ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიითა და პროცედურებით (შემდგომში – პროცედურები) დგინდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის, ამ სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის, ან ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის და შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დასადგენად წინასწარი გამოკვლევის ჩატარების მეთოდოლოგიური წესები და პროცედურებ