონაწილეთა და/ან თავის კლიენტებს (თუ ის უშუალოდ ემსახურება კლიენტებს) თუ ეს ინფრომაცია უშუალოდ ეხებათ მათ.
4. სისტემის ოპერატორი იღებს ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად მაღალი საიმედოობით უზრუნველყოფილი იქნეს სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წესების, პროცედურებისა და ხელშეკრულებების აღსრულება ყველა შესაბამის იურისდიქციაში და ამ წესებით, პროცედურებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ზომები არ გამოცხადდეს ბათილად, არ გაუქმდეს ან არ შეჩერდეს.
5. სისტემის ოპერატორმა უნდა მოახდინოს იმ რისკების იდენტიფიკაცია და შემცირება, რომლებიც წარმოიშობა სისტემის სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში ფუნქციონირებიდან გამომდინარე, შესაბამის იურისდიქციებში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს შორის წინააღმდეგობის გამ