1. დაუშვებელია საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

2. დაუშვებელია კონცენტრაცია, რომელიც ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე.

3. დაუშვებელია საწარმოებს შორის კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა.

4. ამ წესებით განსაზღვრული შიდა ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ.

5. ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებით კანონმდებლობით სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა იყოს გამჭვირვალე და ბაზრის ყველა მონაწილისათვის თანაბარად ხელმისაწვდომი.

6. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

7. ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირები, რომლებიც ახორციელებენ სავაჭრო პლატფორმების ოპერირებას, უნდა დააკვირდნენ საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ქმედებებს და საეჭვო ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას.

8. საწარმომ ხელი უნდა შეუწყოს კომისიას ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და ჯეროვან ფუნქციონირებაშ