1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს.
2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
3. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში.
4. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან, ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს ურთიერთობა აწარმოონ საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. დაუშვებელია მხარეებს შორის ურთიერთობისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.
5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა წარმოებს ამ წესებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობის და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის თავისუფალი მოქმედება შეზღუდულია იმის გამო, რომ მას უჭირავს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე).
6. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება საცალო მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.
7. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები, განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებში მოცემული ნორმები.
8. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
თავი I — ძირითადი პრინციპები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ძირითადი პრინციპები
- მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
- მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
- მუხლი 5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება
- მუხლი 6. მომსახურების გაწევა
- მუხლი 7. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-1/