1. ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ამასთან, უზრუნველყოფილია კენჭისყრის შედეგების საჯაროობა. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესით ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ავტორიზაციის მინიჭების შესახებ, მიღებულად ითვლება გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროგრამის განხორციელება სხვადასხვა მისამართზე, თითოეულ მისამართთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ცალ-ცალკე. ამასთან, ერთ მისამართზე ავტორიზაციაზე უარის თქმა/შეწყვეტა/შეჩერება გავლენას არ ახდენს სხვა მისამართზე ავტორიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაზე.
3. ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
4. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. ავტორიზაციის საბჭო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს ზეპირ მოსმენაზე უცხადებს გადაწყვეტილებას, მისი ძალაში შესვლისა და გასაჩივრების წესს.
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
7. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, განსაზღვროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულისგან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის განსხვავებული თარიღი.
8. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯაროდ ქვეყნდება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, სხდომის ოქმი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.
9. ამ წესის 23-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, ავტორიზაციის საბჭო იღებს ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე, ავტორიზაციის საბჭოს წევრთა უმრავლესობით. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება საჯაროდ გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღე