კონკურენციის წინასწარი რეგულირების პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან:
ა) საფეხური 1 – საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების დადგენა;
ბ) საფეხური 2 – იმის შეფასება, იქნება თუ არა საცალო ბაზრის სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში. თუ დადგინდა, რომ საცალო ბაზრის სეგმენტი არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში – კონკურენციის არსებული და პოტენციური პრობლემების გამოვლენა;
გ) საფეხური 3 – თუ საცალო ბაზრის სეგმენტი არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი, შესაბამისი ბაზრის იმ სეგმენტის იდენტიფიცირება და განსაზღვრა, რომლის რეგულირებაც აღმოფხვრის მე-2 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილ კონკურენციის არსებულ და პოტენციურ პრობლემებს. პირველ რიგში განისაზღვრება საბითუმო ბაზრის სეგმენტი, რომელიც შესაფასებელი საცალო ბაზრის სეგმენტის ვერტიკალური მიწოდების ჯაჭვში ყველაზე მაღლა დგას. თუ საცალო ბაზრის ყველაზე მაღლა მდგომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაწესებულია სპეციფიკური ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი საცალო ბაზრის სეგმენტზე იდენტიფიცირებული კონკურენციის პრობლემების აღმოსაფხვრელად, კომისია გადადის მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონის ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ანალიზზე;
დ) საფეხური 4 – მე-3 საფეხურის ფარგლებში განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შეფასება ამ პროცედურებით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის ტესტის გამოყენებით, იმის დასადგენად, უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა იგი პოტენციურად წინასწარ რეგულირებას;
ე) საფეხური 5 – მე-4 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილ პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ის განსაზღვრა;
ვ) საფეხური 6 – მე-5 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ისთვის, ანალიზის შედეგად გამოვლენილ კონკურენციის პრობლემებთან მიმართებით, პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული სპეციფიკური ვალდებულებების დაწესება.
ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრის პროცედურები და კრიტერიუმე