1. კომისია ამ პროცედურებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირების პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების, მათ შორის, ისეთი პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების დაცვით, როგორებიცაა – განჭვრეტადი მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება, საცალო ბაზარზე (ბოლო მომხმარებელთა სასარგებლოდ) კონკურენციის, ინფრასტრუქტურული კონკურენციის განვითარების, ინოვაციებისა და ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა.
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტი დაექვემდებარება კომისიის მიერ წინასწარ რეგულირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს ამ პროცედურებით განსაზღვრული სამი კრიტერიუმის ტესტის მოთხოვნებს და მასზე გამოვლენილი იქნება მნიშვნელოვანი ან ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირ(ებ)ი ამ პროცედურებით განსაზღვრული პირობების შესაბამისა