1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში დაწესებულება კარგავს დაწესებულების სტატუსს.

2. ავტორიზაციაზე     უარის     თქმის     შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:

ა) ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტთან (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტისა) მიმართებით დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შეფასება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან/და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტთან მიმართებით დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ყველა პროგრამის შეფასება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

3. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:

ა) ავტორიზებული დაწესებულების მონიტორინგის შედეგები, რომლითაც დასტურდება, რომ ავტორიზებული დაწესებულება ვეღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთზე მეტ სტანდარტს ან ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ სტანდარტს ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით ან ვერ უზრუნველყოფს ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას განსაზღვრულ ვადაში (რა შემთხვევაშიც ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებას წარმოადგენს ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება);

ბ) ბავშვების ზღვრული რაოდენობის გადაჭარბება, გარდა ამ  წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა. ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს რეგისტრაციის გამოცხადებისას, საჯარო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დამდგარი გარემოება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

4. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიული პირი უფლებამოსილია, ცენტრს ავტორიზაციის განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდე